ესპანეთის ინტერპოლმა, თბილისის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი, საქართველოს მოქალაქე, 1980 წელს დაბადებული არჩილ გ. ქალაქ მადრიდში დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, არჩილ გ.-ს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "თ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დაკავებული საქართველოშია ექსტრადირებული.