რუსეთის პროკურატურამ აღმოაჩინა საბუთი, რომლითაც მსხვილი ფულადი თანხის სოციალურ დახმარებად გაფორმება დასტურდება. ფედერალური საემიგრაციო სამსახურის უფროსმა კონსტანტინ რომოდანოვსკმა თავის მდივანს 22,1 მილიონი რუბლის ოდენობის სოციალური დახმარება გადასცა.
რომოდანოვსკის მდივანს ეკატერინა ხოროშიხს თანხა 90 კვადრატული მეტრი ფართობის ბინის შესაძენად მისცა. "კონსტანტინმა გასცა ბრძანება მდივნის სუბსიდირებისთვის და ფორმალურად არაფერი დაურღვევია. მისმა მდივანმა 16 წელი იმუშვა საემიგრაციო სამსახურში, მას ქმარი და სამი შვილი ყავს, ყველა უფლება აქვს საცხოვრებელი პირობები გაიუმჯობესოს. გასარკვევი ისაა, ჰქონდა თუ არა უფლება მდივანს, 22 მილიონის ოდენობის ფული მიეღო სუბსიდიის სახით და ამ თანხის გაცემით უფლებამოსილებას ხომ არ გადააჭარბა რომოდანოვსკმა", - ამბობს საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელი.
მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.