პოლიტიკა
სამართალი

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კობა გვენეტაძე - ერთბაშად იფეთქებს და ვალუტის მასშტაბურ გაუფასურებას მივიღებთ
კობა გვენეტაძე - ერთბაშად იფეთქებს და ვალუტის მასშტაბურ გაუფასურებას მივიღებთ

ერთხელ და­ვი­ცავთ კურსს, ორ­ჯერ, სამ­ჯერ, მაგ­რამ ამით პრობ­ლე­მა ვერ გა­და­წყდე­ბა, ერ­თბა­შად იფეთ­ქებს და ვა­ლუ­ტის უფრო მას­შტა­ბურ გა­უ­ფა­სუ­რე­ბა­სა და ზი­ანს მი­ვი­ღებთ, - ამის შე­სა­ხებ ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტმა კობა გვე­ნე­ტა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც გვე­ნე­ტა­ძემ ლა­რის კურ­სის გა­უ­ფა­სუ­რე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მთა­ვა­რი ფუნ­ქცია ფა­სე­ბის სტა­ბი­ლუ­რო­ბაა.

"ხში­რად არის პრე­ტენ­ზია, რო­დე­საც კურ­სის მერ­ყე­ო­ბა ხდე­ბა, ეროვ­ნუ­ლი ბან­კი კო­მენ­ტარს რა­ტომ არ აკე­თებ­სო. ვფიქ­რობ, ეს არას­წო­რი მიდ­გო­მაა, ზოგ­ჯერ უბ­რა­ლოდ შე­უძ­ლე­ბე­ლია ისა­უბ­რო, თუ რა­ტომ მოხ­და გა­უ­ფა­სუ­რე­ბა, ამ ყვე­ლა­ფერ­ზე სხვა­დას­ხვა ფაქ­ტო­რი მოქ­მე­დებს. ეროვ­ნულ ბანკს შე­უძ­ლია, ტექ­ნი­კუ­რად დიდი ინ­ტერ­ვენ­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს და ჩა­ახ­შოს ის მოვ­ლე­ნა, რო­მე­ლიც გა­უ­ფა­სუ­რე­ბა­ზე მოქ­მე­დებს, მაგ­რამ ეს ნიშ­ნავს, რომ ნე­გა­ტი­უ­რი ფაქ­ტო­რე­ბის უფრო მე­ტად დაგ­რო­ვე­ბა ხდე­ბა. ერთხელ და­ვი­ცავთ კურსს, ორ­ჯერ, სამ­ჯერ, მაგ­რამ ამით პრობ­ლე­მა ვერ გა­და­წყდე­ბა, ერ­თბა­შად იფეთ­ქებს და ვა­ლუ­ტის უფრო მას­შტა­ბურ გა­უ­ფა­სუ­რე­ბა­სა და ზი­ანს მი­ვი­ღებთ. ეროვ­ნუ­ლი ბან­კი კურ­სის მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი მერ­ყე­ო­ბის და­ბა­ლან­სე­ბა­ში არ ერე­ვა, გარ­და იმ შემ­თხვე­ვე­ბი­სა, რო­დე­საც კურ­სის გა­და­მე­ტე­ბუ­ლი მერ­ყე­ო­ბა რა­ი­მე ერთჯე­რა­დი მსხვი­ლი ტრან­ზაქ­ცი­ე­ბით არ არის გა­მოწ­ვე­უ­ლი", - აღ­ნიშ­ნა ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტმა და დას­ძი­ნა, რომ როცა ლარი მყარ­დე­ბო­და, ამ­ბობ­დნენ, რომ ეროვ­ნუ­ლი ბან­კი არ უნდა ჩა­რე­უ­ლი­ყო და დო­ლა­რი არ უნდა შე­ეს­ყი­და.

"რე­ა­ლუ­რად გამ­ყა­რე­ბა და­ი­წყო უფრო დიდი სიჩ­ქა­რით, ვიდ­რე ამის მყა­რი სა­ფუძ­ვე­ლი არ­სე­ბობ­და, ამი­ტომ გახ­და სა­ჭი­რო ჩა­რე­ვა. ახლა ამ­ბო­ბენ, რომ რო­დე­საც გა­უ­ფა­სუ­რე­ბა და­ი­წყო, უცხო­უ­რი ვა­ლუ­ტა მა­შინ­ვე უნდა გვე­ყი­და. ამის პრო­პორ­ცი­უ­ლი აღ­ქმა არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­იძ­ლე­ბა. ასე­თი მიდ­გო­მა გრძელ­ვა­დი­ან პე­რი­ოდ­ში ლა­რის სტა­ბი­ლუ­რო­ბას ხელს ვერ შე­უ­წყობს", - აღ­ნიშ­ნა კობა გვე­ნე­ტა­ძემ "რე­ზო­ნან­სის­თვის" მი­ცე­მულ ინრ­ტერ­ვი­უ­ში.

მი­სი­ვე თქმით, უნდა შე­ვეჩ­ვი­ოთ ვა­ლუ­ტის კურ­სის ორ­მხრივ მოძ­რა­ო­ბას, რად­გან კურ­სის ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ჩე­რე­ბა უფრო მეტ ეკო­ნო­მი­კურ პრობ­ლე­მას შეგ­ვიქ­მნის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

კობა გვენეტაძე - ერთბაშად იფეთქებს და ვალუტის მასშტაბურ გაუფასურებას მივიღებთ

კობა გვენეტაძე - ერთბაშად იფეთქებს და ვალუტის მასშტაბურ გაუფასურებას მივიღებთ

ერთხელ დავიცავთ კურსს, ორჯერ, სამჯერ, მაგრამ ამით პრობლემა ვერ გადაწყდება, ერთბაშად იფეთქებს და ვალუტის უფრო მასშტაბურ გაუფასურებასა და ზიანს მივიღებთ, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.

როგორც გვენეტაძემ ლარის კურსის გაუფასურების კომენტირებისას განაცხადა, ეროვნული ბანკის მთავარი ფუნქცია ფასების სტაბილურობაა.

"ხშირად არის პრეტენზია, როდესაც კურსის მერყეობა ხდება, ეროვნული ბანკი კომენტარს რატომ არ აკეთებსო. ვფიქრობ, ეს არასწორი მიდგომაა, ზოგჯერ უბრალოდ შეუძლებელია ისაუბრო, თუ რატომ მოხდა გაუფასურება, ამ ყველაფერზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს. ეროვნულ ბანკს შეუძლია, ტექნიკურად დიდი ინტერვენცია განახორციელოს და ჩაახშოს ის მოვლენა, რომელიც გაუფასურებაზე მოქმედებს, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ნეგატიური ფაქტორების უფრო მეტად დაგროვება ხდება. ერთხელ დავიცავთ კურსს, ორჯერ, სამჯერ, მაგრამ ამით პრობლემა ვერ გადაწყდება, ერთბაშად იფეთქებს და ვალუტის უფრო მასშტაბურ გაუფასურებასა და ზიანს მივიღებთ. ეროვნული ბანკი კურსის მოკლევადიანი მერყეობის დაბალანსებაში არ ერევა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კურსის გადამეტებული მერყეობა რაიმე ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციებით არ არის გამოწვეული", - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ როცა ლარი მყარდებოდა, ამბობდნენ, რომ ეროვნული ბანკი არ უნდა ჩარეულიყო და დოლარი არ უნდა შეესყიდა.

"რეალურად გამყარება დაიწყო უფრო დიდი სიჩქარით, ვიდრე ამის მყარი საფუძველი არსებობდა, ამიტომ გახდა საჭირო ჩარევა. ახლა ამბობენ, რომ როდესაც გაუფასურება დაიწყო, უცხოური ვალუტა მაშინვე უნდა გვეყიდა. ამის პროპორციული აღქმა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ასეთი მიდგომა გრძელვადიან პერიოდში ლარის სტაბილურობას ხელს ვერ შეუწყობს", - აღნიშნა კობა გვენეტაძემ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინრტერვიუში.

მისივე თქმით, უნდა შევეჩვიოთ ვალუტის კურსის ორმხრივ მოძრაობას, რადგან კურსის ხელოვნური გაჩერება უფრო მეტ ეკონომიკურ პრობლემას შეგვიქმნის.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი