მოძრაობა "ეროვნულების" ხელმძღვანელს სანდრო ბრეგაძესა და სამართალ დამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელს ზვიად კუპრავას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ისინი ერთმანეთს ტელეკომპანია "პირველის" შენობასთან დაუპირისპირდნენ.
ფიზიკური შეხლა-შემოხლა "პირველში" სატელევიზიო ეთერის დასრულების და შენობიდან გასვლის შემდეგ მოხდა. დაპირისპირების ამსახველ კადრებს ტელეკომპანია "პირველი" ავრცელებს.