10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეც ვიყავი ბინძური შანტაჟის და დადგმული სპექტაკლის ერთ-ერთი მსხვერპლი" - რა პრეტენზია აქვს თინა ხიდაშელს პროკურატურასთან
"მეც ვიყავი ბინძური შანტაჟის და დადგმული სპექტაკლის ერთ-ერთი მსხვერპლი" - რა პრეტენზია აქვს თინა ხიდაშელს პროკურატურასთან

სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი, თი­ნა­თინ ხი­და­შე­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რას რამ­დე­ნი­მე კი­თხვით მი­მარ­თავს. მათ შო­რის, რო­გორც თი­ნა­თინ ხი­და­შელ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი2"-თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნდა იცო­დეს, თუ რა­ტომ ფორმ­დე­ბა საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა ადა­მი­ა­ნებ­თან, რომ­ლე­ბიც მო­ქა­ლა­ქე­თა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

"მე მოთ­მი­ნე­ბით ვე­ლო­დე­ბი გა­მო­ძი­ე­ბის დამ­თავ­რე­ბას იმი­ტომ, რომ მეც ვი­ყა­ვი ამ ბინ­ძუ­რი შან­ტა­ჟის, დად­გმუ­ლი სპექ­ტაკ­ლე­ბის ერთ-ერთი მსხვერ­პლი. ვე­ლო­დე­ბი პა­სუხს პრო­კუ­რა­ტუ­რის­გან. სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ თით­ქოს იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც პირ­ველ ეტაპ­ზე და­ა­კა­ვეს, საპ­რო­ცე­სო გა­რი­გე­ბით უშ­ვე­ბენ. მე სწო­რედ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­ვუს­ვი რამ­დე­ნი­მე შე­კი­თხვა პრო­კუ­რა­ტუ­რას. არ შე­იძ­ლე­ბა რო­დე­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ასე­თი მა­ღა­ლი ინ­ტე­რე­სია, ის არ დაკ­მა­ყო­ფილ­დეს და არ ვი­ცო­დეთ, რა­ტომ ხდე­ბა საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბა ამ ადა­მი­ა­ნებ­თან. ასეთ დროს ერ­თა­დერ­თი პა­სუ­ხი არის ის, რომ ისი­ნი აძ­ლე­ვენ პრო­კუ­რა­ტუ­რას ჩვე­ნე­ბას იმა­ზე უფრო მა­ღა­ლი სი­კე­თის და­სა­ცა­ვად, რის გა­მოც თვი­თონ არი­ან პა­სუ­ხის­გე­ბა­ში. ასე­ვე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვი­ცო­დეთ მათი მხრი­დან საფრ­თხე ნე­იტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლია თუ არა. ერთხელ თუ ჰქონ­დათ მათ წვდო­მა, შე­საძ­ლე­ბე­ლია ხვალ და ზეგ ისევ იყ­ვნენ ისი­ნი საფრ­თხის მა­ტა­რე­ბელ­ნი. აქ ძა­ლი­ან ბევ­რი კი­თხვაა. მე არ ვიცი, გი­ორ­გი პა­პუ­აშ­ვი­ლი ზუს­ტად რაზე სა­უბ­რობ­და, თუმ­ცა იმ ინ­ფორ­მა­ცი­ი­დან, რაც მე­დი­ა­ში იყო, შეგ­ვიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ იმა­ვე ხა­ზის გაგ­რძე­ლე­ბაა", - გა­ნა­ცხა­და თი­ნა­თინ ხი­და­შელ­მა.

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის შე­ფა­სე­ბით, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბა­ზე და­კა­ვე­ბულ პი­რებ­თან საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია.

"პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბას მოთ­მი­ნე­ბით ვე­ლო­დე­ბი, ერ­თის მხრივ იმ მუ­ქა­რებ­ზე, რო­მელ­საც ჩვენ თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა ფორ­მით ვის­მენ­დით ხან ვი­დეო გრა­ფი­კის სა­ხით და ხან სხვა ფორ­მით, ხოლო მე­ო­რეს მხრივ, იმ ვი­დე­ო­მა­სა­ლა­ზე, რო­მე­ლიც გავ­რცელ­და. ჩემი აზ­რით, ყვე­ლა­ფე­რი არის შე­დე­გი იმი­სა, რომ პრო­ცე­სი დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ არის. ამი­ტომ კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, რომ პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბას მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დე­ბი, თუმ­ცა წარ­მო­უდ­გენ­ლად მეჩ­ვე­ნე­ბა, ვიდ­რე პრო­ცე­სი დას­რუ­ლებ­ლი არ არის, ბოლო წერ­ტი­ლი დას­მუ­ლი არ არის, სა­ნამ ყვე­ლა და­კა­ვე­ბუ­ლი არ არის და უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი არ არის ის, რომ ქვე­ყა­ნა­ში ვი­დე­ო­ფი­რე­ბის ტე­რო­რიზ­მი დამ­თავ­რდეს, ამ ადა­მი­ან­თან რა­ი­მე ტი­პის საპ­რო­ცე­სო გა­რი­გე­ბებ­ზე სა­უ­ბა­რი, თუკი მათ რა­ი­მე ისე­თი ღი­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია არ მი­ა­წო­დეს პრო­კუ­რა­ტუ­რას, რაც ამ ყვე­ლა­ფერს წერ­ტილს და­უს­ვამს. თუ ეს ასეა, სა­კი­თხი­სად­მი მა­ღა­ლი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა იმ­სა­ხუ­რებს იმას, ვი­ცო­დეთ, რა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დამ­სა­ხუ­რე­ბის­თვის ხდე­ბა, თუ ასე­თი რამ ხდე­ბა, საპ­რო­ცე­სო შე­თახ­მე­ბის გა­ფორ­მე­ბა ადა­მი­ა­ნებ­თან, ვის­ზეც გუ­შინ ით­ქვა, რომ ძა­ლი­ან მა­ღალ საფრ­თეს წარ­მო­ად­გე­ნენ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის და დღეს არ ვი­ცით, ეს საფრ­თხე რო­გორ არის ნე­იტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი", - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს თინა ხი­და­შელ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"მეც ვიყავი ბინძური შანტაჟის და დადგმული სპექტაკლის ერთ-ერთი მსხვერპლი" - რა პრეტენზია აქვს თინა ხიდაშელს პროკურატურასთან

"მეც ვიყავი ბინძური შანტაჟის და დადგმული სპექტაკლის ერთ-ერთი მსხვერპლი" - რა პრეტენზია აქვს თინა ხიდაშელს პროკურატურასთან

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინათინ ხიდაშელი პროკურატურას რამდენიმე კითხვით მიმართავს. მათ შორის, როგორც თინათინ ხიდაშელმა ტელეკომპანია "რუსთავი2"-თან საუბრისას განაცხადა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ რატომ ფორმდება საპროცესო შეთანხმება ადამიანებთან, რომლებიც მოქალაქეთა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაში მონაწილეობდნენ.

"მე მოთმინებით ველოდები გამოძიების დამთავრებას იმიტომ, რომ მეც ვიყავი ამ ბინძური შანტაჟის, დადგმული სპექტაკლების ერთ-ერთი მსხვერპლი. ველოდები პასუხს პროკურატურისგან. საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს იმ ადამიანებს, ვინც პირველ ეტაპზე დააკავეს, საპროცესო გარიგებით უშვებენ. მე სწორედ ამასთან დაკავშირებით დავუსვი რამდენიმე შეკითხვა პროკურატურას. არ შეიძლება როდესაც საზოგადოების ასეთი მაღალი ინტერესია, ის არ დაკმაყოფილდეს და არ ვიცოდეთ, რატომ ხდება საპროცესო შეთანხმების გაფორმება ამ ადამიანებთან. ასეთ დროს ერთადერთი პასუხი არის ის, რომ ისინი აძლევენ პროკურატურას ჩვენებას იმაზე უფრო მაღალი სიკეთის დასაცავად, რის გამოც თვითონ არიან პასუხისგებაში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ მათი მხრიდან საფრთხე ნეიტრალიზებულია თუ არა. ერთხელ თუ ჰქონდათ მათ წვდომა, შესაძლებელია ხვალ და ზეგ ისევ იყვნენ ისინი საფრთხის მატარებელნი. აქ ძალიან ბევრი კითხვაა. მე არ ვიცი, გიორგი პაპუაშვილი ზუსტად რაზე საუბრობდა, თუმცა იმ ინფორმაციიდან, რაც მედიაში იყო, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ იმავე ხაზის გაგრძელებაა", - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

თავდაცვის მინისტრის შეფასებით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე დაკავებულ პირებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება წარმოუდგენელია.

“პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას მოთმინებით ველოდები, ერთის მხრივ იმ მუქარებზე, რომელსაც ჩვენ თვეების განმავლობაში სხვადასხვა ფორმით ვისმენდით ხან ვიდეო გრაფიკის სახით და ხან სხვა ფორმით, ხოლო მეორეს მხრივ, იმ ვიდეომასალაზე, რომელიც გავრცელდა. ჩემი აზრით, ყველაფერი არის შედეგი იმისა, რომ პროცესი დასრულებული არ არის. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ პროცესის დასრულებას მოუთმენლად ველოდები, თუმცა წარმოუდგენლად მეჩვენება, ვიდრე პროცესი დასრულებლი არ არის, ბოლო წერტილი დასმული არ არის, სანამ ყველა დაკავებული არ არის და უზრუნველყოფილი არ არის ის, რომ ქვეყანაში ვიდეოფირების ტერორიზმი დამთავრდეს, ამ ადამიანთან რაიმე ტიპის საპროცესო გარიგებებზე საუბარი, თუკი მათ რაიმე ისეთი ღირებული ინფორმაცია არ მიაწოდეს პროკურატურას, რაც ამ ყველაფერს წერტილს დაუსვამს. თუ ეს ასეა, საკითხისადმი მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენი საზოგადოება იმსახურებს იმას, ვიცოდეთ, რა განსაკუთრებული დამსახურებისთვის ხდება, თუ ასეთი რამ ხდება, საპროცესო შეთახმების გაფორმება ადამიანებთან, ვისზეც გუშინ ითქვა, რომ ძალიან მაღალ საფრთეს წარმოადგენენ საზოგადოებისთვის და დღეს არ ვიცით, ეს საფრთხე როგორ არის ნეიტრალიზებული“, - განუცხადა ჟურნალისტებს თინა ხიდაშელმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."