პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაუმართავია თუ არა ქუთაისის შემოვლითი გზა? - "დაწესებულია სიჩქარის შეზღუდვა 90კმ/სთ, რასაც არასოდეს იცავენ"
გაუმართავია თუ არა ქუთაისის შემოვლითი გზა? - "დაწესებულია სიჩქარის შეზღუდვა 90კმ/სთ, რასაც არასოდეს იცავენ"

ზეს­ტა­ფო­ნი-ქუ­თა­ი­სის შე­მოვ­ლით გზა­ზე გუ­შინ, 22 აპ­რილს მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მსხვერ­პლით დას­რულ­და. რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო იტყო­ბი­ნე­ბა, ერ­თმა­ნეთს სამი ავ­ტო­მან­ქა­ნა შე­ე­ჯა­ხა, რის შე­დე­გა­დაც 5 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. მათ შო­რის ერთი ორ­სუ­ლი ქა­ლია.

ქუ­თა­ი­სის შე­მოვ­ლით გზა­ზე უმ­ძი­მე­სი ავა­რი­ე­ბი ხში­რად ხდე­ბა. ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ტრა­გი­კუ­ლი ავა­რია, ე.წ მო­რაგ­ბე­ე­ბის ავა­რი­აც სწო­რედ ამ გზა­ზე, ქუ­თა­ი­სის შე­მოვ­ლი­თი-სამ­ტრე­დი­ის გზის მო­ნაკ­ვეთ­ზე მოხ­და. 21 ივ­ლისს მომ­ხდარ ავა­რი­ას 3 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, 4 კი მძი­მედ და­შავ­და. მა­შინ გაჩ­ნდა მო­საზ­რე­ბა, რომ აღ­ნიშ­ნულ მო­ნაკ­ვეთ­ზე ავა­რი­ე­ბის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რაა, ზო­გი­ერ­თის აზ­რით, მთა­ვა­რი დამ­ნა­შა­ვე მძღო­ლე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც არ იცა­ვენ მოძ­რა­ო­ბის წე­სებს და არ ემორ­ჩი­ლე­ბი­ან სიჩ­ქა­რის და­წე­სე­ბულ ზღვარს. ნა­წი­ლი კი ფიქ­რობ­და, რომ პატ­რულს მეტი სიმ­კაც­რე მარ­თებს დამ­რღვე­ვი მძღო­ლე­ბის მი­მართ.

მო­რაგ­ბე­ე­ბის ავა­რი­ის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი შალ­ვა ოგ­ბა­ი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერ­და: "ქუ­თა­ი­სი-სამ­ტრე­დი­ის შე­მოვ­ლი­თი გზის ეს ად­გი­ლი წარ­მო­ად­გენს მო­მე­ტე­ბუ­ლი რის­კის ად­გილს... ამ ად­გილ­ზე სრულ­დე­ბა ცალ­მხრი­ვი მოძ­რა­ო­ბა და ძა­ლი­ან მოკ­ლე მო­ნაკ­ვეთ­ში (ისე რომ ავ­ტო­მო­ბი­ლი ვერ ას­წრებს სის­წრა­ფის "დაგ­დე­ბას") დიდი სის­წრა­ფით მოძ­რა­ვი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი ერ­თმა­ნე­თის პი­რის­პირ აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან. ეს წარ­მო­ად­გენს სა­შიშ კონ­ფლიქ­ტურ წერ­ტილს და სა­ჭი­რო­ებს სწრაფ ჩა­რე­ვას, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხე­ვა­ში მაგ ად­გილ­ზე ავა­რი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდა გარ­დუ­ვა­ლია სამ­წუ­ხა­როდ", - წერს შალ­ვა ოგ­ბა­ი­ძე.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად Ambebi.ge სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენტს და­უ­კავ­შირ­და. დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ გი­ორ­გი სე­თუ­რი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ მო­ნაკ­ვე­თი დას­რუ­ლე­ბუ­ლია და საგ­ზაო ნიშ­ნე­ბიც და­ყე­ნე­ბუ­ლია.

"არ ვე­თან­ხმე­ბი იმი­ტომ, რომ არ­სად მაგ მო­ნაკ­ვეთ­ზე ასე­თი რამ არ ხდე­ბა, არის მხო­ლოდ და მხო­ლოდ კვან­ძე­ბი და იმ კვან­ძებ­თან არის ყვე­ლა­ნა­ი­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. ეს არის კვან­ძი, სა­დაც დიდი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ო­ბა სა­ერ­თოდ არ შე­იძ­ლე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ბა­ტო­ნი შალ­ვას შე­ნიშ­ვნას აუ­ცი­ლებ­ლად შე­ვის­წავ­ლით, მაგ­რამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა იმა­ში, რომ საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა გა­უ­მარ­თა­ვია, სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა".

გი­ორ­გი სე­თუ­რი­ძის თქმით, ქუ­თა­ი­სის შე­მოვ­ლით გზა­ზე, საგ­ზაო ნიშ­ნე­ბი ყველ­გან არის და­ყე­ნე­ბუ­ლი და მოძ­რა­ო­ბის სიჩ­ქა­რეც შე­ზღუ­დუ­ლია. რო­გორც ის ამ­ბობს, ამ გზებ­ზე ავა­რია ძი­რი­თა­დად ორი მი­ზე­ზით ხდე­ბა:

"ერთი მი­ზე­ზია გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რე და მე­ო­რე მა­ნევ­რი­რე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა გას­წრე­ბის დროს. რა­ტომ­ღაც ახლა ვი­ღაც ცდი­ლობს იპო­ვოს სხვა მი­ზე­ზი იმის მა­გივ­რად, რომ ეს მა­გა­ლი­თი კი­დევ ერთხელ გახ­დეს მკა­ფიო ნი­შა­ნი იმი­სა, რომ ყვე­ლა მძღოლ­მა კი­დევ უფრო მეტი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ოს მოძ­რა­ო­ბის წე­სებს. ამ შე­მოვ­ლით გზა­ზე და­წე­სე­ბუ­ლია მოძ­რა­ო­ბის შე­ზღუდ­ვა 90კმ/სთ სიჩ­ქა­რე, რა­საც უმე­ტე­სად არა­სო­დეს იცა­ვენ. ამ გზა­ზე საგ­ზაო ნიშ­ნე­ბი მო­წეს­რი­გე­ბუ­ლია, ყველ­გან არის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, რომ შე­ზღუდ­ვა არის 90კმ/სთ. ნაჩ­ვე­ნე­ბია ისიც, რომ არის ორ­მხრი­ვი მოძ­რა­ო­ბა", - ამ­ბობს გი­ორ­გი სე­თუ­რი­ძე.

თეა ბე­ჟი­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

გაუმართავია თუ არა ქუთაისის შემოვლითი გზა? - "დაწესებულია სიჩქარის შეზღუდვა 90კმ/სთ, რასაც არასოდეს იცავენ"

გაუმართავია თუ არა ქუთაისის შემოვლითი გზა? - "დაწესებულია სიჩქარის შეზღუდვა 90კმ/სთ, რასაც არასოდეს იცავენ"

ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლით გზაზე გუშინ, 22 აპრილს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება, ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ერთი ორსული ქალია.

ქუთაისის შემოვლით გზაზე უმძიმესი ავარიები ხშირად ხდება. ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ავარია, ე.წ მორაგბეების ავარიაც სწორედ ამ გზაზე, ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის მონაკვეთზე მოხდა. 21 ივლისს მომხდარ ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა, 4 კი მძიმედ დაშავდა. მაშინ გაჩნდა მოსაზრება, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე ავარიების გამომწვევი მიზეზი მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურაა, ზოგიერთის აზრით, მთავარი დამნაშავე მძღოლები არიან, რომლებიც არ იცავენ მოძრაობის წესებს და არ ემორჩილებიან სიჩქარის დაწესებულ ზღვარს. ნაწილი კი ფიქრობდა, რომ პატრულს მეტი სიმკაცრე მართებს დამრღვევი მძღოლების მიმართ.

მორაგბეების ავარიის შემდეგ საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი შალვა ოგბაიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერდა: "ქუთაისი-სამტრედიის შემოვლითი გზის ეს ადგილი წარმოადგენს მომეტებული რისკის ადგილს... ამ ადგილზე სრულდება ცალმხრივი მოძრაობა და ძალიან მოკლე მონაკვეთში (ისე რომ ავტომობილი ვერ ასწრებს სისწრაფის "დაგდებას") დიდი სისწრაფით მოძრავი ავტომობილები ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდებიან. ეს წარმოადგენს საშიშ კონფლიქტურ წერტილს და საჭიროებს სწრაფ ჩარევას, წინააღმდეგ შემთხევაში მაგ ადგილზე ავარიების რაოდენობის ზრდა გარდუვალია სამწუხაროდ", - წერს შალვა ოგბაიძე.

აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად Ambebi.ge საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაუკავშირდა. დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ განაცხადა, რომ მონაკვეთი დასრულებულია და საგზაო ნიშნებიც დაყენებულია.

"არ ვეთანხმები იმიტომ, რომ არსად მაგ მონაკვეთზე ასეთი რამ არ ხდება, არის მხოლოდ და მხოლოდ კვანძები და იმ კვანძებთან არის ყველანაირი მაჩვენებელი. ეს არის კვანძი, სადაც დიდი სიჩქარით მოძრაობა საერთოდ არ შეიძლება, მიუხედავად ამისა, ბატონი შალვას შენიშვნას აუცილებლად შევისწავლით, მაგრამ ხელისუფლების დადანაშაულება იმაში, რომ საგზაო ინფრასტრუქტურა გაუმართავია, სიმართლეს არ შეესაბამება".

გიორგი სეთურიძის თქმით, ქუთაისის შემოვლით გზაზე, საგზაო ნიშნები ყველგან არის დაყენებული და მოძრაობის სიჩქარეც შეზღუდულია. როგორც ის ამბობს, ამ გზებზე ავარია ძირითადად ორი მიზეზით ხდება:

"ერთი მიზეზია გადაჭარბებული სიჩქარე და მეორე მანევრირების წესების დარღვევა გასწრების დროს. რატომღაც ახლა ვიღაც ცდილობს იპოვოს სხვა მიზეზი იმის მაგივრად, რომ ეს მაგალითი კიდევ ერთხელ გახდეს მკაფიო ნიშანი იმისა, რომ ყველა მძღოლმა კიდევ უფრო მეტი ყურადღება მიაქციოს მოძრაობის წესებს. ამ შემოვლით გზაზე დაწესებულია მოძრაობის შეზღუდვა 90კმ/სთ სიჩქარე, რასაც უმეტესად არასოდეს იცავენ. ამ გზაზე საგზაო ნიშნები მოწესრიგებულია, ყველგან არის მაჩვენებელი, რომ შეზღუდვა არის 90კმ/სთ. ნაჩვენებია ისიც, რომ არის ორმხრივი მოძრაობა", - ამბობს გიორგი სეთურიძე.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი