პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთის დუმა მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს, აკრძალოს საქართველოდან ღვინისა და "ბორჯომის" იმპორტი
რუსეთის დუმა მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს, აკრძალოს საქართველოდან ღვინისა და "ბორჯომის" იმპორტი

რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო დუმა მთავ­რო­ბას რე­კო­მენ­და­ცი­ით მი­მარ­თავს, აკ­რძა­ლოს სა­ქარ­თვე­ლო­დან ღვი­ნი­სა და მი­ნე­რა­ლუ­რი წყლის "ბორ­ჯო­მის" იმ­პორ­ტი.

რო­გორც რუ­სუ­ლი მე­დია იტყო­ბი­ნე­ბა, დუ­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო საქ­მე­თა კო­მი­ტე­ტი ამ­ზა­დებს გან­ცხა­დე­ბას, რომ­ლი­თაც დაგ­მობს სა­ქარ­თვე­ლოს და კი­დევ ხუთი ქვეყ­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, შე­უ­ერ­თდნენ ყი­რი­მი­სა და სე­ვას­ტო­პო­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ე­ბის გა­ხან­გრძლი­ვე­ბის შე­სა­ხებ ევ­რო­კავ­ში­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

რო­გორც კო­მი­ტე­ტის წევ­რმა იან ზე­ლინ­სკიმ გა­მო­ცე­მა "ლენ­ტას" გა­ნუ­ცხა­და, კო­მი­ტე­ტი რუ­სე­თის მთავ­რო­ბას რე­კო­მენ­და­ცი­ით მი­მარ­თავს, ანა­ლო­გი­უ­რი ზო­მე­ბი მი­ი­ღოს.

"ვალ­დე­ბუ­ლი ვართ რე­ა­გი­რე­ბა მო­ვახ­დი­ნოთ", - გან­მარ­ტა რუს­მა დე­პუ­ტატ­მა.

მისი მო­საზ­რე­ბით, ამ ქვეყ­ნებ­მა "სი­სუ­ლე­ლე" ჩა­ი­დი­ნეს, რად­გან სა­პა­სუ­ხო რუ­სუ­ლი ზო­მე­ბის­გან გა­ცი­ლე­ბით უფრო მე­ტად და­ზა­რალ­დე­ბი­ან.

რო­გორც გუ­შინ გახ­და ცნო­ბი­ლი, სა­ქარ­თვე­ლო შე­უ­ერ­თდა ევ­რო­კავ­ში­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, გა­ა­ხან­გრძლი­ვოს სან­ქცი­ე­ბი ყი­რი­მი­სა და სე­ვას­ტო­პო­ლის წი­ნა­აღ­მდეგ 2017 წლის 23 ივ­ნი­სამ­დე.

სა­ქარ­თვე­ლოს­თან ერ­თად ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭოს აღ­ნიშ­ნულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას შე­უ­ერ­თდნენ მონ­ტე­ნეგ­რო, ალ­ბა­ნე­თი, ლიხ­ტენშტე­ი­ნი, ნორ­ვე­გია და უკ­რა­ი­ნა.

ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭომ ყი­რი­მი­სა და სე­ვას­ტო­პო­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ე­ბის გა­ხან­გრძლი­ვე­ბა 17 ივ­ნისს გა­და­წყვი­ტა.

სან­ქცი­ე­ბი ყი­რიმ­სა და სე­ვას­ტო­პო­ლის წი­ნა­აღ­მდეგ პირ­ვე­ლად 2014 წლის ივ­ნის­ში და­წეს­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

რუსეთის დუმა მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს, აკრძალოს საქართველოდან ღვინისა და "ბორჯომის" იმპორტი

რუსეთის დუმა მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს, აკრძალოს საქართველოდან ღვინისა და "ბორჯომის" იმპორტი

რუსეთის სახელმწიფო დუმა მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს, აკრძალოს საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის "ბორჯომის" იმპორტი.

როგორც რუსული მედია იტყობინება, დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტი ამზადებს განცხადებას, რომლითაც დაგმობს საქართველოს და კიდევ ხუთი ქვეყნის გადაწყვეტილებას, შეუერთდნენ ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებას.

როგორც კომიტეტის წევრმა იან ზელინსკიმ გამოცემა "ლენტას" განუცხადა, კომიტეტი რუსეთის მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს, ანალოგიური ზომები მიიღოს.

"ვალდებული ვართ რეაგირება მოვახდინოთ", - განმარტა რუსმა დეპუტატმა.

მისი მოსაზრებით, ამ ქვეყნებმა "სისულელე" ჩაიდინეს, რადგან საპასუხო რუსული ზომებისგან გაცილებით უფრო მეტად დაზარალდებიან.

როგორც გუშინ გახდა ცნობილი, საქართველო შეუერთდა ევროკავშირის გადაწყვეტილებას, გაახანგრძლივოს სანქციები ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ 2017 წლის 23 ივნისამდე.

საქართველოსთან ერთად ევროკავშირის საბჭოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას შეუერთდნენ მონტენეგრო, ალბანეთი, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და უკრაინა.

ევროკავშირის საბჭომ ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივება 17 ივნისს გადაწყვიტა.

სანქციები ყირიმსა და სევასტოპოლის წინააღმდეგ პირველად 2014 წლის ივნისში დაწესდა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."