პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არსებული ინფორმაციით, მოდელ მანიკა ასათიანის კალათბურთელი მეუღლე დააკავეს
არსებული ინფორმაციით, მოდელ მანიკა ასათიანის კალათბურთელი მეუღლე დააკავეს

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს კა­ლათ­ბურ­თელ­თა ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რი და­ა­კა­ვეს.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბით, კა­ლათ­ბურ­თე­ლი ბექა წივ­წი­ვა­ძე თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა, გა­და­ტა­ნის ბრალ­დე­ბით, რამ­დე­ნი­მე დღის წინ აიყ­ვა­ნეს, თუმ­ცა სა­სა­მარ­თლომ მას გი­რაო შე­უ­ფარ­და და გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბექა წივ­წი­ვა­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩი­ნე­თი­დან ჩა­მო­ვი­და, რა დრო­საც ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა, ე.წ. ჰა­ში­ში აღ­მო­აჩ­ნდა. შსს-ში ადას­ტუ­რე­ბენ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ბრალ­დე­ბით თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში ერთი პირი და­ა­კა­ვეს, თუმ­ცა მის ვი­ნა­ო­ბას არ აკონ­კრე­ტე­ბენ.

"აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­როვ­ნე­ბა და­კა­ვე­ბუ­ლია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე და 262-ე მუხ­ლე­ბით. თუმ­ცა, სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით მას გი­რაო შე­უ­ფარ­და. ამ დრო­ის­თვის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს", - აცხა­დე­ბენ შსს-ში.

ბექა წივ­წი­ვა­ძე, რო­მე­ლიც მო­დე­ლი­სა და ტე­ლე­წამ­ყვა­ნის მა­ნი­კა ასა­თი­ა­ნის მე­უღ­ლეა, ჩი­ნეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს B ნაკ­რებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და. ამას მისი "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი და სტა­ტუ­სე­ბიც მოწ­მობს. სა­კა­ლათ­ბურ­თო ნაკ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ დაბ­რუნ­და.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ­ჯე­რად კა­ლათ­ბურ­თე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ნაკ­რებს სლო­ვე­ნი­ა­ში უნდა გაჰ­ყო­ლო­და, თუმ­ცა, ის ნაკ­რებ­თან ერ­თად შეკ­რე­ბა­ზე სლო­ვე­ნი­ა­ში არ იმ­ყო­ფე­ბა.

ფაქ­ტის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად მა­ნი­კა ასა­თი­ანს და­ვუ­კავ­შირ­დით. კა­ლათ­ბურ­თე­ლის მე­უღ­ლის თქმით, ინ­ფორ­მა­ცია სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა და მისი მე­უღ­ლე სლო­ვე­ნი­ა­ში ტრავ­მის გამო ვერ წა­ვი­და:

"მეც გა­ვი­გე ეს ამ­ბა­ვი და არ არის მარ­თა­ლი. ბექა არ და­უ­კა­ვე­ბი­ათ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს. ახლა ტრავ­მა აქვს და ამის გამო ვერ მო­ა­ხერ­ხა ნაკ­რებ­თან ერ­თად გამ­გზავ­რე­ბა" - აღ­ნიშ­ნა AMBEBi.GE-სთან სა­უბ­რი­სას მა­ნი­კა ასა­თი­ან­მა.

ვი­დეო

არსებული ინფორმაციით, მოდელ მანიკა ასათიანის კალათბურთელი მეუღლე დააკავეს

არსებული ინფორმაციით, მოდელ მანიკა ასათიანის კალათბურთელი მეუღლე დააკავეს

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრი დააკავეს.

გავრცელებული ცნობით, კალათბურთელი ბექა წივწივაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, გადატანის ბრალდებით, რამდენიმე დღის წინ აიყვანეს, თუმცა სასამართლომ მას გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა.

არაოფიციალური ინფორმაციით, ბექა წივწივაძე საქართველოში ჩინეთიდან ჩამოვიდა, რა დროსაც ნარკოტიკული საშუალება, ე.წ. ჰაშიში აღმოაჩნდა. შსს-ში ადასტურებენ, რომ აღნიშნული ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ერთი პირი დააკავეს, თუმცა მის ვინაობას არ აკონკრეტებენ.

"აღნიშნული პიროვნება დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით. თუმცა, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით მას გირაო შეუფარდა. ამ დროისთვის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს", - აცხადებენ შსს-ში.

ბექა წივწივაძე, რომელიც მოდელისა და ტელეწამყვანის მანიკა ასათიანის მეუღლეა, ჩინეთში საქართველოს B ნაკრებთან ერთად იმყოფებოდა. ამას მისი "ფეისბუქის" გვერდზე განთავსებული ფოტოები და სტატუსებიც მოწმობს. საკალათბურთო ნაკრები საქართველოში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა.

არსებული ინფორმაციით, ამჯერად კალათბურთელი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სლოვენიაში უნდა გაჰყოლოდა, თუმცა, ის ნაკრებთან ერთად შეკრებაზე სლოვენიაში არ იმყოფება.

ფაქტის გადასამოწმებლად მანიკა ასათიანს დავუკავშირდით. კალათბურთელის მეუღლის თქმით, ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მისი მეუღლე სლოვენიაში ტრავმის გამო ვერ წავიდა:

"მეც გავიგე ეს ამბავი და არ არის მართალი. ბექა არ დაუკავებიათ სამართალდამცველებს. ახლა ტრავმა აქვს და ამის გამო ვერ მოახერხა ნაკრებთან ერთად გამგზავრება" - აღნიშნა AMBEBi.GE-სთან საუბრისას მანიკა ასათიანმა.

ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ