პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა განცხადებას ავრცელებს შსს პრეზიდენტის სიძის ჩხრეკის ფაქტთან დაკავშირებით
რა განცხადებას ავრცელებს შსს პრეზიდენტის სიძის ჩხრეკის ფაქტთან დაკავშირებით

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო პრე­ზი­დენ­ტის მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა, რო­მე­ლიც გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რის ჩხრე­კის ფაქტს უკავ­შირ­დე­ბა. პრე­ზი­დენ­ტმა შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა დღეს გა­ა­კე­თა.

უწყე­ბა ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ავ­რცე­ლებს გან­ცხა­დე­ბას, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გვსურს გა­ვა­კე­თოთ გან­მარ­ტე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის დღე­ვან­დელ გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით:

რამ­დე­ნი­მე დღის წინ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ მისი ოჯა­ხის წევ­რის ჩხრე­კის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და პრე­მი­ერ-მი­ნისტრს. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნუ­ლი შემ­თხვე­ვის გარ­კვე­ვა და­ა­ვა­ლა შს მი­ნისტრს. შე­სა­ბა­მი­სად, არ­სე­ბობს ვა­რა­უ­დი, რომ პრე­ზი­დენ­ტი დღე­ვან­დელ გან­ცხა­დე­ბა­ში, შე­საძ­ლოა, გუ­ლის­ხმობ­და შემ­დეგ ფაქტს, კერ­ძოდ:

შსს-ს ცენ­ტრა­ლურ კრი­მი­ნა­ლურ პო­ლი­ცი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ს 236-ე მუხ­ლის მე­ო­რე და მე­სა­მე ნა­წი­ლე­ბით (ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბა).

ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ, თბი­ლის­ში, 2016 წლის 28 ივ­ნისს გან­ხორ­ცი­ელ­და სამი პი­რის ჩხრე­კა: 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში რამ­დენ­ჯერ­მე ნა­სა­მარ­თლე­ვი თორ­ნი­კე კ.-ს, 1988 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი მი­ხე­ილ თ.-ს და 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში რამ­დენ­ჯერ­მე ნა­სა­მარ­თლე­ვი მინ­დია გ.-ს. აქე­დან, ერთ-ერთი პირი იყო პრე­ზი­დენ­ტის მე­უღ­ლის შვილ­თან არა­რე­გის­ტრი­რე­ბულ ქორ­წი­ნე­ბა­ში მყო­ფი მა­მა­კა­ცი. აღ­ნიშ­ნულ პი­რებს ჩა­უ­ტარ­დათ პი­რა­დი ჩხრე­კა, რა დრო­საც მი­ხე­ილ თ.-სა და მინ­დია გ.-ს რა­ი­მე კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ნივ­თი არ აღ­მო­აჩ­ნდათ, ხოლო თორ­ნი­კე კ. -ს პი­რა­დი ჩხრე­კი­სას ამო­ღე­ბუ­ლი იქნა ცივი ია­რა­ღი. აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა სა­სა­მარ­თლოს მიერ კა­ნო­ნი­ე­რად იქნა ცნო­ბი­ლი.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჩხრე­კა პრე­ზი­დენ­ტის სი­ძის სახ­ლში ჩა­ა­ტა­რეს?

ამა­ვე ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, ჩა­ტარ­და მინ­დია გ.-ს კუთ­ვნი­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნი­სა და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის ჩხრე­კა, რა დრო­საც რა­ი­მე კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ნივ­თი არ აღ­მოჩ­ნდა. შე­სა­ბა­მი­სად, მისი სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი, აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, არ დამ­დგა­რა.

აქვე ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნავთ, რომ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად, მო­ნა­წი­ლე პირ­თა უფ­ლე­ბე­ბის სრუ­ლი დაც­ვით და მიზ­ნად ისა­ხავ­და შე­საძ­ლო და­ნა­შა­უ­ლის გა­მოვ­ლე­ნა­სა და პრე­ვენ­ცი­ას. კა­ნო­ნის წი­ნა­შე ყვე­ლა თა­ნას­წო­რია. ამ­დე­ნად, სა­პო­ლი­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი სხვა ფორ­მით ინ­ტერპრე­ტა­ცია მი­უ­ღებ­ლად მიგ­ვაჩ­ნია" - აღ­ნიშ­ნუ­ლია შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რა განცხადებას ავრცელებს შსს პრეზიდენტის სიძის ჩხრეკის ფაქტთან დაკავშირებით

რა განცხადებას ავრცელებს შსს პრეზიდენტის სიძის ჩხრეკის ფაქტთან დაკავშირებით

შინაგან საქმეთა სამინისტრო პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომელიც გიორგი მარგველაშვილის ოჯახის წევრის ჩხრეკის ფაქტს უკავშირდება. პრეზიდენტმა შესაბამისი განცხადება დღეს გააკეთა.

უწყება ამასთან დაკავშირებით ავრცელებს განცხადებას, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს გავაკეთოთ განმარტება საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით:

რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტმა, სამართალდამცველების მიერ მისი ოჯახის წევრის ჩხრეკის ფაქტთან დაკავშირებით, ინფორმაცია მიაწოდა პრემიერ-მინისტრს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული შემთხვევის გარკვევა დაავალა შს მინისტრს. შესაბამისად, არსებობს ვარაუდი, რომ პრეზიდენტი დღევანდელ განცხადებაში, შესაძლოა, გულისხმობდა შემდეგ ფაქტს, კერძოდ:

შსს-ს ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ს 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება).

ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სამართალდამცველების მიერ, თბილისში, 2016 წლის 28 ივნისს განხორციელდა სამი პირის ჩხრეკა: 1989 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი თორნიკე კ.-ს, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მიხეილ თ.-ს და 1989 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი მინდია გ.-ს. აქედან, ერთ-ერთი პირი იყო პრეზიდენტის მეუღლის შვილთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მამაკაცი. აღნიშნულ პირებს ჩაუტარდათ პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მიხეილ თ.-სა და მინდია გ.-ს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ აღმოაჩნდათ, ხოლო თორნიკე კ. -ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა ცივი იარაღი. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება სასამართლოს მიერ კანონიერად იქნა ცნობილი.

ასევე წაიკითხეთ: სამართალდამცველებმა ჩხრეკა პრეზიდენტის სიძის სახლში ჩაატარეს?

ამავე ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ჩატარდა მინდია გ.-ს კუთვნილი ავტომანქანისა და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რა დროსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ აღმოჩნდა. შესაბამისად, მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, არ დამდგარა.

აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიება განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მონაწილე პირთა უფლებების სრული დაცვით და მიზნად ისახავდა შესაძლო დანაშაულის გამოვლენასა და პრევენციას. კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ამდენად, საპოლიციო ღონისძიების ნებისმიერი სხვა ფორმით ინტერპრეტაცია მიუღებლად მიგვაჩნია" - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ