პოლიტიკა
კონფლიქტები

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:43-ზე და გაგრძელდება 14 ივნისს, შაბათს – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ექიმებს უგონოდ მყოფი დახვდათ, 100 საძილე აბი ჰქონდა დალეული" - როგორ იხსნა "112"-ის ოპერატორმა 24 წლის გოგო სუიციდისგან
"ექიმებს უგონოდ მყოფი დახვდათ, 100 საძილე აბი ჰქონდა დალეული" - როგორ იხსნა "112"-ის ოპერატორმა 24 წლის გოგო სუიციდისგან

112-ის "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე ვრცელ­დე­ბა ის­ტო­რია, რო­მე­ლიც ასა­ხავს, თუ რო­გორ იხ­სნა ოპე­რა­ტორ­მა 24 წლის გო­გო­ნა სუ­ი­ცი­დის­გან.

"112"-ის ოპე­რა­ტორ­მა 24 წლის გო­გო­ნა სუ­ი­ცი­დის­გან იხ­სნა

2016 წელი, 1 ივ­ლი­სი...

"112"-ში ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა რე­კავს...

"112"-ის ოპე­რა­ტო­რი: "112" გის­მენთ.

მო­ქა­ლა­ქე: გა­მარ­ჯო­ბა, შე­კი­თხვა მაქვს, თუ შე­იძ­ლე­ბა?

"112"-ის ოპე­რა­ტო­რი: გა­მარ­ჯო­ბა, რა თქმა უნდა, გის­მენთ.

მო­ქა­ლა­ქე: 100 სა­ძი­ლე აბი რომ და­ლი­ოს ადა­მი­ან­მა, რა მო­უ­ვა?

"112"-ის ოპე­რა­ტო­რი: და­ლია ვინ­მემ?

მო­ქა­ლა­ქე: არა, არა, მხო­ლოდ მა­ინ­ტე­რე­სებს, რას უზამს...

"112"-ის ოპე­რა­ტო­რი: გთხოვთ, მი­თხა­რით, ვინ და­ლია და მისი მი­სა­მარ­თიც, რომ სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო ბრი­გა­და გა­მო­ვუშ­ვათ.

მო­ქა­ლა­ქე: არა, არა, მად­ლო­ბა...

და ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნამ ტე­ლე­ფო­ნი გა­თი­შა...

იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ შსს სსიპ "112"-ში, სამ­წუ­ხა­როდ, დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­მიზ­ნობ­რი­ვად ათა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქე რე­კავს და სხვა­დას­ხვა სა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბას ითხოვს, ოპე­რა­ტორ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ქა­ლა­ქის ზარი სა­ეჭ­ვოდ მი­იჩ­ნია და გა­და­მოწ­მე­ბის მიზ­ნით გა­და­უ­რე­კა.

"112"-ის ოპე­რა­ტო­რი: ქალ­ბა­ტო­ნო, "112"-დან გი­კავ­შირ­დე­ბით... მინ­და, გა­და­ვა­მოწ­მო, ნამ­დვი­ლად არ გჭირ­დე­ბათ დახ­მა­რე­ბა?

მო­ქა­ლა­ქე: თავი და­მა­ნე­ბეთ.... ნუ მი­რე­კავთ...

გო­გო­ნამ აგ­რე­სი­უ­ლად უპა­სუ­ხა ოპე­რა­ტორს და ისევ გა­თი­შა ტე­ლე­ფო­ნი.

ამ ეტაპ­ზე, "112"-ში რა მი­სა­მარ­თი­დან შე­მო­დის ზარი არ ფიქ­სირ­დე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, თუ ზუს­ტი ლო­კა­ცია ცნო­ბი­ლი არ არის, დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნა ვერ ხერ­ხდე­ბა.

ოპე­რა­ტორ­მა რამ­დე­ნი­მე­ჯერ კი­დევ სცა­და გო­გო­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბა და მი­სა­მარ­თის გა­გე­ბა, თუმ­ცა ამა­ოდ... გო­გო­ნა და­რეკ­ვის­თა­ნა­ვე თი­შავ­და ტე­ლე­ფონს.

"112"-ის ოპე­რა­ტო­რი მიხ­ვდა, რომ შე­საძ­ლოა მისი ეჭვი გა­მარ­თლე­ბუ­ლი­ყო და წა­მე­ბი გა­დამ­წყვე­ტი ყო­ფი­ლი­ყო. ბა­ზა­ში სას­წრა­ფოდ მო­ძებ­ნა აღ­ნიშ­ნუ­ლი ნომ­რი­დან მა­ნამ­დე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ზარი, ჩა­ი­ნიშ­ნა მი­თი­თე­ბუ­ლი მი­სა­მარ­თი და და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­აგ­ზავ­ნა სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­და.

ად­გილ­ზე მი­სულ ექი­მებს 24 წლის გო­გო­ნა უგო­ნოდ მყო­ფი დახ­ვდათ. მას 100 სა­ძი­ლე აბი ჰქონ­და და­ლე­უ­ლი...

რომ არა "112"-ის ოპე­რა­ტო­რის მიხ­ვედ­რი­ლო­ბა და სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბა, 24 წლის გო­გო­ნა სუ­ი­ცი­დით და­ას­რუ­ლებ­და ცხოვ­რე­ბას", - წე­რია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ექიმებს უგონოდ მყოფი დახვდათ, 100 საძილე აბი ჰქონდა დალეული" - როგორ იხსნა "112"-ის ოპერატორმა 24 წლის გოგო სუიციდისგან

"ექიმებს უგონოდ მყოფი დახვდათ, 100 საძილე აბი ჰქონდა დალეული" - როგორ იხსნა "112"-ის ოპერატორმა 24 წლის გოგო სუიციდისგან

112-ის "ფეისბუქის" გვერდზე ვრცელდება ისტორია, რომელიც ასახავს, თუ როგორ იხსნა ოპერატორმა 24 წლის გოგონა სუიციდისგან.

"112"-ის ოპერატორმა 24 წლის გოგონა სუიციდისგან იხსნა

2016 წელი, 1 ივლისი...

"112"-ში ახალგაზრდა გოგონა რეკავს...

"112"-ის ოპერატორი: "112" გისმენთ.

მოქალაქე: გამარჯობა, შეკითხვა მაქვს, თუ შეიძლება?

"112"-ის ოპერატორი: გამარჯობა, რა თქმა უნდა, გისმენთ.

მოქალაქე: 100 საძილე აბი რომ დალიოს ადამიანმა, რა მოუვა?

"112"-ის ოპერატორი: დალია ვინმემ?

მოქალაქე: არა, არა, მხოლოდ მაინტერესებს, რას უზამს...

"112"-ის ოპერატორი: გთხოვთ, მითხარით, ვინ დალია და მისი მისამართიც, რომ სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა გამოვუშვათ.

მოქალაქე: არა, არა, მადლობა...

და ახალგაზრდა გოგონამ ტელეფონი გათიშა...

იმის მიუხედავად, რომ შსს სსიპ "112"-ში, სამწუხაროდ, დღე-ღამის განმავლობაში არამიზნობრივად ათასობით მოქალაქე რეკავს და სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიღებას ითხოვს, ოპერატორმა აღნიშნული მოქალაქის ზარი საეჭვოდ მიიჩნია და გადამოწმების მიზნით გადაურეკა.

"112"-ის ოპერატორი: ქალბატონო, "112"-დან გიკავშირდებით... მინდა, გადავამოწმო, ნამდვილად არ გჭირდებათ დახმარება?

მოქალაქე: თავი დამანებეთ.... ნუ მირეკავთ...

გოგონამ აგრესიულად უპასუხა ოპერატორს და ისევ გათიშა ტელეფონი.

ამ ეტაპზე, "112"-ში რა მისამართიდან შემოდის ზარი არ ფიქსირდება და შესაბამისად, თუ ზუსტი ლოკაცია ცნობილი არ არის, დახმარების აღმოჩენა ვერ ხერხდება.

ოპერატორმა რამდენიმეჯერ კიდევ სცადა გოგონასთან დაკავშირება და მისამართის გაგება, თუმცა ამაოდ... გოგონა დარეკვისთანავე თიშავდა ტელეფონს.

"112"-ის ოპერატორი მიხვდა, რომ შესაძლოა მისი ეჭვი გამართლებულიყო და წამები გადამწყვეტი ყოფილიყო. ბაზაში სასწრაფოდ მოძებნა აღნიშნული ნომრიდან მანამდე განხორციელებული ზარი, ჩაინიშნა მითითებული მისამართი და დაუყოვნებლივ გააგზავნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

ადგილზე მისულ ექიმებს 24 წლის გოგონა უგონოდ მყოფი დახვდათ. მას 100 საძილე აბი ჰქონდა დალეული...

რომ არა "112"-ის ოპერატორის მიხვედრილობა და სწრაფი რეაგირება, 24 წლის გოგონა სუიციდით დაასრულებდა ცხოვრებას", - წერია ინფორმაციაში.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს