პროექტი "სილამაზის ეთნიკური ფესვები" (Les origines de la beauté) მსოფლიოს ქალთა სილამაზის ეთნიკურ მრავალფეროვნებას ასახავს. ორგანიზატორები ეძებენ ეთნოსის სახასიათო წარმომადგენლებს, მინიმუმ სამი თაობის სუფთა სისხლით, სახის სწორი ნაკვთებით და ბუნებრივი სილამაზით. დღეისათვის პროექტში 50-ზე მეტი ეროვნების ლამაზმანმა მიიღო მონაწილეობა.
წარმოდგენილ ფოტოებში ქართველი გოგონაც მოხვდა. ის მოდელი ქრისტინე ძიძიგური-დე ბაგრატიონი გახლავთ, რომელიც ერეკლე მეორის შთამომავალზე, ესპანეთში მცხოვრებ იოანე ბაგრატიონზეა დაქორწინებული.
მომზადებულია AdMe.ru-ს მიხედვით