პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი ქართველები, რომელთა სიცოცხლეც ავტოავარიებს ემსხვერპლა
ცნობილი ქართველები, რომელთა სიცოცხლეც ავტოავარიებს ემსხვერპლა

ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პა­ში პირ­ველ ად­გილ­ზეა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, ავა­რი­ის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებს შო­რის სამი ფაქ­ტო­რი ლი­დე­რობს - მა­ნევ­რი­რე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვა (33%), საგ­ზაო ნიშ­ნე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა (18%), საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა (14%). შემ­დეგ მო­დის ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში სა­ჭის მარ­თვა (7%) და ა.შ.

AMBEBI.GE იმ ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ გი­ამ­ბობთ, ვისი სი­ცო­ცხლეც ან ოჯა­ხი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ემსხვერ­პლა.

იხი­ლეთ ვი­დეო| 5 ცნო­ბი­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი, რომ­ლე­ბიც ავა­რი­ას ემსხვერ­პლნენ

და­ვით ცი­რე­კი­ძე (შავი)

ახალ თა­ო­ბას შე­საძ­ლოა არ ახ­სოვს, მაგ­რამ და­ვით ცი­რე­კი­ძე საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლი პრო­მო­უ­ტე­რი და მუ­სი­კო­სი იყო, მეტ­სა­ხე­ლად მას "შა­ვის" ეძახ­დნენ. მისი სი­ცო­ცხლე 2003 წელს ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფას შე­ე­წი­რა. ამ­ბო­ბენ, რომ სის­წრა­ფე ძა­ლი­ან უყ­ვარ­და, თუმ­ცა მას შემ­დეგ, რაც შვი­ლი გა­უჩ­ნდა სა­ჭეს ფრთხი­ლად მარ­თავ­და. იმ დღეს, როცა ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა­ში და­ი­ღუ­პა სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის კონ­ცერ­ტი­დან თბი­ლის­ში ბრუნ­დე­ბო­და. სა­ჭეს­თან მე­გობ­რის ქმა­რი დას­ვა, რად­გან თვი­თონ დაღ­ლი­ლი იყო. შე­ჯა­ხე­ბა ფოთ­ში მოხ­და და შავი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. სუ­ხიშ­ვი­ლებ­მა "ასა ფარ­თის" დის­კი სწო­რედ მას მი­უ­ძღვნეს.

ჟანი კა­ლან­და­ძე

2005 წელს ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ემხსვერ­პლა გუ­რი­ის მა­შინ­დე­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რი ჟანი კა­ლან­და­ძე. ახალ­გაზ­რდა გუ­ბერ­ნა­ტო­რი დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და, მის­მა გარ­დაც­ვა­ლე­ბამ ყვე­ლას დას­წყვი­ტა გული. ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მა­შინ მოხ­და, როცა ის გუ­რი­ი­დან თბი­ლის­ში პრე­ზი­დენტ ჯორჯ ბუ­შის დახ­ვედ­რის ოფი­ცი­ა­ლურ ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე მი­ემ­გზავ­რე­ბო­და. ავა­რი­ის დროს მას­თან ერ­თად მისი მე­გო­ბა­რიც იყო, რო­მე­ლიც სა­ბედ­ნი­ე­როდ გა­დარ­ჩა.

გიო მგე­ლა­ძის ტრა­გე­დია

15 წლის წინ, ავ­ტო­მა­გის­ტრალ­ზე მომ­ხდარ ავა­რი­ას რე­ჟი­სორ გიო მგე­ლა­ძის ოჯა­ხი შე­ე­წი­რა. მგე­ლა­ძის მე­უღ­ლე თე­ო­ნა ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ, გიო მგე­ლა­ძე საყ­ვა­რელ მე­უღ­ლე­ზე დიდ­ხანს ვერ ლა­პა­რა­კობ­და, ამ­ბო­ბენ რომ მომ­ხდარ­მა ძა­ლი­ან შეც­ვა­ლა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გიო მგე­ლა­ძის დედა პა­ნაშ­ვიდ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა ნერ­ვი­უ­ლო­ბის შე­დე­გად, ხოლო თე­ო­ნას დე­დამ, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლი მხა­ტავ­რი იყო, თავი მო­იკ­ლა.

გელა და­ი­ა­უ­რის ოჯა­ხის ტრა­გე­დია

6 წლის წინ მუ­ცოს ხე­ო­ბა­ში მომ­ხდარ­მა ავ­ტო­ა­ვა­რი­ამ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა. მდი­ნა­რე­ში მან­ქა­ნა გა­და­ვარ­და, 7 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, 3 და­შავ­და. პა­ტა­რა ბავ­შვი კი მდი­ნა­რემ წა­ი­ღო. ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად პო­ეტ­მა გელა და­ი­ა­ურ­მა ცოლი, თე­ო­ნა ქუმ­სი­აშ­ვი­ლი და ორი შვი­ლი და­კარ­გა.

მიშა გო­გუ­ა­ძე

ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ემსხვერ­პლა ფეხ­ბურ­თელ მიშა გო­გუ­ა­ძის სი­ცო­ცხლე. შემ­თხვე­ვა გა­სუ­ლი წლის 1 ოქ­ტომ­ბერს ლან­ჩხუთ­ში მოხ­და, "გუ­რი­ის" მე­კა­რეს ნაწ­ვი­მარ ტრა­სა­ზე მან­ქა­ნა მო­უ­ცურ­და და რო­გორც თვითმხილ­ვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, 7 მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე ჰა­ერ­ში ავარ­და. სამ­წუ­ხა­როდ, მისი გა­დარ­ჩე­ნა ექი­მებ­მა ვერ შეძ­ლეს.

ქარ­თვე­ლი ავ­ტომრბო­ლე­ლე­ბი

ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის­გან და­ცუ­ლი არც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მრბო­ლე­ლე­ბი არი­ან. ბოლო წლებ­ში რამ­დე­ნი­მე ავ­ტომრბო­ლე­ლი სწო­რედ ავა­რი­ას ემსხვერ­პლა. მათ შო­რის იყ­ვნენ და­თუ­ნა მი­ქე­ლა­ძე, გი­ორ­გი აი­წუ­რა­ძე, მეტ­სა­ხე­ლად "კა­პო­ტა", ზვი­ად ადე­იშ­ვი­ლი "ადე", რო­მელ­საც დრიფ­ტის მე­ფეს უწო­დებ­დნენ და შემ­დეგ ქარ­თვე­ლი "სთრით­რე­ი­სე­რი" გი­ორ­გი თევ­ზა­ძე, მეტ­სა­ხე­ლად "თევ­ზი". გი­ორ­გი თევ­ზა­ძე 2013 წელს და­ი­ღუ­პა. შემ­თხვე­ვა ბა­თუმ­ში მოხ­და, სა­ჭეს­თან თევ­ზა­ძის მე­გო­ბა­რი იჯდა, მან­ქა­ნა ხეს შე­ე­ჯა­ხა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

ცნობილი ქართველები, რომელთა სიცოცხლეც ავტოავარიებს ემსხვერპლა

ცნობილი ქართველები, რომელთა სიცოცხლეც ავტოავარიებს ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, ავარიის გამომწვევ მიზეზებს შორის სამი ფაქტორი ლიდერობს - მანევრირების წესის დარღვევა (33%), საგზაო ნიშნების უგულებელყოფა (18%), საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა (14%). შემდეგ მოდის ნასვამ მდგომარეობაში საჭის მართვა (7%) და ა.შ.

AMBEBI.GE იმ ცნობილი ადამიანების შესახებ გიამბობთ, ვისი სიცოცხლეც ან ოჯახი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.

იხილეთ ვიდეო| 5 ცნობილი და წარმატებული ქართველი, რომლებიც ავარიას ემსხვერპლნენ

დავით ცირეკიძე (შავი)

ახალ თაობას შესაძლოა არ ახსოვს, მაგრამ დავით ცირეკიძე საკმაოდ პოპულარული პრომოუტერი და მუსიკოსი იყო, მეტსახელად მას "შავის" ეძახდნენ. მისი სიცოცხლე 2003 წელს ავტოკატასტროფას შეეწირა. ამბობენ, რომ სისწრაფე ძალიან უყვარდა, თუმცა მას შემდეგ, რაც შვილი გაუჩნდა საჭეს ფრთხილად მართავდა. იმ დღეს, როცა ავტოკატასტროფაში დაიღუპა სუხიშვილების კონცერტიდან თბილისში ბრუნდებოდა. საჭესთან მეგობრის ქმარი დასვა, რადგან თვითონ დაღლილი იყო. შეჯახება ფოთში მოხდა და შავი ადგილზე გარდაიცვალა. სუხიშვილებმა "ასა ფართის" დისკი სწორედ მას მიუძღვნეს.

ჟანი კალანდაძე

2005 წელს ავტოსაგზაო შემთხვევას ემხსვერპლა გურიის მაშინდელი გუბერნატორი ჟანი კალანდაძე. ახალგაზრდა გუბერნატორი დიდი პოპულარობით სარგებლობდა, მისმა გარდაცვალებამ ყველას დასწყვიტა გული. ავტოსაგზაო შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ის გურიიდან თბილისში პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის დახვედრის ოფიციალურ ცერემონიალზე მიემგზავრებოდა. ავარიის დროს მასთან ერთად მისი მეგობარიც იყო, რომელიც საბედნიეროდ გადარჩა.

გიო მგელაძის ტრაგედია

15 წლის წინ, ავტომაგისტრალზე მომხდარ ავარიას რეჟისორ გიო მგელაძის ოჯახი შეეწირა. მგელაძის მეუღლე თეონა ადგილზე გარდაიცვალა. ტრაგედიის შემდეგ, გიო მგელაძე საყვარელ მეუღლეზე დიდხანს ვერ ლაპარაკობდა, ამბობენ რომ მომხდარმა ძალიან შეცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, გიო მგელაძის დედა პანაშვიდზე გარდაიცვალა ნერვიულობის შედეგად, ხოლო თეონას დედამ, რომელიც ცნობილი მხატავრი იყო, თავი მოიკლა.

გელა დაიაურის ოჯახის ტრაგედია

6 წლის წინ მუცოს ხეობაში მომხდარმა ავტოავარიამ მთელი საქართველო შეძრა. მდინარეში მანქანა გადავარდა, 7 ადამიანი დაიღუპა, 3 დაშავდა. პატარა ბავშვი კი მდინარემ წაიღო. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად პოეტმა გელა დაიაურმა ცოლი, თეონა ქუმსიაშვილი და ორი შვილი დაკარგა.

მიშა გოგუაძე

ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა ფეხბურთელ მიშა გოგუაძის სიცოცხლე. შემთხვევა გასული წლის 1 ოქტომბერს ლანჩხუთში მოხდა, "გურიის" მეკარეს ნაწვიმარ ტრასაზე მანქანა მოუცურდა და როგორც თვითმხილველები ამბობენ, 7 მეტრის სიმაღლეზე ჰაერში ავარდა. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

ქართველი ავტომრბოლელები

ავტოსაგზაო შემთხვევებისგან დაცული არც პროფესიონალი მრბოლელები არიან. ბოლო წლებში რამდენიმე ავტომრბოლელი სწორედ ავარიას ემსხვერპლა. მათ შორის იყვნენ დათუნა მიქელაძე, გიორგი აიწურაძე, მეტსახელად "კაპოტა", ზვიად ადეიშვილი "ადე", რომელსაც დრიფტის მეფეს უწოდებდნენ და შემდეგ ქართველი "სთრითრეისერი" გიორგი თევზაძე, მეტსახელად "თევზი". გიორგი თევზაძე 2013 წელს დაიღუპა. შემთხვევა ბათუმში მოხდა, საჭესთან თევზაძის მეგობარი იჯდა, მანქანა ხეს შეეჯახა.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

"ღმერთი ამპარტავანთა შემუსრავს, ხოლო თავმდაბალთა მიანიჭებს მადლს" - რაზე იქადაგა დღეს პატრიარქმა

"მეუფე სპირიდონს მადლობა უნდა ვუთხრათ, ქუჩიდან წამოიყვანა ბავშვები და უვლიდა" - მეუფე ნიკოლოზი

დღეს სულთმოფენობაა - "საქართველოს ყველა ტაძარი ყვავილებითა და ხის ტოტებით იმოსება"