საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიცანით ქართველი გოგონა, რომელიც გაერო-ს საქართველოს ახალგაზრდობის პრობლემებს გააცნობს
გაიცანით ქართველი გოგონა, რომელიც გაერო-ს საქართველოს ახალგაზრდობის პრობლემებს გააცნობს

გა­ე­რო­ში სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდო­ბას სა­კუ­თა­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ჰყავს. ის ცოტა ხნის წინ 24 წლის თა­თია დო­ლი­ძე გახ­და. ახალ­გაზ­რდა დიპ­ლო­მა­ტი ქარ­თვე­ლი თა­ნა­ტო­ლე­ბის პრობ­ლე­მებს გა­ე­როს გე­ნე­რა­ლურ ასამ­ბლე­ას 2016-2017 წლებ­ში გა­აც­ნობს.

იხი­ლეთ თა­თია დო­ლი­ძის გა­მოს­ვლა გა­ე­რო­ში

სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა წარ­მო­მად­გე­ნელს გა­ე­რო­ში საკ­მა­ოდ მრა­ვალ­მხრი­ვი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს შე­ძე­ნი­ლი. ჰო­ლან­დი­ა­ში, მა­ას­ტრიხ­ტის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში წარ­ჩი­ნე­ბით და­ე­უფ­ლა მა­გის­ტრის ხა­რისხს. ამ­ჟა­მად კი, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­თან არ­სე­ბუ­ლი ევ­რო­პუ­ლი სწავ­ლე­ბის ინ­სტი­ტუ­ტში სა­დოქ­ტო­როს კან­დი­და­ტია და დი­სერ­ტა­ცი­ის დაც­ვის­თვის ემ­ზა­დე­ბა. მა­ნამ­დე ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში სტა­ჟი­ო­რად, ბრი­უ­სე­ლის წამ­ყვან კვლე­ვით ცენ­ტრში (CEPS) კვლე­ვით ასის­ტენ­ტად და ჩე­ხეთ­ში მა­სა­რი­კის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში პრო­ფე­სო­რის ასის­ტენ­ტად მუ­შა­ობ­და.

ფლობს ინ­გლი­სურ, ფრან­გულ, იტა­ლი­ურ და ეს­პა­ნურ ენებს. არის რამ­დე­ნი­მე პუბ­ლი­კა­ცი­ი­სა და კვლე­ვი­თი ნაშ­რო­მის ავ­ტო­რი. თა­თია მისი საქ­მი­ა­ნო­ბა­სა და სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს ესა­უბ­რა.

- კონ­კურ­სის შე­სა­ხებ მოგ­ვი­ყე­ვით, პირ­ვე­ლად მი­ი­ღეთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ამ პრო­ექ­ტში?

- ახალ­გაზ­რდო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის პროგ­რა­მა, გა­ე­რო-ს ერთ-ერთ წარ­მა­ტე­ბულ ინი­ცი­ა­ტი­ვად მი­იჩ­ნე­ვა, ამ პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ რამ­დე­ნი­მე წე­ლია ვიცი და სი­მარ­თლე გი­თხრათ, სულ მქონ­და ინ­ტე­რე­სი, უბ­რა­ლოდ, ვი­ყა­ვი სა­ზღვარ­გა­რეთ სწავ­ლი­თა და მუ­შა­ო­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი. ამი­ტომ არ მქონ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ მსგავ­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ამე­ღო. წელს პირ­ვე­ლად მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. კონ­კურ­სი სამ ეტა­პად გა­ი­მარ­თა. პირ­ველ ეტაპ­ზე წარ­ვად­გი­ნეთ ესსე თე­მა­ზე - გა­ე­როს მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნე­ბი, სიძ­ნე­ლე­ე­ბი და პო­ტენ­ცი­ა­ლი. მე­ო­რე ეტაპ­ზე სა­ზღვარ­გა­რეთ ვიმ­ყო­ფე­ბო­დი, რის გა­მოც ინ­ტერ­ვიუ სკა­ი­პის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ვი­ა­რე. მე­სა­მე ეტა­პი იყო სი­ტყვით გა­მოს­ვლა, რის­თვი­საც ჩა­მოვფრინ­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში.

- რამ­დე­ნი კონ­კურ­სან­ტი მო­ნა­წი­ლე­ობ­და პრო­ექ­ტში და რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით კონ­კუ­რენ­ტებს?

- მე­ო­რე ტურ­ში 28 კონ­კურ­სან­ტი იყო, მათ­გან მე­სა­მე ეტა­პის­თვის 15 ახალ­გაზ­რდა შე­ირ­ჩა. ასა­კი გან­სა­ზღვრუ­ლი იყო 18-დან 25 წლამ­დე. ასა­კით სხვა­ო­ბა, რა თქმა უნდა, იგ­რძნო­ბო­და. კონ­კურ­სან­ტებს შო­რის იყ­ვნენ ისე­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც უკვე მე­ო­რედ ან მე­სა­მედ იღებ­დნენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

- მან­და­ტის შე­სა­ხებ მოგ­ვი­ყე­ვით, რო­გო­რია თქვენს საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გეგ­მე­ბი?

- მან­და­ტი ერ­თწ­ლი­ა­ნია. რე­ა­ლუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა რე­გი­ო­ნა­ლუ­რი ტუ­რით იწყე­ბა. გა­ე­როს ახალ­გაზ­რდო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი უნდა ეწ­ვი­ოს ყვე­ლა რე­გი­ონს, შეხ­ვდეს ახალ­გაზ­რდებს გა­ეც­ნოს მათ პრობ­ლე­მებს. სა­ინ­ფორ­მა­ციო შეხ­ვედ­რე­ბი აგ­ვის­ტოს მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან და­ი­წყე­ბა და სექ­ტემ­ბრის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში დას­რულ­დე­ბა. შემ­დეგ მი­ღე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რდო­ბით, მომ­ზად­დე­ბა სი­ტყვა და ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის პრობ­ლე­მე­ბი აი­სა­ხე­ბა იმ სი­ტყვა­ში, რომ­ლი­თაც სექ­ტემ­ბერ­ში მე წავრსდგე­ბი გა­ე­როს გე­ნე­რა­ლურ ასამ­ბლე­ა­ზე, ნიუ-იორკში. ასე­ვე მთე­ლი წლის მან­ძილ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტი. შემ­დეგ ხდე­ბა ან­გა­რი­შის წარ­დგე­ნა. თე­ბერ­ვალ­ში კი იგეგ­მე­ბა ნიუ-იორკში მე­ო­რე ვი­ზი­ტი. პრო­ექ­ტე­ბი და ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა.

- თქვე­ნი აზ­რით, რა არის სა­ქარ­თვე­ლო­ში ახალ­გაზ­რდე­ბის მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა?

- მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა დღეს ახალ­გაზ­რდო­ბი­სათ­ვის გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა და და­საქ­მე­ბაა. ვფიქ­რობ, პრობ­ლე­მებს შო­რის გან­სხვა­ვე­ბე­ბი იქ­ნე­ბა, რად­გან მა­ღალ­თმთი­ან რე­გი­ონ­ში მცხოვ­რებ ახალ­გაზ­რდებს სხვა რამ აწუ­ხებთ, დე­და­ქა­ლაქ­ში კი სხვა.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა ხში­რად საკ­მა­რი­სი არაა სამ­სა­ხუ­რის და­სა­წყე­ბად, რა­ტომ ვერ ახერ­ხე­ბენ ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი რე­ა­ლი­ზე­ბას და რა პრობ­ლე­მას ხე­დავთ გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი პრაქ­ტი­კულ გა­მოც­დი­ლე­ბას არ აძ­ლე­ვენ სტუ­დენ­ტებს. ძი­რი­თა­დად, ჩვენ­თან თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნის მი­ღე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, რაც და­საქ­მე­ბის­თვის არა­საკ­მა­რი­სია. სა­ჭი­როა მეტი ანა­ლი­ტი­კა, კვლე­ვა. ერ­თა­დერთ ნაშ­რომს სტუ­დენ­ტი უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბი­სას - სა­ბა­კა­ლავ­როს ამ­ზა­დებს. ეს არაა სწო­რი მიდ­გო­მა. ევ­რო­პუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა კი ძი­რი­თა­დად პრაქ­ტი­კა­სა და ანა­ლი­ტი­კა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. ასე­ვე პრობ­ლე­მად რჩე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში სტუ­დენ­ტსა და ლექ­ტორს შო­რის იერ­არ­ქი­უ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა.

- რო­გო­რია თქვე­ნი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი, სა­ზღვარ­გა­რეთ მრა­ვალ­წლი­ა­ნი სწავ­ლი­სა და მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას თუ აპი­რებთ?

- ჩემი მთა­ვა­რი სა­მო­მავ­ლო გეგ­მა დი­სერ­ტა­ცი­ის დაც­ვა და პრო­ფე­სო­რის ხა­რის­ხის მო­პო­ვე­ბაა. სა­ქარ­თვე­ლო­ში დარ­ჩე­ნას და ცხოვ­რე­ბას ვა­პი­რებ. თუმ­ცა, ისე­თი პრო­ფე­სია მაქვს, რომ დრო­დად­რო სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში მუ­შა­ო­ბა მო­მი­წევს.

ქრის­ტი­ნე გამ­თე­ნა­ძე

AMBEBI.GE

Meet Georgia’s 24-year-old Youth Delegate to the UN

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

გაიცანით ქართველი გოგონა, რომელიც გაერო-ს საქართველოს ახალგაზრდობის პრობლემებს გააცნობს

გაიცანით ქართველი გოგონა, რომელიც გაერო-ს საქართველოს ახალგაზრდობის პრობლემებს გააცნობს

გაეროში საქართველოს ახალგაზრდობას საკუთარი წარმომადგენელი ჰყავს. ის ცოტა ხნის წინ 24 წლის თათია დოლიძე გახდა. ახალგაზრდა დიპლომატი ქართველი თანატოლების პრობლემებს გაეროს გენერალურ ასამბლეას 2016-2017 წლებში გააცნობს.

იხილეთ თათია დოლიძის გამოსვლა გაეროში

საქართველოს ახალგაზრდა წარმომადგენელს გაეროში საკმაოდ მრავალმხრივი ცოდნა და გამოცდილება აქვს შეძენილი. ჰოლანდიაში, მაასტრიხტის უნივერსიტეტში წარჩინებით დაეუფლა მაგისტრის ხარისხს. ამჟამად კი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ევროპული სწავლების ინსტიტუტში სადოქტოროს კანდიდატია და დისერტაციის დაცვისთვის ემზადება. მანამდე ევროპარლამენტში სტაჟიორად, ბრიუსელის წამყვან კვლევით ცენტრში (CEPS) კვლევით ასისტენტად და ჩეხეთში მასარიკის უნივერსიტეტში პროფესორის ასისტენტად მუშაობდა.

ფლობს ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ და ესპანურ ენებს. არის რამდენიმე პუბლიკაციისა და კვლევითი ნაშრომის ავტორი. თათია მისი საქმიანობასა და სამომავლო გეგმების შესახებ AMBEBI.GE-ს ესაუბრა.

- კონკურსის შესახებ მოგვიყევით, პირველად მიიღეთ მონაწილეობა ამ პროექტში?

- ახალგაზრდობის წარმომადგენლების პროგრამა, გაერო-ს ერთ-ერთ წარმატებულ ინიციატივად მიიჩნევა, ამ პროექტის შესახებ რამდენიმე წელია ვიცი და სიმართლე გითხრათ, სულ მქონდა ინტერესი, უბრალოდ, ვიყავი საზღვარგარეთ სწავლითა და მუშაობით დაკავებული. ამიტომ არ მქონდა შესაძლებლობა, რომ მსგავსი პასუხისმგებლობა ამეღო. წელს პირველად მივიღე მონაწილეობა. კონკურსი სამ ეტაპად გაიმართა. პირველ ეტაპზე წარვადგინეთ ესსე თემაზე - გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები, სიძნელეები და პოტენციალი. მეორე ეტაპზე საზღვარგარეთ ვიმყოფებოდი, რის გამოც ინტერვიუ სკაიპის საშუალებით გავიარე. მესამე ეტაპი იყო სიტყვით გამოსვლა, რისთვისაც ჩამოვფრინდი საქართველოში.

- რამდენი კონკურსანტი მონაწილეობდა პროექტში და როგორ შეაფასებდით კონკურენტებს?

- მეორე ტურში 28 კონკურსანტი იყო, მათგან მესამე ეტაპისთვის 15 ახალგაზრდა შეირჩა. ასაკი განსაზღვრული იყო 18-დან 25 წლამდე. ასაკით სხვაობა, რა თქმა უნდა, იგრძნობოდა. კონკურსანტებს შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც უკვე მეორედ ან მესამედ იღებდნენ მონაწილეობას.

- მანდატის შესახებ მოგვიყევით, როგორია თქვენს საქმიანობასთან დაკავშირებული გეგმები?

- მანდატი ერთწლიანია. რეალური საქმიანობა რეგიონალური ტურით იწყება. გაეროს ახალგაზრდობის წარმომადგენელი უნდა ეწვიოს ყველა რეგიონს, შეხვდეს ახალგაზრდებს გაეცნოს მათ პრობლემებს. საინფორმაციო შეხვედრები აგვისტოს მეორე ნახევრიდან დაიწყება და სექტემბრის პირველ ნახევარში დასრულდება. შემდეგ მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდობით, მომზადდება სიტყვა და ქართველი ახალგაზრდების პრობლემები აისახება იმ სიტყვაში, რომლითაც სექტემბერში მე წავრსდგები გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, ნიუ-იორკში. ასევე მთელი წლის მანძილზე განხორციელდება სხვადასხვა პროექტი. შემდეგ ხდება ანგარიშის წარდგენა. თებერვალში კი იგეგმება ნიუ-იორკში მეორე ვიზიტი. პროექტები და ღონისძიებები მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

- თქვენი აზრით, რა არის საქართველოში ახალგაზრდების მთავარი პრობლემა?

- მთავარი პრობლემა დღეს ახალგაზრდობისათვის განათლების ხელმისაწვდომობა და დასაქმებაა. ვფიქრობ, პრობლემებს შორის განსხვავებები იქნება, რადგან მაღალთმთიან რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს სხვა რამ აწუხებთ, დედაქალაქში კი სხვა.

- საქართველოში მიღებული განათლება ხშირად საკმარისი არაა სამსახურის დასაწყებად, რატომ ვერ ახერხებენ ქართველი ახალგაზრდები რეალიზებას და რა პრობლემას ხედავთ განათლების სფეროში?

- საქართველოში უნივერსიტეტები პრაქტიკულ გამოცდილებას არ აძლევენ სტუდენტებს. ძირითადად, ჩვენთან თეორიული ცოდნის მიღებაა შესაძლებელი, რაც დასაქმებისთვის არასაკმარისია. საჭიროა მეტი ანალიტიკა, კვლევა. ერთადერთ ნაშრომს სტუდენტი უნივერსიტეტის დამთავრებისას - საბაკალავროს ამზადებს. ეს არაა სწორი მიდგომა. ევროპული განათლება კი ძირითადად პრაქტიკასა და ანალიტიკაზეა ორიენტირებული. ასევე პრობლემად რჩება საქართველოში სტუდენტსა და ლექტორს შორის იერარქიული დამოკიდებულება.

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები, საზღვარგარეთ მრავალწლიანი სწავლისა და მუშაობის შემდეგ, საქართველოში დაბრუნებას თუ აპირებთ?

- ჩემი მთავარი სამომავლო გეგმა დისერტაციის დაცვა და პროფესორის ხარისხის მოპოვებაა. საქართველოში დარჩენას და ცხოვრებას ვაპირებ. თუმცა, ისეთი პროფესია მაქვს, რომ დროდადრო სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობა მომიწევს.

ქრისტინე გამთენაძე

AMBEBI.GE

Meet Georgia’s 24-year-old Youth Delegate to the UN

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი