პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უახლესი ინფორმაცია ავარიაში მოყოლილი მორაგბეების შესახებ: კვირიკაშვილი სტაბილურადაა, ლომინაძე - კვლავ მძიმედ
 უახლესი ინფორმაცია ავარიაში მოყოლილი მორაგბეების შესახებ: კვირიკაშვილი სტაბილურადაა, ლომინაძე - კვლავ მძიმედ

ქუ­თა­ი­სი-სამ­ტრე­დი­ის გზა­ზე გუ­შინ მომ­ხდა­რი ავა­რი­ის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი მო­რაგ­ბის, მე­რაბ კვი­რი­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა დას­ტა­ბი­ლურ­და, გი­ორ­გი ლო­მი­ნა­ძის კი კვლავ მძი­მე რჩე­ბა.

ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს ქუ­თა­ი­სის ინ­ტერ­ვენ­ცი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრის მიმ­ღე­ბის ექიმ­მა, და­ვით წუ­ლა­ი­ამ გა­ნუ­ცხა­და.

"21 ივ­ლისს, 18:40 სა­ათ­ზე, ჩვენს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ორი პა­ცი­ენ­ტი შე­მო­იყ­ვა­ნეს. ერთ-ერთი 32 წლის მე­რაბ კვი­რი­კაშ­ვი­ლია, რომ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მე არ არის. ის ინ­ტენ­სი­უ­რი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვე იმ­ყო­ფე­ბა. პა­ცი­ენ­ტი გონ­ზეა და ადეკ­ვა­ტუ­რად პა­სუ­ხობს კი­თხვებს. და­ე­ნიშ­ნა შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე პა­ცი­ენტს - 26 წლის გი­ორ­გი ლო­მი­ნა­ძეს სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი. აღე­ნიშ­ნე­ბა ორი­ვე ბარ­ძა­ყი­სა და წვი­ვის ძვლე­ბის მო­ტე­ხი­ლო­ბა, ტრავ­მუ­ლი შოკი, ქალა-ტვი­ნის და­ხუ­რუ­ლი ტრავ­მა, სის­ხლის დიდი ოდე­ნო­ბით და­ნა­კარ­გი, უტარ­დე­ბა ფილ­ტვის ხე­ლოვ­ნუ­რი ვენ­ტი­ლა­ცია. მო­თავ­სე­ბუ­ლია რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. მდგო­მა­რე­ო­ბა სე­რი­ო­ზუ­ლია, მაგ­რამ უტარ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა. ექი­მე­ბი ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ, რომ ის გა­დარ­ჩეს და და­უბ­რუნ­დეს ნორ­მა­ლურ ცხოვ­რე­ბას", - გა­ნა­ცხა­და მიმ­ღე­ბის ექიმ­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო

სამ­ტრე­დია-ქუ­თა­ი­სის გზა­ზე ავ­ტო­ა­ვა­რია გუ­შინ სა­ღა­მოს მოხ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერ­თმა­ნეთს დიდი სის­წრა­ფით მოძ­რა­ვი ორი ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ე­ჯა­ხა. კვი­რი­კაშ­ვი­ლი და ლო­მი­ნა­ძე მე­უღ­ლე­ებ­თან ერ­თად მგზავ­რობ­დნენ, რომ­ლებ­მაც ასე­ვე სხვა­დას­ხვა სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღეს.

ავა­რი­ას ემსხვერ­პლა მე­ო­რე მან­ქა­ნა­ში მსხდო­მი სამი ადა­მი­ა­ნი - ახალ­გაზ­რდა ცოლ-ქმა­რი და მათი მე­გო­ბა­რი.

Car crash kills three and injures Georgian rugby players

უახლესი ინფორმაცია ავარიაში მოყოლილი მორაგბეების შესახებ: კვირიკაშვილი სტაბილურადაა, ლომინაძე - კვლავ მძიმედ

 უახლესი ინფორმაცია ავარიაში მოყოლილი მორაგბეების შესახებ: კვირიკაშვილი სტაბილურადაა, ლომინაძე - კვლავ მძიმედ

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე გუშინ მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული მორაგბის, მერაბ კვირიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა, გიორგი ლომინაძის კი კვლავ მძიმე რჩება.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის მიმღების ექიმმა, დავით წულაიამ განუცხადა.

"21 ივლისს, 18:40 საათზე, ჩვენს საავადმყოფოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ორი პაციენტი შემოიყვანეს. ერთ-ერთი 32 წლის მერაბ კვირიკაშვილია, რომლის მდგომარეობა მძიმე არ არის. ის ინტენსიური მეთვალყურეობის ქვე იმყოფება. პაციენტი გონზეა და ადეკვატურად პასუხობს კითხვებს. დაენიშნა შესაბამისი მკურნალობა.

რაც შეეხება მეორე პაციენტს - 26 წლის გიორგი ლომინაძეს სერიოზული დაზიანება აქვს მიღებული. აღენიშნება ორივე ბარძაყისა და წვივის ძვლების მოტეხილობა, ტრავმული შოკი, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, სისხლის დიდი ოდენობით დანაკარგი, უტარდება ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია. მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. მდგომარეობა სერიოზულია, მაგრამ უტარდება შესაბამისი მკურნალობა. ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რომ ის გადარჩეს და დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას", - განაცხადა მიმღების ექიმმა.

იხილეთ ვიდეო

სამტრედია-ქუთაისის გზაზე ავტოავარია გუშინ საღამოს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს დიდი სისწრაფით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა. კვირიკაშვილი და ლომინაძე მეუღლეებთან ერთად მგზავრობდნენ, რომლებმაც ასევე სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს.

ავარიას ემსხვერპლა მეორე მანქანაში მსხდომი სამი ადამიანი - ახალგაზრდა ცოლ-ქმარი და მათი მეგობარი.

Car crash kills three and injures Georgian rugby players

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი