მდინარე რიონში 20 წლის გოგონა დაიხრჩო. როგორც "ინტერპრესნიუსს" ამბროლაურის მცხოვრებლებმა განუცხადეს, გოგონა მეგობრებთან ერთად მდინარის ნაპირზე იმყოფებოდა, რა დროსაც წყალმა გაიტაცა და დაახლოებით ორ კილომეტრში, საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე გამორიყა.
ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები იყვნენ გამოძახებული. ცხედარი მდინარიდან უკვე ამოიყვანეს.