საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მართვის მოწმობის გამოცდა რთულდება - რას ითვალისწინებს და როდიდან შევა ძალაში ცვლილებები
მართვის მოწმობის გამოცდა რთულდება - რას ითვალისწინებს და როდიდან შევა ძალაში ცვლილებები

შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის შალ­ვა ხუ­ციშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2017 წელს მარ­თვის მოწ­მო­ბის გა­მოც­დის პრაქ­ტი­კულ ნა­წილ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა და არ­სე­ბულ გა­მოც­დას რამ­დე­ნი­მე კომ­პო­ნენ­ტი და­ე­მა­ტე­ბა. ამის შე­სა­ხებ ხუ­ციშ­ვილ­მა AMBEBI.GE-სთვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ხუ­ციშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ქვე­ყა­ნას ევ­რო­კავ­ში­რის წი­ნა­შე აქვს აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც მარ­თვის მოწ­მო­ბის აღე­ბის გა­მოც­და უნდა და­იხ­ვე­წოს.

"ვფიქ­რობთ 2017 წლის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან მარ­თვის მოწ­მო­ბის პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­და უნდა შე­იც­ვა­ლოს. ახლა შსს-ს მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო ამა­ზე მუ­შა­ობს. ორი-სამი ქვეყ­ნის გა­მოც­დი­ლე­ბა ნა­ხეს, სა­დაც ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი სტან­დარ­ტი არის ამ მხრივ. ვფიქ­რობთ, პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დის პირ­ვე­ლი ეტა­პი, რაც დღეს გვაქვს დარ­ჩე­ბა და და­ე­მა­ტე­ბა უკვე პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­და რე­ა­ლურ პი­რო­ბებ­ში, ქა­ლაქ­ში", - გა­ნა­ცხა­და შალ­ვა ხუ­ციშ­ვილ­მა.

შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის თქმით, გა­მოც­დის ქა­ლა­ქის პი­რო­ბებ­ში გად­მო­ტა­ნის შემ­თხვე­ვა­ში, გარ­კვე­უ­ლი ქუ­ჩე­ბი შე­სა­ბა­მი­სი ინფრას­ტრუქ­ტუ­რით უნდა აღი­ჭურ­ვოს, რაც ძა­ლი­ან ძვი­რი პრო­ექ­ტია.

"არის კი­დევ რამ­დე­ნი­მე სხვა ალ­ტერ­ნა­ტი­ვა და ვფიქ­რობ, 2017 წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში, მაქ­სი­მუმ 2017 წლის ბო­ლოს­თვის პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­და შე­იც­ვლე­ბა. შეგ­ვიძ­ლია პირ­და­პირ ვთქვათ, რომ მარ­თვის მოწ­მო­ბის გა­მოც­დის პრაქ­ტი­კუ­ლი ნა­წი­ლი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გარ­თულ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და შალ­ვა ხუ­ციშ­ვილ­მა.

წა­ი­კი­თხეთ ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს­თან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

მართვის მოწმობის გამოცდა რთულდება - რას ითვალისწინებს და როდიდან შევა ძალაში ცვლილებები

მართვის მოწმობის გამოცდა რთულდება - რას ითვალისწინებს და როდიდან შევა ძალაში ცვლილებები

შს მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, 2017 წელს მართვის მოწმობის გამოცდის პრაქტიკულ ნაწილში ცვლილებები განხორციელდება და არსებულ გამოცდას რამდენიმე კომპონენტი დაემატება. ამის შესახებ ხუციშვილმა AMBEBI.GE-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ხუციშვილმა აღნიშნა, ქვეყანას ევროკავშირის წინაშე აქვს აღებული ვალდებულება, რომლის თანახმადაც მართვის მოწმობის აღების გამოცდა უნდა დაიხვეწოს.

"ვფიქრობთ 2017 წლის მეორე ნახევრიდან მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა უნდა შეიცვალოს. ახლა შსს-ს მომსახურების სააგენტო ამაზე მუშაობს. ორი-სამი ქვეყნის გამოცდილება ნახეს, სადაც ყველაზე მაღალი სტანდარტი არის ამ მხრივ. ვფიქრობთ, პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი, რაც დღეს გვაქვს დარჩება და დაემატება უკვე პრაქტიკული გამოცდა რეალურ პირობებში, ქალაქში", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

შს მინისტრის მოადგილის თქმით, გამოცდის ქალაქის პირობებში გადმოტანის შემთხვევაში, გარკვეული ქუჩები შესაბამისი ინფრასტრუქტურით უნდა აღიჭურვოს, რაც ძალიან ძვირი პროექტია.

"არის კიდევ რამდენიმე სხვა ალტერნატივა და ვფიქრობ, 2017 წლის მეორე ნახევარში, მაქსიმუმ 2017 წლის ბოლოსთვის პრაქტიკული გამოცდა შეიცვლება. შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ მართვის მოწმობის გამოცდის პრაქტიკული ნაწილი მნიშვნელოვნად გართულდება", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

წაიკითხეთ ვრცელი ინტერვიუ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ