მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორია ქართული ოჯახის ყოველდღიური მენიუ - კვლევის საგანგაშო შედეგები
როგორია ქართული ოჯახის ყოველდღიური მენიუ - კვლევის საგანგაშო შედეგები

ნუტ­რი­ცია ხა­რის­ხი­ა­ნი საკ­ვე­ბის და­ბა­ლან­სე­ბუ­ლად მი­ღე­ბის ჩვე­ვაა, რაც თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ოს მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვაა. არა­ვინ კა­მა­თობს იმა­ზე, რომ უვ­ნე­ბე­ლი პრო­დუქ­ტი და ჯან­სა­ღი კვე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის და სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბის გა­რან­ტი­აა. გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ახა­ლი თა­ო­ბის ნუტ­რი­ცია. თუ მათი ორ­გა­ნიზ­მი სწო­რად არ გა­მო­იკ­ვე­ბა, შე­ფერ­ხდე­ბა გან­ვი­თა­რე­ბა, რაც მო­ზარ­დე­ბის გო­ნებ­რივ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე, ათ­ვი­სე­ბის უნარ­სა და მათ მო­მა­ვალ­ზე იმოქ­მე­დებს.

სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას ჯან­სა­ღი კვე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­აც ნაკ­ლე­ბი აქვს. ორ­გა­ნი­ზა­ცია "ოქსფამ­მა" უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, ევ­რო­კავ­ში­რის მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი სა­სურ­სა­თო უსაფრ­თხო­ე­ბის პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და­ი­წყო, რომ­ლის­თვი­საც მთა­ვა­რია ეროვ­ნუ­ლი სა­სურ­სა­თო უსაფრ­თხო­ე­ბის სტრა­ტე­გი­ის შექ­მნა და მცი­რე ფერ­მე­რე­ბის მხარ­და­ჭე­რა...

ამ ყვე­ლაფ­რის­თვის კი შე­სას­წავ­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის კვე­ბის ხა­რის­ხის დონე, ამი­ტომ ანა­ლი­ზი­სა და კონ­სულ­ტა­ცი­ის ჯგუ­ფის მიერ ჩა­ტარ­და კვე­ბის ეროვ­ნუ­ლი კვლე­ვა, რო­მელ­საც ნუტ­რი­ცი­ის ექ­სპერ­ტი თა­მარ მან­ჯა­ვი­ძე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

მან­ჯა­ვი­ძის თქმით, კვლე­ვი­სას ოჯა­ხე­ბის კვე­ბის შეს­წავ­ლის გარ­და, ცალ-ცალ­კე გა­ა­ნა­ლიზ­და ოჯა­ხის წევ­რე­ბის - ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­სა და 10-17 წლის ბავ­შვე­ბის, ახალ­გაზ­რდე­ბის კვე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა. გა­მოვ­ლინ­და, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი (სოფ­ლად თუ ქა­ლაქ­ში) სრულ­ფა­სოვ­ნად ვერ იკ­ვე­ბე­ბა.

პრო­დუქ­ტის შე­ძე­ნი­სას მათ­თვის ძი­რი­თა­დი კრი­ტე­რი­უ­მი ხა­რის­ხი და ფა­სია. უმ­რავ­ლე­სო­ბა კი­თხუ­ლობს ეტი­კეტს შე­სას­ყიდ პრო­დუქტზე, ინ­ტე­რეს­დე­ბა ვარ­გი­სი­ა­ნო­ბის ვა­დით და ფა­სით.

გა­მო­კი­თხუ­ლე­ბი­დან ნა­ხე­ვარ­ზე მეტი გარ­კვე­უ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას ასა­ხე­ლებს, ანუ ისი­ნი მათი რა­ცი­ო­ნი­დან გა­მო­რი­ცხუ­ლია. ხში­რია ხორ­ცის მი­უ­ღებ­ლო­ბის ფაქ­ტე­ბი, ზო­გი­ერ­თი ოჯა­ხი ყვე­ლა სა­ხის სურ­სა­თის ნაკ­ლე­ბო­ბას მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნიც­დის. ყვე­ლა­ზე მძი­მე თვე­ე­ბად ასა­ხე­ლე­ბენ თე­ბერ­ვალს, მარტსა და აპ­რილს. სურ­სა­თის დე­ფი­ცი­ტის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი ფი­ნან­სუ­რი ხელ­მი­უწ­ვდო­მო­ბაა. ყო­ვე­ლი მე­სა­მე გა­მო­კი­თხუ­ლი ოჯა­ხი აცხა­დებს, რომ მათ არ აქვთ საკ­მა­რი­სი თან­ხა სურ­სა­თის სა­ყიდ­ლად.

კვლე­ვა ავ­ლენს იმას, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე ხში­რად მი­ირ­თმე­ვენ შემ­დეგ კერ­ძებს: შემ­წვარ კარ­ტო­ფილს, ლო­ბი­ოს კერძს, აჯაფ­სან­დალს. ხორ­ცი­ა­ნი კერ­ძე­ბი გა­მო­კი­თხულ­თათ­ვის შე­და­რე­ბით იშ­ვი­ა­თია.

მოკ­ლედ, გა­მო­კი­თხუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­ხე­ვა­რი კვე­ბის სა­შუ­ა­ლო მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა. და­ბა­ლი და სა­შუ­ა­ლო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი კვე­ბის მქო­ნე ოჯა­ხე­ბის უმე­ტე­სო­ბა იღებს: მარ­ცვლე­ულს, ზეთს და ბოსტნე­ულს. ბოსტნე­უ­ლის მი­ღე­ბის მა­ღა­ლი წილი შე­იძ­ლე­ბა იმ ფაქ­ტით აიხ­სნას, რომ კვლე­ვა ზა­ფხულ­ში ჩა­ტარ­და, როცა ახა­ლი ბოსტნე­უ­ლის მოხ­მა­რე­ბა მა­ღა­ლია.

მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ზა­ფხუ­ლი­სა, გა­მო­კი­თხუ­ლი ოჯა­ხე­ბი­დან ხილს მხო­ლოდ 46% იღებს, მი­ზე­ზი ეკო­ნო­მი­კუ­რი ფაქ­ტო­რია, - ხორ­ცი და ხილი ძვი­რია. ამ პრო­დუქ­ტებს სი­ტე­მა­ტუ­რად მხო­ლოდ მა­ღალ­შე­მო­სავ­ლი­ა­ნი ოჯა­ხე­ბი მი­ირ­თმე­ვენ. ასე­ვე და­ბა­ლია რკი­ნით მდი­და­რი პრო­დუქ­ტე­ბით ორ­გა­ნიზ­მის გაძ­ლი­ე­რე­ბა და ამის დე­ფი­ციტს გან­სა­კუთ­რე­ბით მარ­ტო­ხე­ლა პენ­სი­ო­ნე­რე­ბის ოჯა­ხე­ბი გა­ნიც­დი­ან, ძა­ლი­ან და­ბა­ლია რკი­ნით მდი­და­რი პრო­დუქ­ტე­ბის მოხ­მა­რე­ბა. სრულ­წლო­ვან­თა უმე­ტე­სო­ბას მი­აჩ­ნია, რომ მათი კვე­ბა არა­ჯან­სა­ღია. ზოგს მი­აჩ­ნია, რომ ჯან­სა­ღი კვე­ბა მხო­ლოდ ბოსტნე­უ­ლის მი­ღე­ბაა.

10-17 წლის ახალ­გაზ­რდე­ბი ნაკ­ლებ ბოსტნე­ულს, ზეთს, რძეს და რძის პრო­დუქ­ტებს იღე­ბენ, ვიდ­რე სრულ­წლო­ვა­ნე­ბი. გა­მო­კი­თხუ­ლი ბავ­შვე­ბის უმე­ტე­სო­ბამ აღ­ნიშ­ნა, რომ კვი­რა­ში რამ­დენ­ჯერ­მე ჭა­მენ ტკბი­ლე­ულს და სვა­მენ გა­ზი­ან უალ­კოჰო­ლო სას­მე­ლებს.

ქა­ლე­ბის 50% (ვი­საც 100-1000 ლარი აქვთ ყო­ველ­თვი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი) მო­იხ­მარს 4 ჯგუ­ფის საკ­ვებს: მარ­ცვლე­ულს, მცე­ნა­რე­ულ და ცხო­ვე­ლურ ცხი­მებს, ბოსტნე­ულს, რძე­სა და რძის პრო­დუქ­ტებს, მა­შინ, რო­დე­საც ოჯა­ხის და­ნარ­ჩე­ნი წევ­რე­ბი მო­იხ­მა­რენ 5 ჯგუ­ფის საკ­ვებს. ხილს და ხორცს მო­იხ­მარს ქა­ლე­ბის მხო­ლოდ ის ჯგუ­ფი, რო­მელ­საც 1000 ლარ­ზე მეტი შე­მო­სა­ვა­ლი აქვთ.

მოკ­ლედ, ყო­ველ მე­სა­მე ოჯახს არ აქვს საკ­მა­რი­სი თან­ხა სურ­სა­თის სა­ყიდ­ლად. ამ არც თუ სა­სი­ა­მოვ­ნო და მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­ის შე­საც­ვლე­ლად სა­ჭი­როა, სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბი­სა და კვე­ბის ეროვ­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კის, ქვეყ­ნის სტრა­ტე­გი­უ­ლი გეგ­მის შე­მუ­შა­ვე­ბა, რო­მე­ლიც ყვე­ლა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი უწყე­ბის სე­რი­ო­ზულ მუ­შა­ო­ბას გუ­ლის­ხმობს, რომ ეს პრობ­ლე­მა და­იძ­ლი­ოს.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

როგორია ქართული ოჯახის ყოველდღიური მენიუ - კვლევის საგანგაშო შედეგები

როგორია ქართული ოჯახის ყოველდღიური მენიუ - კვლევის საგანგაშო შედეგები

ნუტრიცია ხარისხიანი საკვების დაბალანსებულად მიღების ჩვევაა, რაც თანამედროვე მსოფლიოს მთავარი გამოწვევაა. არავინ კამათობს იმაზე, რომ უვნებელი პროდუქტი და ჯანსაღი კვება ჯანმრთელობის და სიცოცხლის ხანგრძლივობის გარანტიაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი თაობის ნუტრიცია. თუ მათი ორგანიზმი სწორად არ გამოიკვება, შეფერხდება განვითარება, რაც მოზარდების გონებრივ შესაძლებლობებზე, ათვისების უნარსა და მათ მომავალზე იმოქმედებს.

საქართველოს მოსახლეობას ჯანსაღი კვების შესახებ ინფორმაციაც ნაკლები აქვს. ორგანიზაცია "ოქსფამმა" უკვე რამდენიმე წელია, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სასურსათო უსაფრთხოების პროექტის განხორციელება დაიწყო, რომლისთვისაც მთავარია ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის შექმნა და მცირე ფერმერების მხარდაჭერა...

ამ ყველაფრისთვის კი შესასწავლი იყო საქართველოს მოსახლეობის კვების ხარისხის დონე, ამიტომ ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფის მიერ ჩატარდა კვების ეროვნული კვლევა, რომელსაც ნუტრიციის ექსპერტი თამარ მანჯავიძე ხელმძღვანელობდა.

მანჯავიძის თქმით, კვლევისას ოჯახების კვების შესწავლის გარდა, ცალ-ცალკე გაანალიზდა ოჯახის წევრების - ზრდასრული ადამიანებისა და 10-17 წლის ბავშვების, ახალგაზრდების კვების მრავალფეროვნების მდგომარეობა. გამოვლინდა, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი (სოფლად თუ ქალაქში) სრულფასოვნად ვერ იკვებება.

პროდუქტის შეძენისას მათთვის ძირითადი კრიტერიუმი ხარისხი და ფასია. უმრავლესობა კითხულობს ეტიკეტს შესასყიდ პროდუქტზე, ინტერესდება ვარგისიანობის ვადით და ფასით.

გამოკითხულებიდან ნახევარზე მეტი გარკვეული პროდუქტების ნაკლებობას ასახელებს, ანუ ისინი მათი რაციონიდან გამორიცხულია. ხშირია ხორცის მიუღებლობის ფაქტები, ზოგიერთი ოჯახი ყველა სახის სურსათის ნაკლებობას მთელი წლის განმავლობაში განიცდის. ყველაზე მძიმე თვეებად ასახელებენ თებერვალს, მარტსა და აპრილს. სურსათის დეფიციტის მთავარი მიზეზი ფინანსური ხელმიუწვდომობაა. ყოველი მესამე გამოკითხული ოჯახი აცხადებს, რომ მათ არ აქვთ საკმარისი თანხა სურსათის საყიდლად.

კვლევა ავლენს იმას, რომ საქართველოში ყველაზე ხშირად მიირთმევენ შემდეგ კერძებს: შემწვარ კარტოფილს, ლობიოს კერძს, აჯაფსანდალს. ხორციანი კერძები გამოკითხულთათვის შედარებით იშვიათია.

მოკლედ, გამოკითხული მოსახლეობის ნახევარი კვების საშუალო მრავალფეროვნებით ხასიათდება. დაბალი და საშუალო მრავალფეროვანი კვების მქონე ოჯახების უმეტესობა იღებს: მარცვლეულს, ზეთს და ბოსტნეულს. ბოსტნეულის მიღების მაღალი წილი შეიძლება იმ ფაქტით აიხსნას, რომ კვლევა ზაფხულში ჩატარდა, როცა ახალი ბოსტნეულის მოხმარება მაღალია.

მაგრამ მიუხედავად ზაფხულისა, გამოკითხული ოჯახებიდან ხილს მხოლოდ 46% იღებს, მიზეზი ეკონომიკური ფაქტორია, - ხორცი და ხილი ძვირია. ამ პროდუქტებს სიტემატურად მხოლოდ მაღალშემოსავლიანი ოჯახები მიირთმევენ. ასევე დაბალია რკინით მდიდარი პროდუქტებით ორგანიზმის გაძლიერება და ამის დეფიციტს განსაკუთრებით მარტოხელა პენსიონერების ოჯახები განიცდიან, ძალიან დაბალია რკინით მდიდარი პროდუქტების მოხმარება. სრულწლოვანთა უმეტესობას მიაჩნია, რომ მათი კვება არაჯანსაღია. ზოგს მიაჩნია, რომ ჯანსაღი კვება მხოლოდ ბოსტნეულის მიღებაა.

10-17 წლის ახალგაზრდები ნაკლებ ბოსტნეულს, ზეთს, რძეს და რძის პროდუქტებს იღებენ, ვიდრე სრულწლოვანები. გამოკითხული ბავშვების უმეტესობამ აღნიშნა, რომ კვირაში რამდენჯერმე ჭამენ ტკბილეულს და სვამენ გაზიან უალკოჰოლო სასმელებს.

ქალების 50% (ვისაც 100-1000 ლარი აქვთ ყოველთვიური შემოსავალი) მოიხმარს 4 ჯგუფის საკვებს: მარცვლეულს, მცენარეულ და ცხოველურ ცხიმებს, ბოსტნეულს, რძესა და რძის პროდუქტებს, მაშინ, როდესაც ოჯახის დანარჩენი წევრები მოიხმარენ 5 ჯგუფის საკვებს. ხილს და ხორცს მოიხმარს ქალების მხოლოდ ის ჯგუფი, რომელსაც 1000 ლარზე მეტი შემოსავალი აქვთ.

მოკლედ, ყოველ მესამე ოჯახს არ აქვს საკმარისი თანხა სურსათის საყიდლად. ამ არც თუ სასიამოვნო და მძიმე სიტუაციის შესაცვლელად საჭიროა, სურსათის უვნებლობისა და კვების ეროვნული პოლიტიკის, ქვეყნის სტრატეგიული გეგმის შემუშავება, რომელიც ყველა პასუხისმგებელი უწყების სერიოზულ მუშაობას გულისხმობს, რომ ეს პრობლემა დაიძლიოს.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ