ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ავარიის შედეგად დაშავებული მორაგბეებისათვის სისხლის ჩაბარების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას "ფეისბუქზე" ეხმაურება. როგორც მინისტრი წერს, ამ ეტაპზე სისხლის დეფიციტი არ არსებობს.
"მეგობრებო, გიდასტურებთ, რომ სისხლის ყველა საჭირო პროდუქტი ადგილზეა და ამ შემთხვევაში მართვის არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა მათი დეფიციტი. პირადად ვაკონტროლებ", - წერს სერგეენკო.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, ავარიის შედეგად დაშავებულ მორაგბეებს პირველი ჯგუფის დადებითი სისხლი ესაჭიროებათ
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი მერაბ კვირიკაშვილი და და "ლელოს" წევრი გიორგი ლომინაძე მძიმე ავარიაში მოყვნენ. შემთხვევის დროს სპორტსმენებთან ერთად მათი მეუღლეები იმყოფებოდნენ. ოთხოვე დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათი მდგომარეობა მძიმეა.
საზარელი ავარია ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე რამდენიმე საათის წინ მოხდა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის არიან ახალგაზრდა ცოლ-ქმარი. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
ნახეთ: როგორია ავარიის შედეგად დაშავებული მორაგბეების მდგომარეობა - მწვრთნელის კომენტარი