სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უნიკალური აღმოჩენა შირაქის ველზე: "უმაღლესი კულტურის ნაშთებია, ეს არის ქალაქები, პრაქტიკულად, სახელმწიფო"
უნიკალური აღმოჩენა შირაქის ველზე: "უმაღლესი კულტურის ნაშთებია, ეს არის ქალაქები, პრაქტიკულად, სახელმწიფო"

ში­რა­ქის ველ­ზე, დიდ­ნა­უ­რის ნა­ქა­ლა­ქარ­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სა­ვა­რა­უ­დოდ, ბრძო­ლა­ში და­ღუ­პუ­ლი მხე­დარ­თმთავ­რის სა­მარ­ხი გა­ი­თხა­რა. მუც­ლის არე­ში ჩონ­ჩხს აღ­მო­აჩ­ნდა ის­რის პირი, რო­მე­ლიც არ არის კავ­კა­სი­უ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბის. ასე­ვე, მას ზურგთან აქვს ბრინ­ჯა­ოს მახ­ვი­ლი (ძვ.წ.აღ-ის XIII ს.)

ნა­ქა­ლა­ქა­რი, რო­მე­ლიც სა­ტე­ლი­ტუ­რი ფო­ტო­ე­ბის გა­შიფვ­რის შე­დე­გად აღ­მოჩ­ნდა, დე­დოფ­ლის­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, დიდი ში­რა­ქის ვე­ლის და­სავ­ლეთ ნა­წილ­ში მდე­ბა­რე­ობს. ივ­რის ზე­გა­ნის ამ მო­ნაკ­ვეთ­ში, გე­ოგ­რა­ფი­უ­ლად, დიდი ში­რა­ქის, პა­ტა­რა ში­რა­ქი­სა და ზი­ლი­ჩის ნა­ყო­ფი­ე­რი ვე­ლე­ბია. ვე­ლებს ირ­გვლივ მთა­გო­რებ­ზე ორ­მოც­და­ა­თი მცი­რე და­სახ­ლე­ბაა, რო­მე­ლიც XII-IX სს-ით თა­რიღ­დე­ბა.

კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის სა­ა­გენ­ტო დე­დოფ­ლის­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, ში­რა­ქის ველ­ზე, 2014 წლი­დან შე­უდ­გა დიდ­ნა­უ­რის არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ექ­სპე­დი­ცი­ის კვლე­ვა-ძი­ე­ბას.

რო­გორც ნი­კო­ლოზ ან­თი­ძე, სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ამ­ბობს, ექ­სპე­დი­ცი­ის­თვის და­ფი­ნან­სე­ბა 2014-2016 წლებ­ში გა­მო­ი­ყო. კვლე­ვე­ბის თა­ნახ­მად, დიდ­ნა­უ­რის ნა­ქა­ლა­ქა­რი, პირ­ვე­ლა­დი მო­ნა­ცე­მე­ბით, ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში ყვე­ლა­ზე დიდი ნა­ქა­ლა­ქა­რია: "ახა­ლი აღ­მო­ჩე­ნე­ბი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გა­ნაც მან და­ად­გი­ნა, რომ ეს ნა­ქა­ლა­ქა­რი მარ­თლაც გრან­დი­ო­ზუ­ლია".

რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, ნა­ქა­ლა­ქა­რის 7 მეტ­რი სი­გა­ნის გა­ლა­ვა­ნი ქვის, თი­ხის და ხის კონ­სტრუქ­ცი­ე­ბით არის ნა­გე­ბი. სიგ­რძე და­ახ­ლო­ე­ბით 1.5 კმ-ია. ჩრდი­ლო-და­სავ­ლეთ და ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლეთ კუ­თხე­ში დიდი ზო­მის ნა­გე­ბო­ბე­ბია.

გარ­კვე­ულ მო­ნაკ­ვეთ­ზე ოთხი სა­მარ­ხი გა­ი­თხა­რა. ინ­ვენ­ტა­რი აღ­მოჩ­ნდა მხო­ლოდ ერ­თში. ამ მა­სა­ლის მი­ხედ­ვით, სა­მარ­ხებს ძვ.წ. I ათას­წლე­უ­ლის და­სა­წყი­სით ათა­რი­ღე­ბენ. ზო­გა­დად, ნა­ქა­ლა­ქა­რი, მო­პო­ვე­ბუ­ლი კე­რა­მი­კუ­ლი მა­სა­ლის სა­ფუძ­ველ­ზე, ძვ.წ. XII-XI - VIII-VII სს. გა­ნე­კუთ­ვნე­ბა.

დიდ­ნა­უ­რის ნა­ქა­ლა­ქარ­ზე არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი წელ­საც გაგ­რძელ­დე­ბა. მთლი­ა­ნი კომ­პლექ­სის გა­მოკ­ვლე­ვამ, შე­საძ­ლოა, ძი­რე­უ­ლად შეც­ვა­ლოს დას­კვნე­ბი ჩვე­ნი წარ­სუ­ლის შე­სა­ხებ და მრა­ვა­ლი სა­უ­კუ­ნით გა­და­წი­ოს აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ხელ­მწი­ფოს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის თა­რი­ღი.

კი­ა­ზო ფი­ცხე­ლა­უ­რი, აკა­დე­მი­კო­სი, არ­ქე­ო­ლო­გი: "თა­მა­მად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი აღ­მო­ჩე­ნა გა­კეთ­და. სა­მარ­ხე­ბი ეკუთ­ვნის თუ არა ქარ­თვე­ლებს, ამა­ზე მა­შინ ვუ­პა­სუ­ხებ, რაც ინ­გლი­სი­დან დნმ-ის დას­კვნა გვექ­ნე­ბა. თუმ­ცა, ფაქ­ტია, რომ უმაღ­ლე­სი კულ­ტუ­რის ნაშ­თე­ბია, ეს არის ქა­ლა­ქე­ბი, პრაქ­ტი­კუ­ლად, სა­ხელ­მწი­ფო".

2016 წლის მა­ის­ში ამ ტე­რი­ტო­რი­ას კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა, ახლა კი ძეგლის მას­შტა­ბუ­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, იმა­ზეც იმ­სჯე­ლე­ბენ, მომ­ზად­დეს შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტა­ცია და წა­რუდ­გი­ნონ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას, რათა მას ეროვ­ნუ­ლი კა­ტე­გო­რი­აც მი­ე­ნი­ჭოს.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

უნიკალური აღმოჩენა შირაქის ველზე: "უმაღლესი კულტურის ნაშთებია, ეს არის ქალაქები, პრაქტიკულად, სახელმწიფო"

უნიკალური აღმოჩენა შირაქის ველზე: "უმაღლესი კულტურის ნაშთებია, ეს არის ქალაქები, პრაქტიკულად, სახელმწიფო"

შირაქის ველზე, დიდნაურის ნაქალაქარში რამდენიმე დღის წინ, სავარაუდოდ, ბრძოლაში დაღუპული მხედართმთავრის სამარხი გაითხარა. მუცლის არეში ჩონჩხს აღმოაჩნდა ისრის პირი, რომელიც არ არის კავკასიური წარმომავლობის. ასევე, მას ზურგთან აქვს ბრინჯაოს მახვილი (ძვ.წ.აღ-ის XIII ს.)

ნაქალაქარი, რომელიც სატელიტური ფოტოების გაშიფვრის შედეგად აღმოჩნდა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დიდი შირაქის ველის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ივრის ზეგანის ამ მონაკვეთში, გეოგრაფიულად, დიდი შირაქის, პატარა შირაქისა და ზილიჩის ნაყოფიერი ველებია. ველებს ირგვლივ მთაგორებზე ორმოცდაათი მცირე დასახლებაა, რომელიც XII-IX სს-ით თარიღდება.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შირაქის ველზე, 2014 წლიდან შეუდგა დიდნაურის არქეოლოგიური ექსპედიციის კვლევა-ძიებას.

როგორც ნიკოლოზ ანთიძე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ამბობს, ექსპედიციისთვის დაფინანსება 2014-2016 წლებში გამოიყო. კვლევების თანახმად, დიდნაურის ნაქალაქარი, პირველადი მონაცემებით, ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი ნაქალაქარია: "ახალი აღმოჩენები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც მან დაადგინა, რომ ეს ნაქალაქარი მართლაც გრანდიოზულია".

როგორც შევიტყვეთ, ნაქალაქარის 7 მეტრი სიგანის გალავანი ქვის, თიხის და ხის კონსტრუქციებით არის ნაგები. სიგრძე დაახლოებით 1.5 კმ-ია. ჩრდილო-დასავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში დიდი ზომის ნაგებობებია.

გარკვეულ მონაკვეთზე ოთხი სამარხი გაითხარა. ინვენტარი აღმოჩნდა მხოლოდ ერთში. ამ მასალის მიხედვით, სამარხებს ძვ.წ. I ათასწლეულის დასაწყისით ათარიღებენ. ზოგადად, ნაქალაქარი, მოპოვებული კერამიკული მასალის საფუძველზე, ძვ.წ. XII-XI - VIII-VII სს. განეკუთვნება.

დიდნაურის ნაქალაქარზე არქეოლოგიური სამუშაოები წელსაც გაგრძელდება. მთლიანი კომპლექსის გამოკვლევამ, შესაძლოა, ძირეულად შეცვალოს დასკვნები ჩვენი წარსულის შესახებ და მრავალი საუკუნით გადაწიოს აღმოსავლეთ საქართველოში სახელმწიფოს ჩამოყალიბების თარიღი.

კიაზო ფიცხელაური, აკადემიკოსი, არქეოლოგი: "თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე სერიოზული აღმოჩენა გაკეთდა. სამარხები ეკუთვნის თუ არა ქართველებს, ამაზე მაშინ ვუპასუხებ, რაც ინგლისიდან დნმ-ის დასკვნა გვექნება. თუმცა, ფაქტია, რომ უმაღლესი კულტურის ნაშთებია, ეს არის ქალაქები, პრაქტიკულად, სახელმწიფო".

2016 წლის მაისში ამ ტერიტორიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, ახლა კი ძეგლის მასშტაბურობიდან გამომდინარე, იმაზეც იმსჯელებენ, მომზადდეს შესაბამისი დოკუმენტაცია და წარუდგინონ საქართველოს მთავრობას, რათა მას ეროვნული კატეგორიაც მიენიჭოს.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ