Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არჩილ გეგეშიძის პირველი განმარტება სკანდალად ქცეულ მის განცხადებაზე
არჩილ გეგეშიძის პირველი განმარტება სკანდალად ქცეულ მის განცხადებაზე

აშშ-ში სა­ქარ­თვე­ლოს ელ­ჩის, არ­ჩილ გე­გე­ში­ძის შე­ფა­სე­ბით, მისი გან­ცხა­დე­ბე­ბი­სად­მი ის­ტე­რი­კამ­დე მი­სუ­ლი რე­ზო­ნან­სი არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი იყო.

"რო­გორც იცით, ვრჩე­ბი თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. ის ინ­ტერპრე­ტა­ცი­ე­ბი, რაც მი­ე­ცა ზო­გა­დად მე­დი­ა­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ამ ამ­ბავ­თან და­კავ­ში­რე­ბით შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას, ჩემ­თვის იყო უც­ნა­უ­რი და მი­უ­ღე­ბე­ლი. ამის თა­ო­ბა­ზე ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბე­ბი გა­ვა­კე­თე სა­მი­ნის­ტრო­ში. ყვე­ლა არ­გუ­მენ­ტი წარ­ვუდ­გი­ნე, მათ ეს გა­ნი­ხი­ლეს და ჩათ­ვა­ლეს მი­ზან­შე­წო­ნი­ლად, რომ ეს სა­კი­თხი ამო­წუ­რუ­ლია და მეც, ჩვე­უ­ლებ­რივ ვაგ­რძე­ლებ მუ­შა­ო­ბას", - გა­ნა­ცხა­და გე­გე­ში­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რას გუ­ლის­ხმობს ინ­ტერპრე­ტა­ცი­ებ­ში, გე­გე­ში­ძის თქმით, "ზო­გა­დად, სა­კი­თხის მი­მართ გაზ­ვი­ა­დე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი და ის­ტე­რი­კამ­დე მი­სუ­ლი რე­ზო­ნან­სი იყო გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი და არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი".

"ზო­გა­დად აჟი­ო­ტა­ჟი, რაც შე­იქ­მნა ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, წე­სით არ უნდა შექ­მნი­ლი­ყო და არ უნდა მის­ცე­მო­და ასე­თი რე­ზო­ნან­სი". "ამ ეტაპ­ზე მეტს ვე­რა­ფერს ვი­ტყვი",- დას­ძი­ნა გე­გე­ში­ძემ.

ამას­თან, დიპ­ლო­მატ­მა ამ­ჯე­რად უპა­სუ­ხოდ და­ტო­ვა კი­თხვა იმის შე­სა­ხებ, მი­იჩ­ნევს თუ არა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში პრო­რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბი არი­ან.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, არ­ჩილ გე­გე­ში­ძემ, რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ, ერთ-ერთ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში, ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ და­ა­დას­ტუ­რა, რომ მმარ­თველ უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში პრო­რუ­სუ­ლად გან­წყო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, თუმ­ცა იქვე აღ­ნიშ­ნა, რომ მათი პო­ზი­ცია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას გავ­ლე­ნას ვერ ახ­დენს.

არჩილ გეგეშიძის პირველი განმარტება სკანდალად ქცეულ მის განცხადებაზე

არჩილ გეგეშიძის პირველი განმარტება სკანდალად ქცეულ მის განცხადებაზე

აშშ-ში საქართველოს ელჩის, არჩილ გეგეშიძის შეფასებით, მისი განცხადებებისადმი ისტერიკამდე მისული რეზონანსი არაადეკვატური იყო.

"როგორც იცით, ვრჩები თანამდებობაზე. ის ინტერპრეტაციები, რაც მიეცა ზოგადად მედიაში, საზოგადოებაში ამ ამბავთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას, ჩემთვის იყო უცნაური და მიუღებელი. ამის თაობაზე ახსნა-განმარტებები გავაკეთე სამინისტროში. ყველა არგუმენტი წარვუდგინე, მათ ეს განიხილეს და ჩათვალეს მიზანშეწონილად, რომ ეს საკითხი ამოწურულია და მეც, ჩვეულებრივ ვაგრძელებ მუშაობას", - განაცხადა გეგეშიძემ.

რაც შეეხება იმას, თუ რას გულისხმობს ინტერპრეტაციებში, გეგეშიძის თქმით, "ზოგადად, საკითხის მიმართ გაზვიადებული ინტერესი და ისტერიკამდე მისული რეზონანსი იყო გადაჭარბებული და არაადეკვატური".

"ზოგადად აჟიოტაჟი, რაც შეიქმნა ამ საკითხთან დაკავშირებით, წესით არ უნდა შექმნილიყო და არ უნდა მისცემოდა ასეთი რეზონანსი". "ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს ვიტყვი",- დასძინა გეგეშიძემ.

ამასთან, დიპლომატმა ამჯერად უპასუხოდ დატოვა კითხვა იმის შესახებ, მიიჩნევს თუ არა, რომ ხელისუფლებაში პრორუსული ძალები არიან.

როგორც ცნობილია, არჩილ გეგეშიძემ, რამდენიმე კვირის წინ, ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან ინტერვიუში, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ დაადასტურა, რომ მმართველ უმრავლესობაში პრორუსულად განწყობილი ადამიანები არიან, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ მათი პოზიცია გადაწყვეტილების მიღებისას გავლენას ვერ ახდენს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."