პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შა­ბა­თი, მთვა­რის მე­ხუ­თე დღე და­ი­წყე­ბა 08:56-ზე, მთვა­რე ლომ­შია – ყვე­ლაფ­რის მიღ­წე­ვა შე­იძ­ლე­ბა, თუ კრე­ა­ტი­უ­ლი ხართ და მიზ­ნის მიღ­წე­ვას ცდი­ლობთ. უნდა და­იც­ვათ თქვე­ნი პრინ­ცი­პე­ბი და აქ­ტი­უ­რად გა­მო­ხა­ტოთ თქვე­ნი ემო­ცი­ე­ბი და გრძნო­ბე­ბი. გა­და­ი­ხა­დეთ ვა­ლე­ბი. და­ას­რუ­ლეთ რაც და­ი­წყეთ. გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეთ ნე­ბის­მი­ე­რი რა­დი­კა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბა – ავე­ჯის გა­და­წყო­ბი­დან ბიზ­ნე­სის კონ­ცეფ­ცი­ის შეც­ვლამ­დე. არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი საქ­მე­ე­ბის წარ­მარ­თვა. ახა­ლი საქ­მე­ე­ბის და­წყე­ბა. არ არის სა­უ­კე­თე­სო დღე შო­რე­უ­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის. თუმ­ცა, კარ­გია ტაძ­რე­ბი­სა და მო­ნას­ტრე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბა.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერევანში, პოლიციის განყოფილებაში გამაგრებულმა ჯგუფმა ყველა მძევალი გაათავისუფლა
ერევანში, პოლიციის განყოფილებაში გამაგრებულმა ჯგუფმა ყველა მძევალი გაათავისუფლა

ერე­ვან­ში, პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­მაგ­რე­ბულ­მა შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ჯგუფ­მა ყვე­ლა მძე­ვა­ლი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. ამის შე­სა­ხებ ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია იტყო­ბი­ნე­ბა.

გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი არი­ან სომ­ხე­თის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე ვარ­დან ეღი­ზა­რი­ა­ნი და ერევ­ნის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე ვა­ლე­რი ოსი­ფი­ა­ნი. მა­ნამ­დე, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­დე­გად თავ­დამ­სხმე­ლებ­მა ორი პო­ლი­ცი­ე­ლი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და თავ­დამ­სხმე­ლებს შო­რის მომ­ლა­პა­რა­კე­ბელ­მა, მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის ე.წ. პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტატ­მა ვი­ტა­ლი ბა­ლა­სა­ნი­ან­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს დღეს გა­ნუ­ცხა­და, შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ჯგუფ­მა მძევ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის შე­ნო­ბის მიმ­დე­ბა­რედ 24-სა­ა­თი­ა­ნი პრეს­ცენ­ტრის გახ­სნა მო­ი­თხო­ვა.

შე­ი­ა­რა­ღე­ბულ პირ­თა ჯგუფ­მა ერევ­ნის ერე­ბუ­ნის რა­ი­ონ­ში მდე­ბა­რე პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა შტურ­მით 17 ივ­ლისს აიღო და იქ მყო­ფე­ბი მძევ­ლად აიყ­ვა­ნა. თავ­დამ­სხე­ლე­ბი ოპო­ზი­ცი­ო­ნერ ჟი­რა­ირ სე­ფი­ლი­ა­ნის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და პრე­ზი­დენ­ტი­სა და მთავ­რო­ბის გა­დად­გო­მას ითხო­ვენ.

18 ივ­ლი­სი­დან, პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის შე­ნო­ბის მიმ­დე­ბა­რედ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ჯგუ­ფის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი აქ­ცი­ებს მარ­თა­ვენ. პო­ლი­ცი­ამ დე­მონ­სტრან­ტე­ბი რამ­დე­ნი­მე­ჯერ და­არ­ბია და ათო­ბით აქ­ტი­ვის­ტი და­ა­კა­ვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ერევანში, პოლიციის განყოფილებაში გამაგრებულმა ჯგუფმა ყველა მძევალი გაათავისუფლა

ერევანში, პოლიციის განყოფილებაში გამაგრებულმა ჯგუფმა ყველა მძევალი გაათავისუფლა

ერევანში, პოლიციის განყოფილებაში გამაგრებულმა შეიარაღებულმა ჯგუფმა ყველა მძევალი გაათავისუფლა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.

გათავისუფლებული არიან სომხეთის პოლიციის უფროსის მოადგილე ვარდან ეღიზარიანი და ერევნის პოლიციის უფროსის მოადგილე ვალერი ოსიფიანი. მანამდე, მოლაპარაკებების შედეგად თავდამსხმელებმა ორი პოლიციელი გაათავისუფლეს.

როგორც ხელისუფლებასა და თავდამსხმელებს შორის მომლაპარაკებელმა, მთიანი ყარაბაღის ე.წ. პარლამენტის დეპუტატმა ვიტალი ბალასანიანმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, შეიარაღებულმა ჯგუფმა მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ პოლიციის განყოფილების შენობის მიმდებარედ 24-საათიანი პრესცენტრის გახსნა მოითხოვა.

შეიარაღებულ პირთა ჯგუფმა ერევნის ერებუნის რაიონში მდებარე პოლიციის განყოფილება შტურმით 17 ივლისს აიღო და იქ მყოფები მძევლად აიყვანა. თავდამსხელები ოპოზიციონერ ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლებასა და პრეზიდენტისა და მთავრობის გადადგომას ითხოვენ.

18 ივლისიდან, პოლიციის განყოფილების შენობის მიმდებარედ შეიარაღებული ჯგუფის მხარდამჭერები აქციებს მართავენ. პოლიციამ დემონსტრანტები რამდენიმეჯერ დაარბია და ათობით აქტივისტი დააკავა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა