ტელეკომპანია "კავკასიის" გადაცემა "ბარიერში" ადვოკატ ზვიად კორძაძესა და ფილოლოგ გურამ ფალავანდიშვილს შორის დიალოგმა, რომელიც ქართულ ტრადიციებს ეხებოდა, დაძაბულობით ჩაიარა.
ფალავანდიშვილმა კორძაძეს ჰკითხა, მოსწონდა თუ არა როდესაც ქართველ ქალს მოკლე კაბა აცვია, რაზეც ადვოკატმა უპასუხა: „როგორ შეიძლება 44 წლის კაცს მოკლე კაბა არ მოსწონს“.
გურამ ფალავანდიშვილი: შენ გინდა, რომ შენს ცოლს და შენს დას ასე ეცვას?
ზვიად კორძაძე: რა პრობლემაა... თქვენს შვილებს, თქვენს ცოლებს და თქვენს დებს მოუარეთ.
გურამ ფალავანდიშვილი: ლიბერალი ხართ? თუ არაფერად მიგაჩია, რომ შენმა შვილმა მოკლე კაბა ჩაიცვას...
ზვიად კორძაძე: ჩემს მეგობრებს, ჩვენს შვილებს მოკლე კაბა რომ აცვიათ, რაა? ამით რისი თქმა გინდათ?
გურამ ფალავანდიშვილი: იმის თქმა მინდა, რომ გარყვნილებაა...
ზვიად კორძაძე: რომ გამოვალ, გხევ თავში, ნახავ...
იხილეთ ვიდეო: "რომ გამოვალ, გხევ თავში, ვაი შენს პატრონს!" - დაძაბულობა მოკლე კაბაზე კამათის გამო კორძაძესა და ფალავანდიშვილს შორის