პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსუდან კერვალიშვილი "ცენტრ პოინტის" საქმის დეტალებზე - მრცხვენია დაზარალებულების
რუსუდან კერვალიშვილი "ცენტრ პოინტის" საქმის დეტალებზე - მრცხვენია დაზარალებულების

მრცხვე­ნია იმ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის, რომ­ლებ­თა­ნაც არ მქონ­და ნორ­მა­ლუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა, რათა გა­მო­მე­ხა­ტა მათ მი­მართ ის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რა­საც მათ წი­ნა­შე გან­ვიც­დი, - ამის შე­სა­ხებ "ცენ­ტრ პო­ინ­ტის" ერთ-ერ­თმა დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვილ­მა დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და და "ცენ­ტრ პო­ინ­ტის" საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბულ დე­ტა­ლებ­ზე ისა­უბ­რა.

"მე მრცხვე­ნია იმის, რომ ამ­დე­ნი ხანი ვა­წუ­ხებთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ ჩვენს ოჯახ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი, დღემ­დე არ არის გა­და­წყვე­ტი­ლი. მე მრცხვე­ნია რო­გორც ადა­მი­ანს, პო­ლი­ტი­კოსს, დე­დას და მო­ქა­ლა­ქეს. მრცხვე­ნია იმ ადა­მი­ა­ნე­ბის, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის, რომ­ლებ­თა­ნაც არ მქონ­და ნორ­მა­ლუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია და არ მქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა გა­მო­მე­ხა­ტა მათ მი­მართ ის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რა­საც მათ წი­ნა­შე გან­ვიც­დი", - გა­ნა­ცხა­და რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სამი წე­ლია ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს და ოჯა­ხი სა­სა­მარ­თლოს­თან მუდ­მი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პი­რო­ბებ­ში იყო. კერ­ვა­ლიშ­ვი­ლის თქმით, მის­თვის სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ის ოპე­რა­ცია, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და. იგი მი­იჩ­ნევს, რომ ამის სა­ჭი­რო­ე­ბა არ იყო.

რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვი­ლის თქმით, ყვე­ლა­ფე­რი მის ბო­ლოდ­რო­ინ­დელ პო­ლი­ტი­კურ აქ­ტი­ვო­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

კომ­პა­ნი­ის ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნებ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ბოლო პე­რი­ოდ­ში ცდი­ლობ­და მო­ე­ძი­ე­ბი­ნა ქალ­ბა­ტო­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მზად იქ­ნე­ბოდ­ნენ და­მო­უ­კი­დე­ბელ მა­ჟო­რი­ტარ დე­პუ­ტა­ტად ეყა­რათ კენ­ჭი და სწო­რედ ამას უკავ­შირ­დე­ბა ის ოპე­რა­ცია, რაც ჩა­ტარ­და.

კერ­ვა­ლიშ­ვი­ლის თქმით, ის ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრო­ბის დროს პი­რა­დად იმ­ყო­ფე­ბო­და მას­თან და ინ­ფორ­მა­ცია და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ, სრუ­ლად გა­დას­ცა.

"მე არ ვი­თხოვ ჩემი დის ცი­ხი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას. მაია ტყვე­ო­ბა­შია, პი­რი­ქით, კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებ ჩემს მო­თხოვ­ნას, მე ვიქ­ნე­ბი იმ სა­ხელ­მწი­ფოს მომ­ხრე, რო­მე­ლიც სა­მარ­თლი­ა­ნად გან­სჯის, მე ერთი ადა­მი­ა­ნი დღეს ისე­თი­ვე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ვარ, რაც შე­ე­ხო ზო­გა­დად, ომის შე­დე­გად ადა­მი­ანს", - აღ­ნიშ­ნა რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვილ­მა და დას­ძი­ნა, რომ 89 სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის მი­უ­ხე­და­ვად, რო­მე­ლიც "ცენ­ტრ პო­ინ­ტის საქ­მე­ზე ჩა­ტარ­და, არც ერთი მოწ­მე დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბის და­კა­ვე­ბას არ ითხოვ­და.

რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვი­ლი სა­სა­მარ­თლოს­გან სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას ელო­დე­ბა. მისი თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე კო­მუ­ნი­კა­ცია არ ჰქო­ნია და არც გეგ­მავს, რად­გან მი­იჩ­ნევს, რომ ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბი ერ­თმა­ნე­თის­გან გა­მიჯ­ნუ­ლი უნდა იყოს.

"უცებ მა­ი­სის ბო­ლოს შე­იქ­მნა ჯგუ­ფი, და­ი­წყო აქ­ცი­ე­ბის მო­წყო­ბა. ამ 24 ადა­მი­ა­ნის­გან შექ­მნილ ჯგუფს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და თე­მურ ფი­ფია. ისი­ნი მარ­თა­ლი არი­ან ჩვენ­თან, თუმ­ცა სა­ეჭ­ვოდ და­ემ­თხვა ეს გა­აქ­ტი­უ­რე­ბა ჩემს აქ­ტი­უ­რო­ბას", - გა­ნა­ცხა­და კერ­ვა­ლიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, თუკი აქამ­დე პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლა არ უფიქ­რია, ამა­ზე და­ი­წყებს ფიქ­რს, თუმ­ცა "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში" შეს­ვლას არ აპი­რებს, რად­გან არ სურს, ეს პარ­ტია "გას­ვა­როს თა­ვი­სი რე­პუ­ტა­ცი­ით".

"ყვე­ლა ზომა მი­ი­ღეთ რაც კი შე­იძ­ლე­ბა, რომ თქვენ­თვის უკე­თე­სი იყოს. თუ თქვენ­თვის უკე­თე­სი იქ­ნე­ბა პა­ტიმ­რო­ბა? კი ბა­ტო­ნო, ოღონ­დაც მოს­თხო­ვეთ სა­ხელ­მწი­ფოს რე­ლუ­რი გეგ­მა, თუ რო­გორ უნდა მოგ­ვარ­დეს პრობ­ლე­მა", - აღ­ნიშ­ნა რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

რუსუდან კერვალიშვილი "ცენტრ პოინტის" საქმის დეტალებზე - მრცხვენია დაზარალებულების

რუსუდან კერვალიშვილი "ცენტრ პოინტის" საქმის დეტალებზე - მრცხვენია დაზარალებულების

მრცხვენია იმ დაზარალებულების, რომლებთანაც არ მქონდა ნორმალური კომუნიკაციის საშუალება, რათა გამომეხატა მათ მიმართ ის დამოკიდებულება, რასაც მათ წინაშე განვიცდი, - ამის შესახებ "ცენტრ პოინტის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა რუსუდან კერვალიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და "ცენტრ პოინტის" საქმესთან დაკავშირებულ დეტალებზე ისაუბრა.

"მე მრცხვენია იმის, რომ ამდენი ხანი ვაწუხებთ საზოგადოებას, რომ ჩვენს ოჯახთან დაკავშირებული საკითხები, დღემდე არ არის გადაწყვეტილი. მე მრცხვენია როგორც ადამიანს, პოლიტიკოსს, დედას და მოქალაქეს. მრცხვენია იმ ადამიანების, დაზარალებულების, რომლებთანაც არ მქონდა ნორმალური კომუნიკაცია და არ მქონდა საშუალება გამომეხატა მათ მიმართ ის დამოკიდებულება, რასაც მათ წინაშე განვიცდი", - განაცხადა რუსუდან კერვალიშვილმა.

მისივე თქმით, სამი წელია ყოველკვირეული სასამართლო პროცესები მიმდინარეობს და ოჯახი სასამართლოსთან მუდმივი თანამშრომლობის პირობებში იყო. კერვალიშვილის თქმით, მისთვის სრულიად მოულოდნელი იყო ის ოპერაცია, რომელიც აღნიშნულ საქმეზე განხორციელდა. იგი მიიჩნევს, რომ ამის საჭიროება არ იყო.

რუსუდან კერვალიშვილის თქმით, ყველაფერი მის ბოლოდროინდელ პოლიტიკურ აქტივობას უკავშირდება.

კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის ინფორმაციით, ის ბოლო პერიოდში ცდილობდა მოეძიებინა ქალბატონები, რომლებიც მზად იქნებოდნენ დამოუკიდებელ მაჟორიტარ დეპუტატად ეყარათ კენჭი და სწორედ ამას უკავშირდება ის ოპერაცია, რაც ჩატარდა.

კერვალიშვილის თქმით, ის ზურაბ ადეიშვილის იუსტიციის მინისტრობის დროს პირადად იმყოფებოდა მასთან და ინფორმაცია დაზარალებულების შესახებ, სრულად გადასცა.

"მე არ ვითხოვ ჩემი დის ციხიდან გათავისუფლებას. მაია ტყვეობაშია, პირიქით, კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩემს მოთხოვნას, მე ვიქნები იმ სახელმწიფოს მომხრე, რომელიც სამართლიანად განსჯის, მე ერთი ადამიანი დღეს ისეთივე დაზარალებული ვარ, რაც შეეხო ზოგადად, ომის შედეგად ადამიანს", - აღნიშნა რუსუდან კერვალიშვილმა და დასძინა, რომ 89 სასამართლო პროცესის მიუხედავად, რომელიც "ცენტრ პოინტის საქმეზე ჩატარდა, არც ერთი მოწმე დამფუძნებლების დაკავებას არ ითხოვდა.

რუსუდან კერვალიშვილი სასამართლოსგან სამართლიანობას ელოდება. მისი თქმით, ხელისუფლებასთან აღნიშნულ საკითხზე კომუნიკაცია არ ჰქონია და არც გეგმავს, რადგან მიიჩნევს, რომ ინსტიტუციები ერთმანეთისგან გამიჯნული უნდა იყოს.

"უცებ მაისის ბოლოს შეიქმნა ჯგუფი, დაიწყო აქციების მოწყობა. ამ 24 ადამიანისგან შექმნილ ჯგუფს ხელმძღვანელობდა თემურ ფიფია. ისინი მართალი არიან ჩვენთან, თუმცა საეჭვოდ დაემთხვა ეს გააქტიურება ჩემს აქტიურობას", - განაცხადა კერვალიშვილმა.

მისივე თქმით, თუკი აქამდე პოლიტიკაში მოსვლა არ უფიქრია, ამაზე დაიწყებს ფიქრს, თუმცა "ნაციონალურ მოძრაობაში" შესვლას არ აპირებს, რადგან არ სურს, ეს პარტია "გასვაროს თავისი რეპუტაციით".

"ყველა ზომა მიიღეთ რაც კი შეიძლება, რომ თქვენთვის უკეთესი იყოს. თუ თქვენთვის უკეთესი იქნება პატიმრობა? კი ბატონო, ოღონდაც მოსთხოვეთ სახელმწიფოს რელური გეგმა, თუ როგორ უნდა მოგვარდეს პრობლემა", - აღნიშნა რუსუდან კერვალიშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."