ტაილანდის 63 წლის პრინცმა დასავლური მედია აალაპარაკა. გერმანიაში, მიუნჰენში ვიზიტად მყოფი მომავალი მეფის ჩაცმულობამ გერმანული გამოცემები ააჭრელა. პრინცი მაჰა ვაჯირალონგკორნი, რომელსაც აეროპორტში წითელი ხალიჩითა და ოფიციალური მიღებით დახვდნენ, ტრაპიდან მოკლე მაისურში და ჯინსებში გამოწყობილი ჩამოვიდა.
პრინცს თან ახლდა ახალგაზრდა მეუღლე, რომელიც ასევე ჯინსებსა და მოკლე მაისურში იყო გამოწყობილი. პრინცის უჩვეულო ჩაცმულობის გარდა, ყურადღება მიიქცია მისმა მრავალრიცხოვანმა ტატუებმაც.
გერმანული გამოცემის მიხედვით, პრინცმა ბავარიაში, ტბის პირას მეუღლისთვის ვილა იყიდა, რომელიც 10 მილიონი ევრო დაუჯდა. როგორც ჩანს, სწორედ ვილაზე დასასვენებლად ჩავიდა პრინცი გერმანიაში.