სამართალი
მსოფლიო
საზოგადოება

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სპორტი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კლუბში წასვლაზე უარს არასდროს ვამბობ..." - ვის გვერდით ისვენებს ნათია წიწილაშვილი კომფორტულად
"კლუბში წასვლაზე უარს არასდროს ვამბობ..." - ვის გვერდით ისვენებს ნათია წიწილაშვილი კომფორტულად

"მზე, ზღვა, გა­რუ­ჯუ­ლი სხე­უ­ლი - ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­თვის დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა", - მი­თხრა მსა­ხი­ობ­მა ნა­თია წი­წი­ლაშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც მთის კუ­რორ­ტებს არ სწყა­ლობს... სა­კუ­რორ­ტო რო­მა­ნი არას­დროს ჰქო­ნია. ამ­ბობს, რომ კუ­რორტზე და­წყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ხან­მოკ­ლეა და უმე­ტეს­წი­ლად, იქვე მთავ­რდე­ბა.

- ნა­თია, სად აპი­რებ შვე­ბუ­ლე­ბის გა­ტა­რე­ბას?

- პირ­ველ რიგ­ში, ბავ­შვი მიმ­ყავს ორი კვი­რით ზღვა­ზე, გო­ნი­ო­ში. მა­მამ ბორ­ჯომ­ში უკვე და­ას­ვე­ნა და ახლა მინ­და, ცოტა იო­დიც მი­ი­ღოს ბავ­შვმა. მერე სად წა­ვალ, აღარ ვიცი.

- რო­გო­რი დას­ვე­ნე­ბა გიყ­ვარს - აქ­ტი­უ­რი თუ შე­და­რე­ბით პა­სი­უ­რი?

- მას შემ­დეგ, რაც შვილ­თან ერ­თად მი­წევს სად­მე წას­ვლა, ე.წ. პენ­სი­ო­ნე­რულ დას­ვე­ნე­ბას ვა­ნი­ჭებ უპი­რა­ტე­სო­ბას. მაგ­რამ, რა თქმა უნდა, მე­გობ­რებ­თან ერ­თად ყოფ­ნი­სას, ასე­თი დას­ვე­ნე­ბა არ გა­მომ­დის, რა­ზეც გული ნამ­დვი­ლად არ მწყდე­ბა (იღი­მის).

- შვე­ბუ­ლე­ბის დროს შენ­თვის ყვე­ლა­ზე დიდი კომ­ფორ­ტი რა არის?

- თა­ვის­თა­ვად, კომ­ფორ­ტია ისიც, რომ დატ­ვირ­თუ­ლი რე­ჟი­მის შემ­დეგ სა­შუ­ა­ლე­ბა მაქვს, კარ­გად და­ვის­ვე­ნო და მეტი დრო და­ვუთ­მო შვილს, საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს. მთე­ლი წლის თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მის შემ­დეგ, ადა­მი­ანს გჭირ­დე­ბა სიმ­შვი­დე­ში ყოფ­ნაც და თუ გან­ტვირ­თვას წე­ლი­წად­ში ერთხელ მა­ინც ვერ ახერ­ხებ, ეს ძალ­ზე ცუ­დია.

- ვინ არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვის გვერ­დი­თაც ყო­ველ­თვის კომ­ფორ­ტუ­ლად ის­ვე­ნებ?

- კომ­ფორ­ტუ­ლად მე­გობ­რებ­თან ერ­თად ვის­ვე­ნებ, რა­საც ვერ ვი­ტყვი ჩემს შვილ­ზე: პა­ტა­რას სულ ყუ­რა­დღე­ბა სჭირ­დე­ბა, თვალს ვერ მო­ა­ცი­ლებ, თა­ვის დრო­ზე უნდა გა­უ­კე­თო ყვე­ლა­ფე­რი. ამი­ტომ, მას­თან ერ­თად სად­მე წას­ვლას დას­ვე­ნე­ბად არ მი­ვიჩ­ნევ.

- ზღვა­ზე ყოფ­ნი­სას, ღა­მის კლუ­ბებს თუ სტუმ­რობ?

- რა თქმა უნდა, ვსტუმ­რობ... თუ მაქვს ამის სა­შუ­ა­ლე­ბა და ჩემ­თან ერ­თად მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბიც მხარს ამი­ბა­მენ, კლუბ­ში წას­ვლა­ზე უარს არას­დროს ვამ­ბობ.

- ალ­კოჰოლ­საც მი­ირ­თმევ კარ­გი გან­წყო­ბის შე­საქ­მნე­ლად?

- დიახ, ალ­კოჰოლ­საც მი­ვირ­თმევ, ეს მე­გობ­რებ­თან ერ­თად კარ­გად გარ­თო­ბის მშვე­ნი­ე­რი ხერ­ხია. ალ­კოჰო­ლი სი­თა­მა­მეს გმა­ტებს, მე­ტად "იხ­სნე­ბი" და უკეთ ახერ­ხებ საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად დრო­ის სა­უ­კე­თე­სოდ გა­ტა­რე­ბას.

- ცეკ­ვა გიყ­ვარს?

- კი, ცეკ­ვაც მიყ­ვარს. არ გან­ვე­კუთ­ვნე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის იმ კა­ტე­გო­რი­ას, რომ­ლე­ბიც კლუბ­ში სხე­დან და წა­მოდ­გო­მა­საც არ აპი­რე­ბენ. მოკ­ლედ, კლუბ­ში იმის სა­ნა­ხა­ვად არ დავ­დი­ვარ, თუ ვინ რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა.

- ნამ­ზე­უ­რი გიყ­ვარს? გა­სა­რუ­ჯად სო­ლა­რი­უმ­ში თუ და­დი­ხარ?

- ნამ­ზე­უ­რი ძა­ლი­ან მიყ­ვარს და სო­ლა­რი­უმ­ში ხში­რად სი­ა­რუ­ლი მავ­ნე­ბე­ლი რომ არ იყოს, მთე­ლი წე­ლი გა­რუ­ჯუ­ლი ვივ­ლი­დი. გა­ზა­ფხულ­ზე ვი­წყებ სო­ლა­რი­უმ­ში სი­ა­რულს (თუმ­ცა - არა ინ­ტენ­სი­უ­რად), რომ სე­ზონ­ზე "ბე­ლას­ნეჟ­კა" არ ვიყო. როცა თბი­ლა, ბუ­ნე­ბა ლა­მაზ­დე­ბა და მზე გათ­ბობს, სურ­ვი­ლი გიჩ­ნდე­ბა, სა­კუ­თარ გა­რეგ­ნო­ბა­ზე უფრო მე­ტად იზ­რუ­ნო... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"კლუბში წასვლაზე უარს არასდროს ვამბობ..." - ვის გვერდით ისვენებს ნათია წიწილაშვილი კომფორტულად

"კლუბში წასვლაზე უარს არასდროს ვამბობ..." - ვის გვერდით ისვენებს ნათია წიწილაშვილი კომფორტულად

"მზე, ზღვა, გარუჯული სხეული - ეს ყველაფერი ჩემთვის დიდი ბედნიერებაა", - მითხრა მსახიობმა ნათია წიწილაშვილმა, რომელიც მთის კურორტებს არ სწყალობს... საკურორტო რომანი არასდროს ჰქონია. ამბობს, რომ კურორტზე დაწყებული ურთიერთობა ხანმოკლეა და უმეტესწილად, იქვე მთავრდება.

- ნათია, სად აპირებ შვებულების გატარებას?

- პირველ რიგში, ბავშვი მიმყავს ორი კვირით ზღვაზე, გონიოში. მამამ ბორჯომში უკვე დაასვენა და ახლა მინდა, ცოტა იოდიც მიიღოს ბავშვმა. მერე სად წავალ, აღარ ვიცი.

- როგორი დასვენება გიყვარს - აქტიური თუ შედარებით პასიური?

- მას შემდეგ, რაც შვილთან ერთად მიწევს სადმე წასვლა, ე.წ. პენსიონერულ დასვენებას ვანიჭებ უპირატესობას. მაგრამ, რა თქმა უნდა, მეგობრებთან ერთად ყოფნისას, ასეთი დასვენება არ გამომდის, რაზეც გული ნამდვილად არ მწყდება (იღიმის).

- შვებულების დროს შენთვის ყველაზე დიდი კომფორტი რა არის?

- თავისთავად, კომფორტია ისიც, რომ დატვირთული რეჟიმის შემდეგ საშუალება მაქვს, კარგად დავისვენო და მეტი დრო დავუთმო შვილს, საყვარელ ადამიანებს. მთელი წლის თავდაუზოგავი შრომის შემდეგ, ადამიანს გჭირდება სიმშვიდეში ყოფნაც და თუ განტვირთვას წელიწადში ერთხელ მაინც ვერ ახერხებ, ეს ძალზე ცუდია.

- ვინ არიან ადამიანები, ვის გვერდითაც ყოველთვის კომფორტულად ისვენებ?

- კომფორტულად მეგობრებთან ერთად ვისვენებ, რასაც ვერ ვიტყვი ჩემს შვილზე: პატარას სულ ყურადღება სჭირდება, თვალს ვერ მოაცილებ, თავის დროზე უნდა გაუკეთო ყველაფერი. ამიტომ, მასთან ერთად სადმე წასვლას დასვენებად არ მივიჩნევ.

- ზღვაზე ყოფნისას, ღამის კლუბებს თუ სტუმრობ?

- რა თქმა უნდა, ვსტუმრობ... თუ მაქვს ამის საშუალება და ჩემთან ერთად მყოფი ადამიანებიც მხარს ამიბამენ, კლუბში წასვლაზე უარს არასდროს ვამბობ.

- ალკოჰოლსაც მიირთმევ კარგი განწყობის შესაქმნელად?

- დიახ, ალკოჰოლსაც მივირთმევ, ეს მეგობრებთან ერთად კარგად გართობის მშვენიერი ხერხია. ალკოჰოლი სითამამეს გმატებს, მეტად "იხსნები" და უკეთ ახერხებ საყვარელ ადამიანებთან ერთად დროის საუკეთესოდ გატარებას.

- ცეკვა გიყვარს?

- კი, ცეკვაც მიყვარს. არ განვეკუთვნები ადამიანების იმ კატეგორიას, რომლებიც კლუბში სხედან და წამოდგომასაც არ აპირებენ. მოკლედ, კლუბში იმის სანახავად არ დავდივარ, თუ ვინ როგორ გამოიყურება.

- ნამზეური გიყვარს? გასარუჯად სოლარიუმში თუ დადიხარ?

- ნამზეური ძალიან მიყვარს და სოლარიუმში ხშირად სიარული მავნებელი რომ არ იყოს, მთელი წე­ლი გარუჯული ვივლიდი. გაზაფხულზე ვიწყებ სოლარიუმში სიარულს (თუმცა - არა ინტენსიურად), რომ სეზონზე "ბელასნეჟკა" არ ვიყო. როცა თბილა, ბუნება ლამაზდება და მზე გათბობს, სურვილი გიჩნდება, საკუთარ გარეგნობაზე უფრო მეტად იზრუნო... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი