პოლიტიკა

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:58-ზე, მთვარე ლომშია – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი ბალახებისგან დამზადებული მცენარეული ჩაი.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რკინიგზის სადგურებში ტურისტებს ახალი სერვისი დახვდებათ
რკინიგზის სადგურებში ტურისტებს ახალი სერვისი დახვდებათ

რკი­ნიგ­ზის სად­გუ­რებ­ში ტუ­რის­ტებს ახა­ლი სერ­ვი­სი ხვდე­ბა, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" აჭა­რის მთავ­რო­ბის ტუ­რიზ­მი­სა და კუ­რორ­ტე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი­დან აც­ნო­ბეს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი მა­ტა­რებ­ლის პირ­ველ მგზავ­რებს ბა­თუ­მის რკი­ნიგ­ზის სად­გურ­ში მო­ბი­ლუ­რი ტუ­რის­ტუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი დახ­ვდნენ.

მო­ბი­ლუ­რი ტუ­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის სერ­ვი­სი ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტომ ბა­თუ­მი­სა და ქო­ბუ­ლე­თის რკი­ნიგ­ზის სად­გუ­რებს ტუ­რის­ტე­ბის­თვის მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბის მიზ­ნით დღე­ი­დან და­ა­მა­ტა.

ცენ­ტრის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მუ­შა­ო­ბას ბა­თუ­მის რკი­ნიგ­ზის სად­გურ­ში აჭა­რის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რე ზუ­რაბ პა­ტა­რა­ძე და აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე მა­მუ­კა ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი გა­ეც­ნენ. ისი­ნი სად­გურ­ში ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე ტი­პის მა­ტა­რებ­ლის პირ­ველ მგზა­რებ­საც შეხ­ვდნენ, რომ­ლებ­საც ტუ­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა რე­გი­ო­ნის ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია და სა­ინ­ფორ­მა­ციო მა­სა­ლე­ბი მი­ა­წო­დეს.

"დღე­ი­დან ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი მა­ტა­რე­ბე­ლი ბა­თუ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით რე­ი­სებს ყო­ველ­დღი­უ­რად, დღე­ში ორ­ჯერ შე­ას­რუ­ლებს. ერთჯე­რა­დად ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი მა­ტა­რებ­ლით 400-მდე მგზავ­რის გა­დაყ­ვა­ნაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. მათ აგ­ვის­ტოს პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში ბა­თუ­მის რკი­ნიგ­ზის სად­გურ­ში უკვე ტუ­რის­ტუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი დახ­ვდე­ბათ, სა­დაც ტუ­რის­ტებს რე­გი­ო­ნის შე­სა­ხებ ამომ­წუ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და სა­ინ­ფორ­მა­ციო მა­სა­ლე­ბის მი­ღე­ბა შე­ეძ­ლე­ბათ. აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს აჭა­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სულ 8 ტუ­რის­ტუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი აქვს. სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სერ­ვი­სია ტუ­რის­ტუ­ლად აქ­ტი­უ­რი ქა­ლა­ქის­თვის, რა­საც ცენ­ტრებ­ში ვი­ზი­ტორ­თა მზარ­დი რა­ო­დე­ნო­ბაც მი­უ­თი­თებს. 2016 წლის პირ­ვე­ლი ორი კვარტლის მო­ნა­ცე­მე­ბით (იან­ვარ-ივ­ნი­სი) ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრებს 21 518 ვი­ზი­ტო­რი სტუმ­რობ­და, რაც გა­სუ­ლი წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით 73,35 %-იან ზრდას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ცენ­ტრებ­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს ცხე­ლი ხაზი 577 90 90 93 (91), რო­მელ­ზე­დაც ტუ­რიზ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით ნე­ბის­მი­ე­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი", - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

რკინიგზის სადგურებში ტურისტებს ახალი სერვისი დახვდებათ

რკინიგზის სადგურებში ტურისტებს ახალი სერვისი დახვდებათ

რკინიგზის სადგურებში ტურისტებს ახალი სერვისი ხვდება, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” აჭარის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ორსართულიანი მატარებლის პირველ მგზავრებს ბათუმის რკინიგზის სადგურში მობილური ტურისტული საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლები დახვდნენ.

მობილური ტურისტული ცენტრის სერვისი ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ბათუმისა და ქობულეთის რკინიგზის სადგურებს ტურისტებისთვის მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით დღეიდან დაამატა.

ცენტრის თანამშრომლების მუშაობას ბათუმის რკინიგზის სადგურში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილი გაეცნენ. ისინი სადგურში ულტრათანამედროვე ტიპის მატარებლის პირველ მგზარებსაც შეხვდნენ, რომლებსაც ტურისტული ცენტრის თანამშრომლებმა რეგიონის ტურისტული პროდუქტების შესახებ ინფორმაცია და საინფორმაციო მასალები მიაწოდეს.

”დღეიდან ორსართულიანი მატარებელი ბათუმის მიმართულებით რეისებს ყოველდღიურად, დღეში ორჯერ შეასრულებს. ერთჯერადად ორსართულიანი მატარებლით 400-მდე მგზავრის გადაყვანაა შესაძლებელი. მათ აგვისტოს პირველ ნახევარში ბათუმის რკინიგზის სადგურში უკვე ტურისტული საინფორმაციო ცენტრი დახვდებათ, სადაც ტურისტებს რეგიონის შესახებ ამომწურავი ინფორმაციისა და საინფორმაციო მასალების მიღება შეეძლებათ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს აჭარის ტერიტორიაზე სულ 8 ტურისტული საინფორმაციო ცენტრი აქვს. საინფორმაციო ცენტრების მომსახურება მნიშვნელოვანი სერვისია ტურისტულად აქტიური ქალაქისთვის, რასაც ცენტრებში ვიზიტორთა მზარდი რაოდენობაც მიუთითებს. 2016 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემებით (იანვარ-ივნისი) ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს საინფორმაციო ცენტრებს 21 518 ვიზიტორი სტუმრობდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 73,35 %-იან ზრდას ითვალისწინებს. ცენტრებში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი 577 90 90 93 (91), რომელზედაც ტურიზმის მიმართულებით ნებისმიერი ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი