პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ შექმნა ოლიმპიელების სამოსის დიზაინი, რომელმაც საზოგადოება აალაპარაკა
ვინ შექმნა ოლიმპიელების სამოსის დიზაინი, რომელმაც საზოგადოება აალაპარაკა

ზა­ფხუ­ლის XXXI ოლიმ­პი­ა­და­ზე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით მო­ას­პა­რე­ზე სპორ­ტსმე­ნებს გა­ცი­ლე­ბის ცე­რე­მო­ნია მო­უ­წყვეს, რო­მელ­ზეც ოლიმ­პი­ე­ლე­ბი გან­სხვა­ვე­ბულ, არას­პორ­ტულ სა­მოს­ში გა­მო­ცხად­დნენ. მათი ხილ­ვის შემ­დეგ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დიდი აჟი­ო­ტა­ჟი, ხმა­უ­რი ატყდა, ვი­ნა­ი­დან სპორ­ტსმე­ნე­ბის სა­მოს­მა ცო­ტა­თი და­აბ­ნია ადა­მი­ა­ნე­ბი, მი­იჩ­ნი­ეს, რომ ის ქარ­თუ­ლი არ არის.

ნა­ხეთ ვი­დეო| რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ქარ­თვე­ლი ოლიმ­პი­ე­ლე­ბის სა­მო­სი, რომ­ლის გა­მოც "ფე­ის­ბუქ­ზე" დიდი აჟი­ო­ტა­ჟი და ხმა­უ­რი ატყდა

სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი მო­იც­ვა ოლიმ­პი­ე­ლე­ბის სა­მო­სის ფო­ტო­ებ­მა და კრი­ტი­კულ­მა კო­მენ­ტა­რებ­მა:

"ქი­სე­ბი რად უნ­დათ? მედ­ლე­ბის ჩა­სა­წყო­ბად?"; "ამ სა­მოს­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა რო­მელ­მა დაჯ­გუ­ფე­ბამ აიღო?"; "კა­ცე­ბი ჩი­ნუ­რი რეს­ტორ­ნის მზა­რე­უ­ლებს და ქა­ლე­ბი ტა­ჯიკ მომ­ღე­რალ­თა გუნდს გვა­ნან!!"; "ფა­ფა­ნა­კე­ბი, ქი­სე­ბი, ყა­რა­ჩო­ღე­ლე­ბი. გულთგონ­თხარ­თა?"; "ოლიმ­პი­ა­დაა, თუ "ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბის ბანი"?; ""ზეზ­ვას და მზი­ას ზმა­ნი შე­გე­კე­რათ, იაფი დაჯ­დე­ბო­და"; "სხვა ქვეყ­ნის ოლიმ­პი­ე­ლე­ბის ჩაც­მუ­ლო­ბის შემ­ხედ­ვა­რე, ჩვე­ნი ოლიმ­პი­ე­ლე­ბი ოლიმ­პი­ა­და­ზე კი არა, ვი­ღა­ცის პა­ნაშ­ვიდ­ზე მი­დი­ან" - წე­რენ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აღ­შფო­თე­ბუ­ლი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი.

ვი­ნა­ი­დან ტან­საც­მე­ლი ოლიმ­პი­ურ­მა კო­მი­ტეტ­მა მა­ღა­ზია "სა­მო­სე­ლი პირ­ველს" და­უკ­ვე­თა, გა­ჩე­ნილ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხი სწო­რედ მის დი­რექ­ტორს, მხატ­ვარ ანი ნი­ნუ­ას ვთხო­ვეთ.

- რად­გან ასე­თი და­ინ­ტე­რე­სე­ბა გა­მო­იწ­ვია ოლიმ­პი­ე­ლე­ბის სა­მოს­მა, გი­პა­სუ­ხებთ, რომ ის არის ჭეშ­მა­რი­ტად ქარ­თუ­ლი სა­მო­სი, ოღონდ, მათ ვი­საც ასე­თი კი­თხვე­ბი გა­უჩ­ნდა, არ ვიცი, რას გუ­ლის­ხმო­ბენ ქარ­თულ­ში. 6 წე­ლია, მა­ღა­ზია გვაქვს და გარ­და სა­მო­სის გა­ყიდ­ვი­სა, ვცდი­ლობთ, იქა­უ­რო­ბას გარ­კვე­უ­ლი შე­მეც­ნე­ბი­თი დატ­ვირ­თვაც მივ­ცეთ.

ადა­მი­ა­ნებს ვუხ­სნით თუ რა და­ნიშ­ნუ­ლე­ბა აქვს, სა­ქარ­თვე­ლოს ამა თუ იმ კუ­თხის ტან­საც­მელს და მის ატ­რი­ბუ­ტებს, მა­გა­ლი­თად, ფა­ფა­ნაკს, ყა­ბა­ლახს და ა.შ. უმე­ტეს­მა ნა­წილ­მა იცის ამის შე­სა­ხებ, მაგ­რამ ბევ­რმა მი­მაჩ­ნია, რომ არ იცის.

ზოგს ჰგო­ნია, რომ ჩოხა მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი ტან­საც­მე­ლია, არა­და, ზო­გა­დად კავ­კა­სი­უ­რია (უბ­რა­ლოდ ქარ­თულ ჩო­ხა­შიც სხვა­ო­ბაა, არის მეგ­რუ­ლი, იმე­რუ­ლი, არის ჩო­ხის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი დე­ტა­ლე­ბი). ამა­ვე დროს არის ქა­ლის ულა­მა­ზე­სი სა­მო­სიც მა­გა­ლი­თად, კავ­თა­რი, რო­მე­ლიც რა­ჭუ­ლის­თვის არის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი. ასე­ვე არის აჭა­რუ­ლი, ულა­მა­ზე­სი ელე­გი, კაბა, მაგ­რამ აჭა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნებს მხო­ლოდ ის ჰგო­ნი­ათ, რაც მო­ცეკ­ვა­ვე­ებს სცე­ნა­ზე აც­ვი­ათ. ისიც არის, ოღონდ, იყო სხვაც, რო­მე­ლიც ისე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი არ გახ­ლდათ.

- ოლიმ­პი­ე­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი რა კუ­თხის სა­მო­სით მოგ­ვევ­ლი­ნენ?

- ეს არის სწო­რედ აჭა­რუ­ლი ელე­გი, ის მუ­ზე­უმ­ში და­ცუ­ლი კოს­ტი­უ­მის ზუს­ტი ანა­ლო­გია, მისი კო­პი­რე­ბა,- ორ­ნა­მენ­ტი, ნა­ქარ­გო­ბა ზუს­ტად იქი­დან არის აღე­ბუ­ლი, უბ­რა­ლოდ, სი­ლუ­ე­ტი ცო­ტა­თი შეც­ვლი­ლია. იქ თა­ვი­სუ­ფა­ლია და ჩვენ წელ­ში გა­მოყ­ვა­ნი­ლი შევ­ქმე­ნით იმი­ტომ, რომ კა­ბას ასე­თი ფორ­მა უხ­დე­ბა.

ქა­ლებს ასე­ვე შე­ვუქ­მე­ნით ჩაფ­რას­ტი, თავ­ზე და­სა­ფა­რე­ბე­ლი. ხელ­ში კი ქი­სე­ბი უჭი­რავთ, რომ კომ­ფორ­ტუ­ლად იგ­რძნონ თავი, იგი­ვე ტე­ლე­ფო­ნის შე­სა­ნა­ხად გა­მო­ად­გეთ. თან, ოლიმ­პი­ურ­მა კო­მი­ტეტ­მა გვთხო­ვა, რომ ხელ­ში რა­ღაც ჰქო­ნო­დათ.

- ყვე­ლა­ფე­რი მათ­თან შე­თან­ხმე­ბით გა­კეთ­და, ხომ?

- დიახ, ეს იყო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი შეკ­ვე­თა, რო­მე­ლიც მი­ვი­ღეთ და შე­ვას­რუ­ლეთ. ასე­თი კაბა ჩვენს კა­ტა­ლოგ­ში შავი ფე­რის გვაქვს, რო­მე­ლიც ნინო სა­ლუქ­ვა­ძეს უნ­დო­და, მაგ­რამ თეთ­რი უფრო გა­ა­ნა­თებს, სტა­დი­ონ­ზე, კარ­გად გა­მოჩ­ნდე­ბაო და მერე ასე გა­და­წყდა.

- მამ­კა­ცი ოლიმ­პი­ე­ლე­ბის სა­მო­სიც აჭა­რუ­ლია?

- ის ხე­ვის მო­ხე­ვის ახა­ლუ­ხი გახ­ლავთ, ასე ეც­ვათ ადრე მო­ხე­ვე მა­მა­კა­ცებს, რო­მე­ლიც უფრო თბი­ლი ქსო­ვი­ლის­გან იყო, ად­გი­ლობ­რივ კლი­მა­ტურ პი­რო­ბებ­ზე გათ­ვლი­ლი და მთის­თვის მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი. ჩვენ უფრო და­ვა­მოკ­ლეთ, ქურ­თუ­კის ვა­რი­ან­ტში გა­დავ­წყვი­ტეთ, ცოტა თა­ნა­მედ­რო­ვე ელე­მენ­ტე­ბი შევ­ძი­ნეთ, რომ პრაქ­ტი­კუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო. თან, სხვა დრო­საც რომ ჩა­იც­ვან რო­გორც ქარ­თუ­ლი შტრი­ხე­ბით შექ­მნი­ლი ტან­საც­მე­ლი.

- მა­ინ­ცდა­მა­ინც აჭა­რა და ხე­ვის ანა­ლო­გე­ბის მი­ხედ­ვით რა­ტომ შექ­მე­ნით ტან­საც­მე­ლი?

- ჩოხა რო­გორც ვთქვი, კავ­კა­სი­ა­ში სხვებ­საც აც­ვი­ათ. ამი­ტომ, მეტი გა­მო­კე­თა რომ შე­საძ­ლე­ბე­ლი ყო­ფი­ლი­ყო, თან, ის ძა­ლი­ან მო­უ­ხერ­ხე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და სტა­დი­ონ­ზე და თვი­თო­ნაც ასე ფიქ­რობ­დნენ, მარ­ტო ჩვენ ვერ გა­დავ­წყვეტ­დით.

- მოკ­ლედ, დიდი გაკ­ვირ­ვე­ბა გა­მო­იწ­ვია ამ ყვე­ლა­ფერ­მა...

- გე­მოვ­ნე­ბა­ზე არ და­ვო­ბენ, მაგ­რამ მგო­ნია, რომ მა­ინც და­ვო­ბენ და უნდა ვი­და­ვოთ... მაგ­რამ მთავ­რია, იქ რო­გორ წარ­დგე­ბი­ან, თუმ­ცა მათი გა­მოს­ვლა, ვი­მე­დოვ­ნებ, რომ ღირ­სე­უ­ლი იქ­ნე­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბა კი რო­დე­საც ქარ­თულ კულ­ტუ­რა­ზე ლა­პა­რა­კობს, უფრო მეტი უნდა გა­ი­გოს მას­ზე. ჩვენ მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­მო­სი ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ნა­წი­ლია. ჰოდა, მოდი, ჯერ ჩა­ვი­ხე­დოთ ამ დე­ტა­ლებ­ში და მერე გან­ვსა­ჯოთ ეს კოს­ტი­უ­მე­ბი ქარ­თუ­ლია, სლა­ვუ­რი, თუ უზ­ბე­კუ­რი. ამის შემ­დეგ უფრო მეტს ვი­ლა­პა­რა­კებთ.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

ვინ შექმნა ოლიმპიელების სამოსის დიზაინი, რომელმაც საზოგადოება აალაპარაკა

ვინ შექმნა ოლიმპიელების სამოსის დიზაინი, რომელმაც საზოგადოება აალაპარაკა

ზაფხულის XXXI ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს გაცილების ცერემონია მოუწყვეს, რომელზეც ოლიმპიელები განსხვავებულ, არასპორტულ სამოსში გამოცხადდნენ. მათი ხილვის შემდეგ, სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი, ხმაური ატყდა, ვინაიდან სპორტსმენების სამოსმა ცოტათი დააბნია ადამიანები, მიიჩნიეს, რომ ის ქართული არ არის.

ნახეთ ვიდეო| როგორ გამოიყურება ქართველი ოლიმპიელების სამოსი, რომლის გამოც "ფეისბუქზე" დიდი აჟიოტაჟი და ხმაური ატყდა

სოციალური ქსელი მოიცვა ოლიმპიელების სამოსის ფოტოებმა და კრიტიკულმა კომენტარებმა:

"ქისები რად უნდათ? მედლების ჩასაწყობად?"; "ამ სამოსზე პასუხისმგებლობა რომელმა დაჯგუფებამ აიღო?"; "კაცები ჩინური რესტორნის მზარეულებს და ქალები ტაჯიკ მომღერალთა გუნდს გვანან!!"; "ფაფანაკები, ქისები, ყარაჩოღელები. გულთგონთხართა?"; "ოლიმპიადაა, თუ "ორბელიანების ბანი"?; ""ზეზვას და მზიას ზმანი შეგეკერათ, იაფი დაჯდებოდა"; "სხვა ქვეყნის ოლიმპიელების ჩაცმულობის შემხედვარე, ჩვენი ოლიმპიელები ოლიმპიადაზე კი არა, ვიღაცის პანაშვიდზე მიდიან" - წერენ სოციალურ ქსელში აღშფოთებული ინტერნეტმომხმარებლები.

ვინაიდან ტანსაცმელი ოლიმპიურმა კომიტეტმა მაღაზია "სამოსელი პირველს" დაუკვეთა, გაჩენილ კითხვებზე პასუხი სწორედ მის დირექტორს, მხატვარ ანი ნინუას ვთხოვეთ.

- რადგან ასეთი დაინტერესება გამოიწვია ოლიმპიელების სამოსმა, გიპასუხებთ, რომ ის არის ჭეშმარიტად ქართული სამოსი, ოღონდ, მათ ვისაც ასეთი კითხვები გაუჩნდა, არ ვიცი, რას გულისხმობენ ქართულში. 6 წელია, მაღაზია გვაქვს და გარდა სამოსის გაყიდვისა, ვცდილობთ, იქაურობას გარკვეული შემეცნებითი დატვირთვაც მივცეთ.

ადამიანებს ვუხსნით თუ რა დანიშნულება აქვს, საქართველოს ამა თუ იმ კუთხის ტანსაცმელს და მის ატრიბუტებს, მაგალითად, ფაფანაკს, ყაბალახს და ა.შ. უმეტესმა ნაწილმა იცის ამის შესახებ, მაგრამ ბევრმა მიმაჩნია, რომ არ იცის.

ზოგს ჰგონია, რომ ჩოხა მხოლოდ ქართული ტანსაცმელია, არადა, ზოგადად კავკასიურია (უბრალოდ ქართულ ჩოხაშიც სხვაობაა, არის მეგრული, იმერული, არის ჩოხის განსხვავებული დეტალები). ამავე დროს არის ქალის ულამაზესი სამოსიც მაგალითად, კავთარი, რომელიც რაჭულისთვის არის დამახასიათებელი. ასევე არის აჭარული, ულამაზესი ელეგი, კაბა, მაგრამ აჭარული ადამიანებს მხოლოდ ის ჰგონიათ, რაც მოცეკვავეებს სცენაზე აცვიათ. ისიც არის, ოღონდ, იყო სხვაც, რომელიც ისე გავრცელებული არ გახლდათ.

- ოლიმპიელი ქალბატონები რა კუთხის სამოსით მოგვევლინენ?

- ეს არის სწორედ აჭარული ელეგი, ის მუზეუმში დაცული კოსტიუმის ზუსტი ანალოგია, მისი კოპირება,- ორნამენტი, ნაქარგობა ზუსტად იქიდან არის აღებული, უბრალოდ, სილუეტი ცოტათი შეცვლილია. იქ თავისუფალია და ჩვენ წელში გამოყვანილი შევქმენით იმიტომ, რომ კაბას ასეთი ფორმა უხდება.

ქალებს ასევე შევუქმენით ჩაფრასტი, თავზე დასაფარებელი. ხელში კი ქისები უჭირავთ, რომ კომფორტულად იგრძნონ თავი, იგივე ტელეფონის შესანახად გამოადგეთ. თან, ოლიმპიურმა კომიტეტმა გვთხოვა, რომ ხელში რაღაც ჰქონოდათ.

- ყველაფერი მათთან შეთანხმებით გაკეთდა, ხომ?

- დიახ, ეს იყო ჩვეულებრივი შეკვეთა, რომელიც მივიღეთ და შევასრულეთ. ასეთი კაბა ჩვენს კატალოგში შავი ფერის გვაქვს, რომელიც ნინო სალუქვაძეს უნდოდა, მაგრამ თეთრი უფრო გაანათებს, სტადიონზე, კარგად გამოჩნდებაო და მერე ასე გადაწყდა.

- მამკაცი ოლიმპიელების სამოსიც აჭარულია?

- ის ხევის მოხევის ახალუხი გახლავთ, ასე ეცვათ ადრე მოხევე მამაკაცებს, რომელიც უფრო თბილი ქსოვილისგან იყო, ადგილობრივ კლიმატურ პირობებზე გათვლილი და მთისთვის მოსახერხებელი. ჩვენ უფრო დავამოკლეთ, ქურთუკის ვარიანტში გადავწყვიტეთ, ცოტა თანამედროვე ელემენტები შევძინეთ, რომ პრაქტიკული ყოფილიყო. თან, სხვა დროსაც რომ ჩაიცვან როგორც ქართული შტრიხებით შექმნილი ტანსაცმელი.

- მაინცდამაინც აჭარა და ხევის ანალოგების მიხედვით რატომ შექმენით ტანსაცმელი?

- ჩოხა როგორც ვთქვი, კავკასიაში სხვებსაც აცვიათ. ამიტომ, მეტი გამოკეთა რომ შესაძლებელი ყოფილიყო, თან, ის ძალიან მოუხერხებელი იქნებოდა სტადიონზე და თვითონაც ასე ფიქრობდნენ, მარტო ჩვენ ვერ გადავწყვეტდით.

- მოკლედ, დიდი გაკვირვება გამოიწვია ამ ყველაფერმა...

- გემოვნებაზე არ დავობენ, მაგრამ მგონია, რომ მაინც დავობენ და უნდა ვიდავოთ... მაგრამ მთავრია, იქ როგორ წარდგებიან, თუმცა მათი გამოსვლა, ვიმედოვნებ, რომ ღირსეული იქნება. საზოგადოება კი როდესაც ქართულ კულტურაზე ლაპარაკობს, უფრო მეტი უნდა გაიგოს მასზე. ჩვენ მიერ წარმოდგენილი სამოსი ქართული კულტურის ნაწილია. ჰოდა, მოდი, ჯერ ჩავიხედოთ ამ დეტალებში და მერე განვსაჯოთ ეს კოსტიუმები ქართულია, სლავური, თუ უზბეკური. ამის შემდეგ უფრო მეტს ვილაპარაკებთ.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი