პარტნიორები:

    ავარია რუსთაველზე: შეჯახების შედეგად "მარშრუტკა" ამობრუნდა

    ავარია რუსთაველზე: შეჯახების შედეგად "მარშრუტკა" ამობრუნდა

    დაახლოებით ერთი საათის წინ, რუსთაველის გამზირზე ავარია მოხდა. არსებული ინფორმაცით, ერთმანეთს დიდი სისწრაფით მოძრავი ტაქსი და სამგზავრო მიკროავტობუსი შეეჯახა.

    ერთ-ერთი თვითმხილველის, ვახო ბერძენიშვილის ინფორმაციით, ყველა მგზავრი უვნებლად გადარჩა. თვითმხილველი შემთხვევის ადგილიდან კადრებსაც ავრცელებს.

    ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სამაშველო სამსახურები. მაშველებმა "მარშრუტკის" მგზავრები ფანჯრებიდან ამოიყვანეს.

    შსს-ს ინფორმაციით, საავადმყოფოში ერთი მგზავრია გადაყვანილი მსუბუქი დაზიანებით. საქმე 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტით მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

    ფოტო ფეისბუქიდან: ავტორი Emilio Castello

    ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

    დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

    ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია