როგორია ავარიის შედეგად დაშავებული მორაგბეების მდგომარეობა - მწვრთნელის კომენტარი

როგორია ავარიის შედეგად დაშავებული მორაგბეების მდგომარეობა - მწვრთნელის კომენტარი

ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად ორი ქართველი მორაგბე, ეროვნული ნაკრების წევრი მერაბ კვირიკაშვილი და "ლელოს" წევრი გიორგი ლომინაძე დაშავდნენ. ისინი მრავლობითი დაზიანებებით ქუთაისის საავადმყოფოში არიან მოთავსებული. ჩვენი ინფორმაციით, გიორგი ლომინაძის ოპერაცია ამ წუთებში მიმდინარეობს.

დაშავებულების მდგომარეობის შესახებ Ambebi.ge-ს-თან საუბრისას მორაგბეების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა მცირე კომენტარი გააკეთა:

- მერაბის და გიორგის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მეუღლეები უფრო მძიმედ არიან დაშავებული, სხვას ვერაფერს გეტყვით. არაფერი ვიცი.

საზარელი ავარია ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე რამდენიმე საათის წინ მოხდა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის არიან ახალგაზრდა ცოლ-ქმარი. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი