პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თეო მეუბნებოდა, წასვლისა მეშინიაო" - მუცოს ტრაგედიიდან ხუთი წელი გავიდა
"თეო მეუბნებოდა, წასვლისა მეშინიაო" - მუცოს ტრაგედიიდან ხუთი წელი გავიდა

"ყვე­ლა დე­დას მო­ვუ­წო­დებ, გული ცუდს რომ უკარ­ნა­ხებთ, აუ­ცი­ლებ­ლად მი­ენ­დონ გუ­ლის­თქმას და ჩემ­სა­ვით არ მო­უ­ვი­დეთ შეც­დო­მა..."

"სა­პატ­რი­არ­ქო­ში იმ ავა­რი­ას ცო­ცხლად გა­დარ­ჩე­ნილ თე­ო­ნა ჭინ­ჭა­რა­ულს შევ­ხვდი, მა­მუ­კა იმ მო­მენ­ტში სწო­რედ მას ჰყო­ლია ხელ­ში. თე­ო­ნამ მი­ამ­ბო, ბერ­დომ სო­ფოს უთხრა, ცუ­დად ვარო და სო­ფო­მაც მე მო­მა­ჩე­ჩა ბავ­შვი, თან ჩან­თა­ში წა­მალს და­უ­წყო ძებ­ნა, მაგ­რამ ვე­რა­ფე­რი მო­ას­წრო, რად­გან ბერ­დომ მი­ნას მი­ა­დო თავი და ეგ­რე­ვე ჩა­მო­უ­ვარ­დაო. ჩემ­მა ძმა­მაც მი­თხრა, ბერ­დია უკვე და­ღუ­პუ­ლი იყო, მდი­ნა­რე­ში რომ ჩა­ვარ­და, რად­გან წვე­თი წყა­ლი არ აქვს ჩაყ­ლა­პუ­ლიო."

2010 წლის 22 ივ­ლისს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა და და­ამ­წუხ­რა მუ­ცოს ხე­ო­ბა­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა ტრა­გე­დი­ამ - "ჯი­პის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი, სა­დაც 10 ადა­მი­ა­ნი იჯდა, გზი­დან გა­და­ვარ­და, ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფამ 7 ადა­მი­ა­ნის, მათ შო­რის - 3 მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა. და­ი­ღუპ­ნენ პოეტ გელა და­ი­ა­უ­რის მე­უღ­ლე, ნი­ჭი­ე­რი მომ­ღე­რა­ლი და პო­ე­ტი თე­ო­ნა ქუმ­სი­აშ­ვი­ლი და მისი ორი ვაჟი - დე­მეტ­რე და ჯარ­ჯი, თე­ო­ნას და - ნა­თია, გელა და­ი­ა­უ­რის მეჯ­ვა­რე ბერ­დია არა­ბუ­ლი, მისი მე­უღ­ლე სოფო ღო­ღო­ბე­რი­ძე და მათი ვაჟი - მა­მუ­კა. სა­უ­ბე­დუ­როდ, დე­მეტ­რე და­ი­ა­უ­რი და მა­მუ­კა არა­ბუ­ლი ადი­დე­ბულ­მა მდი­ნა­რე არ­ღუნ­მა გა­ი­ტა­ცა ვერ იპოვ­ნეს. თვი­თონ გელა და­ი­ა­უ­რი, თე­ო­ნას ძმა თორ­ნი­კე ქუმ­სი­აშ­ვი­ლი და და­ი­ა­უ­რე­ბი­სა და არა­ბუ­ლე­ბის მე­გო­ბა­რი თე­ო­ნა ჭინ­ჭა­რა­უ­ლი გა­დარ­ჩნენ.

გთა­ვა­ზობთ სტა­ტი­ას გა­ზეთ "ყვე­ლა სი­ხა­ლის" არ­ქი­ვი­დან, რო­მე­ლიც 2013 წელს გა­მოქ­ვეყ­ნდა:

მუ­ცოს ხე­ო­ბის ტრა­გე­დია

გა­სახ­სე­ნებ­ლად მძი­მეა, მაგ­რამ მა­ინც ვცა­დეთ და ბერ­დია არა­ბუ­ლის დე­დას, ქალ­ბა­ტონ ნინო წიკ­ლა­ურს, რო­მელ­საც დღემ­დე არა­ვის­თან უსა­უბ­რია ამ ამ­ბავ­ზე, ბა­რი­სა­ხო­ში და­ვუ­რე­კეთ... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

sponsored by ContentRoom

"თეო მეუბნებოდა, წასვლისა მეშინიაო" - მუცოს ტრაგედიიდან ხუთი წელი გავიდა

"თეო მეუბნებოდა, წასვლისა მეშინიაო" - მუცოს ტრაგედიიდან ხუთი წელი გავიდა

"ყველა დედას მოვუწოდებ, გული ცუდს რომ უკარნახებთ, აუცილებლად მიენდონ გულისთქმას და ჩემსავით არ მოუვიდეთ შეცდომა..."

"საპატრიარქოში იმ ავარიას ცოცხლად გადარჩენილ თეონა ჭინჭარაულს შევხვდი, მამუკა იმ მომენტში სწორედ მას ჰყოლია ხელში. თეონამ მიამბო, ბერდომ სოფოს უთხრა, ცუდად ვარო და სოფომაც მე მომაჩეჩა ბავშვი, თან ჩანთაში წამალს დაუწყო ძებნა, მაგრამ ვერაფერი მოასწრო, რადგან ბერდომ მინას მიადო თავი და ეგრევე ჩამოუვარდაო. ჩემმა ძმამაც მითხრა, ბერდია უკვე დაღუპული იყო, მდინარეში რომ ჩავარდა, რადგან წვეთი წყალი არ აქვს ჩაყლაპულიო."

2010 წლის 22 ივლისს მთელი საქართველო შეძრა და დაამწუხრა მუცოს ხეობაში დატრიალებულმა ტრაგედიამ - "ჯიპის" მარკის ავტომობილი, სადაც 10 ადამიანი იჯდა, გზიდან გადავარდა, ავტოკატასტროფამ 7 ადამიანის, მათ შორის - 3 მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაიღუპნენ პოეტ გელა დაიაურის მეუღლე, ნიჭიერი მომღერალი და პოეტი თეონა ქუმსიაშვილი და მისი ორი ვაჟი - დემეტრე და ჯარჯი, თეონას და - ნათია, გელა დაიაურის მეჯვარე ბერდია არაბული, მისი მეუღლე სოფო ღოღობერიძე და მათი ვაჟი - მამუკა. საუბედუროდ, დემეტრე დაიაური და მამუკა არაბული ადიდებულმა მდინარე არღუნმა გაიტაცა ვერ იპოვნეს. თვითონ გელა დაიაური, თეონას ძმა თორნიკე ქუმსიაშვილი და დაიაურებისა და არაბულების მეგობარი თეონა ჭინჭარაული გადარჩნენ.

გთავაზობთ სტატიას გაზეთ "ყველა სიხალის" არქივიდან, რომელიც 2013 წელს გამოქვეყნდა:

მუცოს ხეობის ტრაგედია

გასახსენებლად მძიმეა, მაგრამ მაინც ვცადეთ და ბერდია არაბულის დედას, ქალბატონ ნინო წიკლაურს, რომელსაც დღემდე არავისთან უსაუბრია ამ ამბავზე, ბარისახოში დავურეკეთ... განაგრძეთ კითხვა

"სინოფარმის" ვაქცინის რეგისტრაციის პორტალზე მასობრივი კიბერშეტევა განხორციელდა" - თამარ გაბუნია

"ტოიოტა კავკასიამ” (TCA) რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე „TOYOTA LAND CRUISER 300” წარადგინა

საიტი, სადაც "სინოფარმის" ვაქცინაზე უნდა დარეგისტრირდეთ, გათიშულია - მიმდინარეობს ტექნიკური განახლება