21 ივლისს, ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე უმძიმესი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს დიდი სიჩქარით მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა სამი და დაშავდა ოთხი ადამიანი. დაშავებულები არიან საქართველოს ეროვნული რაგბის ნაკრების მორაგბეები მერაბ კვირიკაშვილი და გიორგი ლომინაძე და მათი მეუღლეები. უახლესი ინფორმაციის მიხედვით, კვირიკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, მისი მეუღლის - მძიმე, ასევე მძიმეა ლომინაძის მდგომარეობა.
გარდაცვლილები არიან ახალგაზრდა ცოლ-ქმარი გიორგი პაპასკირი და ნუცა კალანდარია, ასევე მათი მეგობარი ანი ჩხაიძე. როგორც ცნობილია, წყვილი მეგობართან ერთად თბილისში ბრუნდებოდა ბათუმიდან, სადაც რამდენიმე დღის განმავლობაში ისვენებდნენ.
გარდაცვლილები 25-26 წლის ასაკისანი არიან. დაღუპულ ცოლ-ქმარს მცირეწლოვანი ქალიშვილი დარჩათ.