პარტნიორები:

    სტამბოლის მერი - მოღალატეებისთვის სპეციალური სასაფლაო გაკეთდება და გამვლელები დაწყევლიან მათ

    სტამბოლის მერი - მოღალატეებისთვის სპეციალური სასაფლაო გაკეთდება და გამვლელები დაწყევლიან მათ

    სტამბულის მერის კადირ ტოფბაზის განცხადებით, მზადაა ქალაქში გამოყოს მიწა, სადაც "მოღალატეთა სასაფლაო" გაკეთდება. ამის შესახებ უცხოურ მედიაზე დაყრდნობით euroline.ge წერს.

    "მე გავეცი ბრძანება შესაბამისი ტერიტორიის გამოყოფის თაობაზე, სადაც მოღალატეებისთვის სპეციალური სასაფლაო გაკეთდება და გამვლელებს ექნებათ საშუალება დაწყევლონ ისინი და მათ საფლავებში მოსვენება არ ექნებათ", - განაცხადა ტოფბაზიმ.

    16 ივლისს, რამდენიმე საჯარისო დანაყოფმა თურქეთში სამხედრო გადატრიალების მოწყობა სცადა. ამბოხს 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა. თურქეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორი აშშ-ში მცხოვრები, მქადაგებელი ფეთჰულა გიულენია. თავად გიულენი აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს. სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, თურქეთში 45 000 ადამიანი დააკავეს, სამსახურიდან გაათავისუფლეს ან მოვალეობები შეუწყვიტეს.

    იხილეთ ვიდეო

    ინფორმაციის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: http://www.euroline.ge/?p=8866

    9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

    მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

    პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა