საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თუ სამსახურს ეძებთ, ეს უნდა წაიკითხოთ - ნუ ენდობით გაურკვეველი წარმომავლობის ვაკანსიებს!
 თუ სამსახურს ეძებთ, ეს უნდა წაიკითხოთ - ნუ ენდობით გაურკვეველი წარმომავლობის ვაკანსიებს!

სტა­ტის­ტი­კას თუ ვენ­დო­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში უმუ­შე­ვარ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 2015 წელს 12%-ს შე­ად­გენ­და.

საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დგო­მი სა­ქარ­თვე­ლოს "ბნე­ლი წლე­ბი" შე­სა­ნიშ­ნავ სათ­ბუ­რად იქცა მრა­ვა­ლი თაღ­ლი­თი­სა და აფე­რის­ტი­სათ­ვის. იმ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც სამ­სა­ხუ­რი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი ლამ­ფით სა­ძე­ბა­რი იყო, და­ი­ბად­ნენ კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ვა­კან­სი­ას ვა­კან­სი­ა­ზე აცხობ­დნენ. სა­სო­წარ­კვე­თი­ლი და მში­ე­რი მო­სახ­ლე­ო­ბა კი მშვე­ნი­ე­რი სა­მიზ­ნე გახ­ლდათ სხვა­დას­ხვა "ქსე­ლუ­რი მარ­კე­ტინ­გი­სა" თუ "ოფი­სე­ბის­თვის". მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის დრო დიდი ხნის წინ გა­ვი­ა­რეთ, აღ­ნიშ­ნუ­ლი "კომ­პა­ნი­ე­ბი" კვლა­ვაც ცო­ცხლო­ბენ და წარ­მა­ტე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბენ.

"ვე­ძებთ თა­ნამ­შრომ­ლებს ოფის­ში სა­მუ­შა­ოდ"; "კომ­პა­ნი­ას ესა­ჭი­რო­ე­ბა კად­რე­ბი, ასა­კი 16-დან პლი­უს უსას­რუ­ლო­ბამ­დე", "გვე­სა­ჭი­რო­ე­ბა თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ოფის­ში სა­მუ­შა­ოდ - ხელ­ფა­სი 450-700 ლარი პლი­უს ბო­ნუ­სე­ბი"... მსგავ­სი ტი­პის გან­ცხა­დე­ბე­ბი მრავ­ლა­დაა რო­გორც ინ­ტერ­ნეტ­ში, ისე კორ­პუ­სის სა­დარ­ბა­ზო­ებ­ში, თით­ქმის ყო­ვე­ლი მო­სახ­ლის ცხვირ­წინ. ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია, შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობს კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლებ­საც ძა­ლი­ან უჭირთ სა­ქარ­თვე­ლო­ში უმუ­შე­ვა­რი ადა­მი­ა­ნის პოვ­ნა. თუმ­ცა, ეს ყო­ვე­ლი­ვე ისე­თი ვარ­დის­ფე­რი არაა, რო­გორც რი­გით გა­მო­უც­დელ ობი­ვა­ტელს შე­იძ­ლე­ბა ეგო­ნოს.

ასე­თი "ოფი­სე­ბი" ძი­რი­თა­დად კორ­პუ­სის ბი­ნებ­შია მო­წყო­ბი­ლი. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი­დან მრა­ვა­ლი მსურ­ვე­ლის ზარი შეს­დით, შე­სა­ბა­მი­სად და­საქ­მე­ბის მსურ­ველ­თა დიდი რი­გე­ბი უდ­გათ კარ­თან. იქ ყვე­ლა ტი­პის ადა­მი­ანს შეხ­ვდე­ბით: ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ­ლე­ბიც ორი დიპ­ლო­მი­სა და 10 წლი­ა­ნი სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბის არ­ქო­ნის გამო დიდი მონ­დო­მე­ბით ეჭი­დე­ბი­ან ყო­ველ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რად­გან ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ალ­ტერ­ნა­ტი­ვა მხო­ლოდ რო­მე­ლი­მე დიდ სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის ქსელ­ში 270 ლა­რად მო­ნუ­რი მუ­შა­ო­ბაა; ასა­კო­ვა­ნი ხალ­ხი, რომ­ლე­ბიც ოდეს­ღაც "ჩა­რე­ცხეს" და არა­სა­სურ­ველ კად­რე­ბად მი­იჩ­ნი­ეს, უი­მე­დო­ე­ბი, რის­კი­ა­ნე­ბი და ა. შ. ზოგ­ჯერ რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი ელო­დე­ბა "გა­სა­უბ­რე­ბას", თუმ­ცა სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტია, რომ ზოგს გან­ცხა­დე­ბის სხვა ვა­რი­ან­ტი აქვს ხოლ­მე წა­კი­თხუ­ლი. მე­ნე­ჯე­რის, ოფის­ში დამ­ხმა­რის, ფი­ნან­სის­ტის და სხვა ბევ­რი რა­მის ვა­კან­სი­ა­ზე მი­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ბო­ლო­ოდ ერთ გა­ქუ­ცულ კარ­თან იკ­რი­ბე­ბი­ან გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

თუ სამსახურს ეძებთ, ეს უნდა წაიკითხოთ - ნუ ენდობით გაურკვეველი წარმომავლობის ვაკანსიებს!

 თუ სამსახურს ეძებთ, ეს უნდა წაიკითხოთ - ნუ ენდობით გაურკვეველი წარმომავლობის ვაკანსიებს!

სტატისტიკას თუ ვენდობით, საქართველოში უმუშევართა რაოდენობა 2015 წელს 12%-ს შეადგენდა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომი საქართველოს "ბნელი წლები" შესანიშნავ სათბურად იქცა მრავალი თაღლითისა და აფერისტისათვის. იმ პერიოდში, როდესაც სამსახურიანი ადამიანი ლამფით საძებარი იყო, დაიბადნენ კომპანიები, რომლებიც ვაკანსიას ვაკანსიაზე აცხობდნენ. სასოწარკვეთილი და მშიერი მოსახლეობა კი მშვენიერი სამიზნე გახლდათ სხვადასხვა "ქსელური მარკეტინგისა" თუ "ოფისებისთვის". მიუხედავად იმისა, რომ ის დრო დიდი ხნის წინ გავიარეთ, აღნიშნული "კომპანიები" კვლავაც ცოცხლობენ და წარმატებით საქმიანობენ.

"ვეძებთ თანამშრომლებს ოფისში სამუშაოდ"; "კომპანიას ესაჭიროება კადრები, ასაკი 16-დან პლიუს უსასრულობამდე", "გვესაჭიროება თანამშრომლები ოფისში სამუშაოდ - ხელფასი 450-700 ლარი პლიუს ბონუსები"... მსგავსი ტიპის განცხადებები მრავლადაა როგორც ინტერნეტში, ისე კორპუსის სადარბაზოებში, თითქმის ყოველი მოსახლის ცხვირწინ. ყველაფერი შესაძლებელია, შეიძლება არსებობს კომპანიები, რომლებსაც ძალიან უჭირთ საქართველოში უმუშევარი ადამიანის პოვნა. თუმცა, ეს ყოველივე ისეთი ვარდისფერი არაა, როგორც რიგით გამოუცდელ ობივატელს შეიძლება ეგონოს.

ასეთი "ოფისები" ძირითადად კორპუსის ბინებშია მოწყობილი. გავრცელებული განცხადებებიდან მრავალი მსურველის ზარი შესდით, შესაბამისად დასაქმების მსურველთა დიდი რიგები უდგათ კართან. იქ ყველა ტიპის ადამიანს შეხვდებით: ახალგაზრდები, რომლებიც ორი დიპლომისა და 10 წლიანი სამუშაო გამოცდილების არქონის გამო დიდი მონდომებით ეჭიდებიან ყოველ შესაძლებლობას, რადგან ხშირ შემთხვევაში ალტერნატივა მხოლოდ რომელიმე დიდ სუპერმარკეტების ქსელში 270 ლარად მონური მუშაობაა; ასაკოვანი ხალხი, რომლებიც ოდესღაც "ჩარეცხეს" და არასასურველ კადრებად მიიჩნიეს, უიმედოები, რისკიანები და ა. შ. ზოგჯერ რამდენიმე ათეული ადამიანი ელოდება "გასაუბრებას", თუმცა საინტერესო ფაქტია, რომ ზოგს განცხადების სხვა ვარიანტი აქვს ხოლმე წაკითხული. მენეჯერის, ოფისში დამხმარის, ფინანსისტის და სხვა ბევრი რამის ვაკანსიაზე მისული ადამიანები საბოლოოდ ერთ გაქუცულ კართან იკრიბებიან   განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი