საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერევანში, პოლიციის განყოფილებაში გამაგრებულმა ჯგუფმა ორი მძევალი გაათავისუფლა და პრესცენტრის შექმნა მოითხოვა
ერევანში, პოლიციის განყოფილებაში გამაგრებულმა ჯგუფმა ორი მძევალი გაათავისუფლა და პრესცენტრის შექმნა მოითხოვა

ერე­ვან­ში, პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­მაგ­რე­ბულ­მა შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ჯგუფ­მა ორი მძე­ვა­ლი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. ამ დრო­ის­თვის თავ­დამ­სხმე­ლებს კვლავ ჰყავთ მძევ­ლად აყ­ვა­ნი­ლი სომ­ხე­თის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე ვარ­დან ეღი­ზა­რი­ა­ნი და ერევ­ნის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე ვა­ლე­რი ოსი­ფი­ა­ნი.

რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და თავ­დამ­სხმე­ლებს შო­რის მომ­ლა­პა­რა­კე­ბელ­მა, მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის ე.წ. პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტატ­მა ვი­ტა­ლი ბა­ლა­სა­ნი­ან­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს დღეს გა­ნუ­ცხა­და, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ჯგუ­ფი მზად არის, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბიც გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს იმის სა­ნაც­ვლოდ, რომ პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის შე­ნო­ბის მიმ­დე­ბა­რედ 24-სა­ა­თი­ა­ნი პრეს­ცენ­ტრი გა­იხ­სნე­ბა.

"დღეს ორი პო­ლი­ცი­ე­ლი ყვე­ლა­ნა­ი­რი პი­რო­ბის გა­რე­შე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. მიღ­წე­უ­ლია შე­თან­ხმე­ბა, რომ ნე­იტ­რა­ლურ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რო­მელ­საც პო­ლი­ცია და ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი და­ი­ცავს, 24-სა­ა­თი­ა­ნი პრეს­ცენ­ტრი გა­იხ­სნე­ბა. ამის შემ­დეგ ისი­ნი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლე­ბენ გე­ნე­რალ­სა და პოლ­კოვ­ნიკს. ეს არ არის გაც­ვლა, ეს არის ნა­ბი­ჯი, რო­მე­ლიც ყვე­ლამ ერ­თობ­ლი­ვად, ჩემი შუ­ა­მავ­ლო­ბით გა­დავ­დგით", - გა­ნა­ცხა­და დე­პუ­ტატ­მა სომ­ხურ ტე­ლე­კომ­პა­ნია "შან­ტის" ეთერ­ში.

შე­ი­ა­რა­ღე­ბულ პირ­თა ჯგუფ­მა ერევ­ნის ერე­ბუ­ნის რა­ი­ონ­ში მდე­ბა­რე პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა შტურ­მით 17 ივ­ლისს აიღო და იქ მყო­ფე­ბი მძევ­ლად აიყ­ვა­ნა. თავ­დამ­სხე­ლე­ბი ოპო­ზი­ცი­ო­ნერ ჟი­რა­ირ სე­ფი­ლი­ა­ნის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და პრე­ზი­დენ­ტი­სა და მთავ­რო­ბის გა­დად­გო­მას ითხო­ვენ.

18 ივ­ლი­სი­დან, პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის შე­ნო­ბის მიმ­დე­ბა­რედ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ჯგუ­ფის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი აქ­ცი­ებს მარ­თა­ვენ. პო­ლი­ცი­ამ დე­მონ­სტრან­ტე­ბი რამ­დე­ნი­მე­ჯერ და­არ­ბია და ათო­ბით აქ­ტი­ვის­ტი და­ა­კა­ვა.

sponsored by ContentRoom
რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

ერევანში, პოლიციის განყოფილებაში გამაგრებულმა ჯგუფმა ორი მძევალი გაათავისუფლა და პრესცენტრის შექმნა მოითხოვა

ერევანში, პოლიციის განყოფილებაში გამაგრებულმა ჯგუფმა ორი მძევალი გაათავისუფლა და პრესცენტრის შექმნა მოითხოვა

ერევანში, პოლიციის განყოფილებაში გამაგრებულმა შეიარაღებულმა ჯგუფმა ორი მძევალი გაათავისუფლა. ამ დროისთვის თავდამსხმელებს კვლავ ჰყავთ მძევლად აყვანილი სომხეთის პოლიციის უფროსის მოადგილე ვარდან ეღიზარიანი და ერევნის პოლიციის უფროსის მოადგილე ვალერი ოსიფიანი.

როგორც ხელისუფლებასა და თავდამსხმელებს შორის მომლაპარაკებელმა, მთიანი ყარაბაღის ე.წ. პარლამენტის დეპუტატმა ვიტალი ბალასანიანმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, შეიარაღებული ჯგუფი მზად არის, აღნიშნული პირებიც გაათავისუფლოს იმის სანაცვლოდ, რომ პოლიციის განყოფილების შენობის მიმდებარედ 24-საათიანი პრესცენტრი გაიხსნება.

"დღეს ორი პოლიციელი ყველანაირი პირობის გარეშე გაათავისუფლეს. მიღწეულია შეთანხმება, რომ ნეიტრალურ ტერიტორიაზე, რომელსაც პოლიცია და ეროვნული უშიშროების სამსახური დაიცავს, 24-საათიანი პრესცენტრი გაიხსნება. ამის შემდეგ ისინი გაათავისუფლებენ გენერალსა და პოლკოვნიკს. ეს არ არის გაცვლა, ეს არის ნაბიჯი, რომელიც ყველამ ერთობლივად, ჩემი შუამავლობით გადავდგით“, - განაცხადა დეპუტატმა სომხურ ტელეკომპანია "შანტის" ეთერში.

შეიარაღებულ პირთა ჯგუფმა ერევნის ერებუნის რაიონში მდებარე პოლიციის განყოფილება შტურმით 17 ივლისს აიღო და იქ მყოფები მძევლად აიყვანა. თავდამსხელები ოპოზიციონერ ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლებასა და პრეზიდენტისა და მთავრობის გადადგომას ითხოვენ.

18 ივლისიდან, პოლიციის განყოფილების შენობის მიმდებარედ შეიარაღებული ჯგუფის მხარდამჭერები აქციებს მართავენ. პოლიციამ დემონსტრანტები რამდენიმეჯერ დაარბია და ათობით აქტივისტი დააკავა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა