საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიშელ ობამას შთამბეჭდავი სიტყვა, რომელმაც მსოფლიო მედია და მისი მეუღლე აღაფრთოვანა
მიშელ ობამას შთამბეჭდავი სიტყვა, რომელმაც მსოფლიო მედია და მისი მეუღლე აღაფრთოვანა

აშშ-ის პირ­ვე­ლი ლე­დის მი­შელ ობა­მას შთამ­ბეჭ­დავ­მა გა­მოს­ვლამ და­სავ­ლუ­რი მე­დია და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი აა­ლა­პა­რა­კა.

პირ­ვე­ლი ლედი დე­მოკ­რა­ტე­ბის ეროვ­ნულ ყრი­ლო­ბა­ზე გა­მო­ვი­და ათი ათა­სო­ბით მა­ყუ­რებ­ლის თვალ­წინ. მისი მი­მარ­თვის ძი­რი­თა­დი მე­სი­ჯი მო­მა­ვა­ლი პრე­ზი­დენ­ტის როლს შე­ე­ხე­ბო­და ამე­რი­კე­ლი ახალ­გაზ­რდო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის საქ­მე­ში.

"ამ არ­ჩევ­ნებ­ში და ყვე­ლა მო­მა­ვალ არ­ჩევ­ნებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვის ექ­ნე­ბა ძა­ლა­უფ­ლე­ბა გან­სა­ზღვროს ჩვე­ნი შვი­ლე­ბის მო­მა­ვა­ლი 4 თუ რვა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. დღეს მე აქ ვდგა­ვარ იმი­ტომ, რომ ამ არ­ჩევ­ნებ­ში ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ვან­დობ ამ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, შე­სა­ბა­მი­სად კვა­ლი­ფი­ცი­უ­რია იყოს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტი, ეს ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი ჰი­ლა­რი კლინ­ტო­ნია" - აღ­ნიშ­ნა სა­უბ­რი­სას მი­შელ ობა­მამ.

ობა­მამ სი­ტყვის შე­სა­ვალ­ში გა­იხ­სე­ნა, რა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბებ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ობა­მე­ბის ოჯა­ხის მის­ვლა თეთრ სახ­ლში და რო­გორ მოქ­მე­დებ­და მათ შვი­ლებ­ზე სი­ძულ­ვილ­ნა­რე­ვი რი­ტო­რი­კა ბა­რაკ ობა­მა­სად­მი. ამ კონ­ტექ­სტში მან მე­უღ­ლის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბი­სა და რწმე­ნის სა­კი­თხებ­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის ზე­წო­ლა გა­იხ­სე­ნა.

პირ­ველ ლე­დის სი­ტყვა რამ­დენ­ჯერ­მე შე­ა­წყვე­ტი­ნეს ხან­გრძლი­ვი აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი­თა და შე­ძა­ხი­ლე­ბით. მისი გა­მოს­ვლის ბოლო ნა­წი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით ემო­ცი­უ­რი იყო და მსოფ­ლიო მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს აშშ-ს პირ­ვე­ლი ლე­დის გა­მოს­ვლი­დან:

"ეს გახ­ლავთ ამ ქვეყ­ნის ის­ტო­რია, ის­ტო­რია, რო­მელ­მაც მე დღეს ამ სცე­ნა­ზე მო­მახ­ვედ­რა, ის­ტო­რია იმ თა­ო­ბე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თარ სხე­ულ­ზე გრძნობ­დნენ მათ­რა­ხე­ბის დარ­ტყმას, მო­ნო­ბის სირ­ცხვილს, სეგ­რე­გა­ცი­ის ჩხლე­ტას, მაგ­რამ ისი­ნი აგ­რძე­ლებ­დნენ ბრძო­ლას, რწმე­ნას და იმის კე­თე­ბას, რაც გა­სა­კე­თე­ბე­ლი იყო. და მე დღეს, ყო­ველ დი­ლით ვიღ­ვი­ძებ სახ­ლში, რო­მე­ლიც მო­ნებ­მა აა­შე­ნეს.

მე ვუ­ყუ­რებ ჩემ ქა­ლიშ­ვი­ლებს, ორ ლა­მაზ, ჭკვი­ან, ფე­რად­კა­ნი­ან ახალ­გაზ­რდა ქალს, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ანთ ძაღ­ლებ­თან ერ­თად თა­მა­შო­ბენ თეთ­რი სახ­ლის ეზო­ში... და სწო­რედ ჰი­ლა­რი კლინ­ტო­ნის გამო, ჩემ ქა­ლიშ­ვი­ლებს და ჩვე­ნი ყვე­ლას შვი­ლებს, აქვთ რწმე­ნა, რომ ქალი, შე­იძ­ლე­ბა იყო­სა­მე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტი.

...არ მი­ცეთ არა­ვის უფ­ლე­ბა გი­თხრათ, რომ ეს დი­დე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა არაა, რომ მას წარ­სუ­ლი დი­დე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა სჭირ­დე­ბა. იმი­ტომ რომ, ამე­რი­კა ახლა მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე დი­დე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნაა" - აღ­ნიშ­ნა 15-წუ­თი­ან გა­მოს­ვლა­ში ამე­რი­კის პირ­ველ­მა ლე­დიმ.

მე­უღ­ლის შთამ­ბეჭ­დავ გა­მოს­ვლას ტვი­ტე­რის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გა­მო­ეხ­მა­უ­რა აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტი:

"სა­ო­ცა­რი სი­ტყვა წარ­მოთ­ქმუ­ლი სა­ო­ცა­რი ქა­ლის მიერ. ვერ ვიქ­ნე­ბი მე­ტად ამა­ყი და ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა და­ლოც­ვი­ლია ჰყავ­დეს ასე­თი პირ­ვე­ლი ლედი. მიყ­ვარ­ხარ, მი­შელ" - და­წე­რა ბა­რაკ ობა­მამ ტვი­ტე­რის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

მიშელ ობამას შთამბეჭდავი სიტყვა, რომელმაც მსოფლიო მედია და მისი მეუღლე აღაფრთოვანა

მიშელ ობამას შთამბეჭდავი სიტყვა, რომელმაც მსოფლიო მედია და მისი მეუღლე აღაფრთოვანა

აშშ-ის პირველი ლედის მიშელ ობამას შთამბეჭდავმა გამოსვლამ დასავლური მედია და სოციალური ქსელების მომხმარებლები აალაპარაკა.

პირველი ლედი დემოკრატების ეროვნულ ყრილობაზე გამოვიდა ათი ათასობით მაყურებლის თვალწინ. მისი მიმართვის ძირითადი მესიჯი მომავალი პრეზიდენტის როლს შეეხებოდა ამერიკელი ახალგაზრდობის განვითარების საქმეში.

"ამ არჩევნებში და ყველა მომავალ არჩევნებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვის ექნება ძალაუფლება განსაზღვროს ჩვენი შვილების მომავალი 4 თუ რვა წლის განმავლობაში. დღეს მე აქ ვდგავარ იმიტომ, რომ ამ არჩევნებში ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ვანდობ ამ პასუხისმგებლობას, ერთადერთი ადამიანი, რომელიც დარწმუნებული ვარ, შესაბამისად კვალიფიციურია იყოს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ეს ჩვენი მეგობარი ჰილარი კლინტონია" - აღნიშნა საუბრისას მიშელ ობამამ.

ობამამ სიტყვის შესავალში გაიხსენა, რა წინააღმდეგობებთან იყო დაკავშირებული ობამების ოჯახის მისვლა თეთრ სახლში და როგორ მოქმედებდა მათ შვილებზე სიძულვილნარევი რიტორიკა ბარაკ ობამასადმი. ამ კონტექსტში მან მეუღლის მოქალაქეობისა და რწმენის საკითხებზე საზოგადოების ნაწილის ზეწოლა გაიხსენა.

პირველ ლედის სიტყვა რამდენჯერმე შეაწყვეტინეს ხანგრძლივი აპლოდისმენტებითა და შეძახილებით. მისი გამოსვლის ბოლო ნაწილი განსაკუთრებით ემოციური იყო და მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. გთავაზობთ ამონარიდს აშშ-ს პირველი ლედის გამოსვლიდან:

"ეს გახლავთ ამ ქვეყნის ისტორია, ისტორია, რომელმაც მე დღეს ამ სცენაზე მომახვედრა, ისტორია იმ თაობებისა, რომლებიც საკუთარ სხეულზე გრძნობდნენ მათრახების დარტყმას, მონობის სირცხვილს, სეგრეგაციის ჩხლეტას, მაგრამ ისინი აგრძელებდნენ ბრძოლას, რწმენას და იმის კეთებას, რაც გასაკეთებელი იყო. და მე დღეს, ყოველ დილით ვიღვიძებ სახლში, რომელიც მონებმა ააშენეს.

მე ვუყურებ ჩემ ქალიშვილებს, ორ ლამაზ, ჭკვიან, ფერადკანიან ახალგაზრდა ქალს, რომლებიც თავიანთ ძაღლებთან ერთად თამაშობენ თეთრი სახლის ეზოში... და სწორედ ჰილარი კლინტონის გამო, ჩემ ქალიშვილებს და ჩვენი ყველას შვილებს, აქვთ რწმენა, რომ ქალი, შეიძლება იყოსამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი.

...არ მიცეთ არავის უფლება გითხრათ, რომ ეს დიდებული ქვეყანა არაა, რომ მას წარსული დიდების დაბრუნება სჭირდება. იმიტომ რომ, ამერიკა ახლა მსოფლიოში ყველაზე დიდებული ქვეყანაა" - აღნიშნა 15-წუთიან გამოსვლაში ამერიკის პირველმა ლედიმ.

მეუღლის შთამბეჭდავ გამოსვლას ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტი:

"საოცარი სიტყვა წარმოთქმული საოცარი ქალის მიერ. ვერ ვიქნები მეტად ამაყი და ჩვენი ქვეყანა დალოცვილია ჰყავდეს ასეთი პირველი ლედი. მიყვარხარ, მიშელ" - დაწერა ბარაკ ობამამ ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა