სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიცანით, მსოფლიოს თასის გამარჯვებული ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანი
 გაიცანით, მსოფლიოს თასის გამარჯვებული ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანი

ქარ­თველ­მა ეტ­ლით მო­ფა­რი­კა­ვე ირმა ხე­ცუ­რი­ან­მა პო­ლო­ნეთ­ში დას­რუ­ლე­ბულ პირ­ვე­ლო­ბა­ზე, ხმლით ფა­რი­კა­ო­ბა­ში ოქ­როს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა. ირ­მას­თვის ეს მე­სა­მე მსოფ­ლიო თა­სია, თუმ­ცა ამ გა­მარ­ჯვე­ბას მა­ინც სხვა ხიბ­ლი ჰქონ­და. ირ­მამ ფი­ნალ­ში მის­თვის უხერ­ხულ მე­ტო­ქეს, ბე­ლო­რუს ანას­ტა­ტია კას­ტუ­ჩკო­ვას მო­უ­გო, ვის­თა­ნაც წელს ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნალ­ში და­მარ­ცხდა. სა­ი­დან და­ი­წყო ირ­მას კა­რი­ე­რა და რა მიზ­ნე­ბი აქვს მო­მა­ვალ­ში, ამა­ზე თა­ვად გვე­სა­უბ­რა:

- ვმუ­შა­ობ­დი პარა-ოლიმ­პი­ურ კო­მი­ტეტ­ში ოფის-მე­ნე­ჯე­რად და შე­მომ­თა­ვა­ზეს, რომ ფა­რი­კა­ო­ბა­ში მე­ვარ­ჯი­შა მოყ­ვა­რუ­ლის დო­ნე­ზე. დავ­თან­ხმდი და პირ­ვე­ლი­ვე გაკ­ვე­თი­ლი­დან იმ­დე­ნად მო­მე­წო­ნა, რომ გა­დავ­წყვი­ტე უფრო სე­რი­ო­ზუ­ლად მივ­ყო­ლო­დი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ დო­ნე­ზე შე­მეს­წავ­ლა. მა­ლე­ვე მი­ვი­ღე შე­ჯიბ­რე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რო­მე­ლიც გერ­მა­ნი­ა­ში ჩა­ტა­რა­და. იმ­დე­ნად მო­მე­წო­ნა ეს გან­ცდა და აზარ­ტი, რომ ვე­ღარ და­ვა­ნე­ბე თავი და ასე ვთქვათ, ფა­რი­კა­ო­ბით მო­ვი­წამ­ლე.

- ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ეტა­პი რა იყო?

- ყვე­ლა­ზე რთუ­ლი იყო სა­წყი­სი ეტა­პი, რად­გან ასეთ დროს გეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ძა­ლი­ან ად­ვი­ლია ფა­რი­კა­ო­ბა, გეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ეს სპორ­ტის ის სა­ხე­ო­ბაა, რო­მელ­საც სა­ერ­თოდ არ სჭირ­დე­ბა დიდი ძა­ლის­ხმე­ვა, თუმ­ცა მქო­ნია პე­რი­ო­დი, როცა სურ­ვი­ლი მქონ­და, რომ სა­ერ­თოდ და­მე­ნე­ბე­ბი­ნა თავი, იმი­ტომ რომ რა­ღა­ცე­ბი არ გა­მომ­დი­ო­და, რა­ღაც მოძ­რა­ო­ბებს ვერ ვით­ვი­სებ­დი და იმ­დე­ნად წარ­მო­უდ­გენ­ლად რთუ­ლი მეჩ­ვე­ნა, რომ სე­რი­ო­ზუ­ლად ვა­პი­რებ­დი თა­ვის და­ნე­ბე­ბას. თუმ­ცა დიდი მად­ლო­ბა ჩემს მწვრთნე­ლებს, ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც სა­ოც­რად მიდ­გა­ნან გვერ­დში და და­ნე­ბე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მომ­ცეს. ძა­ლი­ან მაგ­რად და­მეხ­მარ­ნენ, რომ ეს პე­რი­ო­დი გა­და­მე­ლა­ხა, ამიხ­სნეს და მი­თხრეს - შენ ძა­ლი­ან ადრე გინ­და ფა­რი­კა­ო­ბა­ში და­იმ­კვიდ­რო ად­გი­ლი, მა­შინ, როცა ამას წლე­ბი სჭირ­დე­ბაო. მარ­თლაც, წლე­ბის მან­ძილ­ზე რომც ვარ­ჯი­შობ­დე, ფა­რი­კა­ო­ბა ისე­თი სპორ­ტია, ყვე­ლა ვარ­ჯიშ­ზე ახალს სწავ­ლობ. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ეს პე­რი­ო­დი უკან მო­ვი­ტო­ვე.

- ირმა, შენი ასე­თი დიდი წარ­მა­ტე­ბა არის თუ არა სტი­მუ­ლი სხვე­ბის­თვის, ვინც ასე­ვე შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნეა?

- რა თქმა უნდა, როცა თა­ვი­დან და­ვი­წყე ფა­რი­კა­ო­ბა­ზე ვარ­ჯი­ში, ვი­ყა­ვით ორნი, მე და ერთი ბიჭი. დღეს კი გა­ცი­ლე­ბით მეტი მსურ­ვე­ლია. სპორ­ტი ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა სა­კუ­თა­რი თა­ვის რე­ა­ლი­ზა­ცი­ი­სათ­ვის. თუ ადა­მი­ანს აქვს მო­ნა­ცე­მე­ბი (ნიჭი, მონ­დო­მე­ბა...) უკვე თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბაც ემა­ტე­ბა და დიდ წარ­მა­ტე­ბას აღ­წევს. ადრე იყო წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ეტ­ლით მო­სარ­გებ­ლემ იფა­რი­კა­ოს, დღეს კი უკვე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა. სპორ­ტით შეგ­ვიძ­ლია და­ვამ­ტკი­ცოთ, რომ შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი არ არ­სე­ბობს. გა­დი­ხარ სა­ზღვარ­გა­რეთ, სა­დაც შენი ქვეყ­ნის სა­ხე­ლი გა­გაქვს, შენი ქვეყ­ნის დრო­შა და ჰიმ­ნი.

- რას ნიშ­ნავს შენ­თვის, რო­დე­საც შენი წარ­მა­ტე­ბის გამო უკ­რა­ვენ ეროვ­ნულ ჰიმნს?...

- ეს არის მო­მენ­ტი, რო­მე­ლიც უნდა გა­ნი­ცა­დო, ძა­ლი­ან რთუ­ლია ამის სი­ტყვე­ბით გად­მო­ცე­მა. შე­მიძ­ლია რა­ღაც არა­ამ­ქვეყ­ნი­ურს შე­ვა­და­რო, რად­გან ეს სა­ოც­რად დიდი გან­ცდაა, უზო­მოდ დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის ქვეშ ხარ და თით­ქოს ვერ იჯე­რებ, რომ მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი ხარ. სა­ოც­რად პატ­რი­ო­ტი ხდე­ბა ადა­მი­ა­ნი ასეთ დროს. ბოლო მსოფ­ლიო თას­ზე რომ გა­ვი­მარ­ჯვე (მა­ნამ­დეც მქონ­და მო­გე­ბუ­ლი მსოფ­ლიო თასი), ფი­ნალ­ში ჩემ­თვის იმ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვან მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს­თან გა­ვი­მარ­ჯვე, რომ ეს ყვე­ლა გა­მარ­ჯვე­ბას უდ­რი­და და ამი­ტომ ეს წარ­მა­ტე­ბა ორ­მა­გად სა­სი­ხა­რუ­ლო იყო ჩემ­თვის. ეს იმ­დე­ნად ემო­ცი­უ­რი იყო, რომ ჰიმ­ნის დროს ინ­სტიქ­ტუ­რად გულ­ზე და­ვი­დე ხელი და მეც ავმღერ­დი. ბედ­ნი­ე­რე­ბაა, რო­დე­საც შენი წარ­მა­ტე­ბის გამო ყვე­ლა ფეხ­ზე დგე­ბა უს­მენს შენ ჰიმნს და უყუ­რებს შენს დრო­შას, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მაღ­ლაა.

- ოლიმ­პი­უ­რი წე­ლია, თუმ­ცა შენი სა­ხე­ო­ბა არაა ოლიმ­პი­ა­დის პროგ­რა­მა­ში...

- სამ­წუ­ხა­როდ, ხმა­ლი არაა ოლიმ­პი­უ­რი სა­ხე­ო­ბა, თუმ­ცა ტო­კი­ოს 2020 წლის პროგ­რა­მა­ში უკვე იქ­ნე­ბა. რა­პი­რა­ში, რო­მე­ლიც წელ­საც არის პროგ­რა­მა­ში, 6 ქულა დაგ­ვაკ­ლდა ლი­ცენ­ზი­ამ­დე, რაც ძა­ლი­ან მცი­რეა და გულ­სატ­კე­ნია, რომ ამის გამო ვერ მოვ­ხვდით ამ უდი­დეს ფო­რუმ­ზე. თუმ­ცა გპირ­დე­ბით, რომ 4 წლის შემ­დეგ აუ­ცი­ლებ­ლად აჟ­ღერ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმ­ნი.

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

გაიცანით, მსოფლიოს თასის გამარჯვებული ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანი

 გაიცანით, მსოფლიოს თასის გამარჯვებული ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანი

ქართველმა ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანმა პოლონეთში დასრულებულ პირველობაზე, ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა. ირმასთვის ეს მესამე მსოფლიო თასია, თუმცა ამ გამარჯვებას მაინც სხვა ხიბლი ჰქონდა. ირმამ ფინალში მისთვის უხერხულ მეტოქეს, ბელორუს ანასტატია კასტუჩკოვას მოუგო, ვისთანაც წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა. საიდან დაიწყო ირმას კარიერა და რა მიზნები აქვს მომავალში, ამაზე თავად გვესაუბრა:

- ვმუშაობდი პარა-ოლიმპიურ კომიტეტში ოფის-მენეჯერად და შემომთავაზეს, რომ ფარიკაობაში მევარჯიშა მოყვარულის დონეზე. დავთანხმდი და პირველივე გაკვეთილიდან იმდენად მომეწონა, რომ გადავწყვიტე უფრო სერიოზულად მივყოლოდი და პროფესიონალურ დონეზე შემესწავლა. მალევე მივიღე შეჯიბრებებში მონაწილეობა, რომელიც გერმანიაში ჩატარადა. იმდენად მომეწონა ეს განცდა და აზარტი, რომ ვეღარ დავანებე თავი და ასე ვთქვათ, ფარიკაობით მოვიწამლე.

- ყველაზე რთული ეტაპი რა იყო?

- ყველაზე რთული იყო საწყისი ეტაპი, რადგან ასეთ დროს გეჩვენება, რომ ძალიან ადვილია ფარიკაობა, გეჩვენება, რომ ეს სპორტის ის სახეობაა, რომელსაც საერთოდ არ სჭირდება დიდი ძალისხმევა, თუმცა მქონია პერიოდი, როცა სურვილი მქონდა, რომ საერთოდ დამენებებინა თავი, იმიტომ რომ რაღაცები არ გამომდიოდა, რაღაც მოძრაობებს ვერ ვითვისებდი და იმდენად წარმოუდგენლად რთული მეჩვენა, რომ სერიოზულად ვაპირებდი თავის დანებებას. თუმცა დიდი მადლობა ჩემს მწვრთნელებს, ადამიანებს, რომლებიც საოცრად მიდგანან გვერდში და დანებების საშუალება არ მომცეს. ძალიან მაგრად დამეხმარნენ, რომ ეს პერიოდი გადამელახა, ამიხსნეს და მითხრეს - შენ ძალიან ადრე გინდა ფარიკაობაში დაიმკვიდრო ადგილი, მაშინ, როცა ამას წლები სჭირდებაო. მართლაც, წლების მანძილზე რომც ვარჯიშობდე, ფარიკაობა ისეთი სპორტია, ყველა ვარჯიშზე ახალს სწავლობ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს პერიოდი უკან მოვიტოვე.

- ირმა, შენი ასეთი დიდი წარმატება არის თუ არა სტიმული სხვებისთვის, ვინც ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა?

- რა თქმა უნდა, როცა თავიდან დავიწყე ფარიკაობაზე ვარჯიში, ვიყავით ორნი, მე და ერთი ბიჭი. დღეს კი გაცილებით მეტი მსურველია. სპორტი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა საკუთარი თავის რეალიზაციისათვის. თუ ადამიანს აქვს მონაცემები (ნიჭი, მონდომება...) უკვე თავდაჯერებულობაც ემატება და დიდ წარმატებას აღწევს. ადრე იყო წარმოუდგენელი, თუ როგორ შეიძლება ეტლით მოსარგებლემ იფარიკაოს, დღეს კი უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა. სპორტით შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. გადიხარ საზღვარგარეთ, სადაც შენი ქვეყნის სახელი გაგაქვს, შენი ქვეყნის დროშა და ჰიმნი.

- რას ნიშნავს შენთვის, როდესაც შენი წარმატების გამო უკრავენ ეროვნულ ჰიმნს?...

- ეს არის მომენტი, რომელიც უნდა განიცადო, ძალიან რთულია ამის სიტყვებით გადმოცემა. შემიძლია რაღაც არაამქვეყნიურს შევადარო, რადგან ეს საოცრად დიდი განცდაა, უზომოდ დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ხარ და თითქოს ვერ იჯერებ, რომ მსოფლიოში პირველი ხარ. საოცრად პატრიოტი ხდება ადამიანი ასეთ დროს. ბოლო მსოფლიო თასზე რომ გავიმარჯვე (მანამდეც მქონდა მოგებული მსოფლიო თასი), ფინალში ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვან მოწინააღმდეგესთან გავიმარჯვე, რომ ეს ყველა გამარჯვებას უდრიდა და ამიტომ ეს წარმატება ორმაგად სასიხარულო იყო ჩემთვის. ეს იმდენად ემოციური იყო, რომ ჰიმნის დროს ინსტიქტურად გულზე დავიდე ხელი და მეც ავმღერდი. ბედნიერებაა, როდესაც შენი წარმატების გამო ყველა ფეხზე დგება უსმენს შენ ჰიმნს და უყურებს შენს დროშას, რომელიც ყველაზე მაღლაა.

- ოლიმპიური წელია, თუმცა შენი სახეობა არაა ოლიმპიადის პროგრამაში...

- სამწუხაროდ, ხმალი არაა ოლიმპიური სახეობა, თუმცა ტოკიოს 2020 წლის პროგრამაში უკვე იქნება. რაპირაში, რომელიც წელსაც არის პროგრამაში, 6 ქულა დაგვაკლდა ლიცენზიამდე, რაც ძალიან მცირეა და გულსატკენია, რომ ამის გამო ვერ მოვხვდით ამ უდიდეს ფორუმზე. თუმცა გპირდებით, რომ 4 წლის შემდეგ აუცილებლად აჟღერდება საქართველოს ჰიმნი.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

"...დროა დავფიქრდეთ, ეს ხომ არ არის მიზეზი ვირუსის ტოტალური გავრცელებისა" - რაზე იქადაგა დღეს მეუფე შიომ

კლინიკაში მოთავსებული 2 ჩვილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ერთის კი უკეთესი - ლალი ტურძელაძე პაციენტების მდგომარეობაზე

"ერთ-ერთმა მოქალაქემ იყიდა ქლოროქინის განსხვავებული ფორმა და დაიღუპა" - აშშ-ში მცხოვრები ექიმი კორონავირუსის მკურნალობის მითებსა და თვითმკურნალობის მავნებლობაზე