საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთავრობა საქართველოს 2 000-ზე მეტ ქალაქსა და სოფელში ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის ქსელის შექმნას გეგმავს
მთავრობა საქართველოს 2 000-ზე მეტ ქალაქსა და სოფელში ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის ქსელის შექმნას გეგმავს

მთავ­რო­ბა დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ფარ­თო­ზო­ლო­ვა­ნი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მას და­ამ­ტკი­ცებს. რო­გორც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, პროგ­რა­მის მი­ხედ­ვით გა­წე­რი­ლია სა­მოქ­მე­დო გეგ­მა, თუ რო­გორ შე­იქ­მნას სა­ქარ­თვე­ლო­ში ოპ­ტი­კურ-ბოჭ­კო­ვა­ნი ინ­ტერ­ნე­ტის ქსე­ლი 2000-ზე მეტი და­სა­ხე­ლე­ბის ქა­ლა­ქი­სა და სოფ­ლი­სათ­ვის.

პრე­მი­ე­რის თქმით, სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მა კერ­ძო სექ­ტო­რის ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და­ი­გეგ­მა.

"მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ თვე­ე­ბის წინ ჩვენ მი­ვი­ღეთ სტრა­ტე­გია. ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რია იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბულ და და­ყო­ფი­ლი იქნა რამ­დე­ნი­მე ზო­ნად. სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მა ფაქ­ტობ­რი­ვად, კერ­ძო სექ­ტორ­თან ერ­თად, ისე მომ­ზად­და, რომ გა­ნი­სა­ზღვრა სხვა­დას­ხვა და­ინ­ტე­რე­სე­ბის ზო­ნე­ბი და არ ხდე­ბა ისე, რომ ამ პრო­ექ­ტმა კერ­ძო სექ­ტო­რის ინ­ტე­რე­სე­ბი გა­დაკ­ვე­თოს. პი­რი­ქით, იგი ხელს უწყობს სხვა­დას­ხვა და­ინ­ტე­რე­სე­ბის ზო­ნე­ბის მი­ხედ­ვით კერ­ძო სექ­ტო­რის შეს­ვლას სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა სოფ­ლებ­სა და ქა­ლა­ქებ­ში, ხოლო იქ, სა­დაც ნაკ­ლე­ბად არის და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ან სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობს დღეს ინ­ტე­რე­სი და ეკო­ნო­მი­კუ­რად აზრს მოკ­ლე­ბუ­ლია, რომ ინ­ტერ­ნე­ტი იქ­ნას შეყ­ვა­ნი­ლი, მთლი­ა­ნად ფონ­დი "ქარ­თუ" აფი­ნან­სებს. ეს არის აბ­სო­ლუ­ტუ­რი ქველ­მოქ­მე­დე­ბა, ყვე­ლა­ნა­ი­რი ბიზ­ნეს­და­ინ­ტე­რე­სე­ბის გა­რე­შე. ეს პროგ­რა­მა, სა­ვა­რა­უ­დოდ, წი­ნას­წა­რი ხარჯთაღ­რი­ცხვით, და­ახ­ლო­ე­ბით 100 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი დაჯ­დე­ბა. ეს არის ნამ­დვი­ლად საშ­ვი­ლიშ­ვი­ლო საქ­მე, ვი­ნა­და­ინ ინ­ფორ­მა­ცი­ის წვდო­მა არის მთა­ვა­რი წი­ნა­პი­რო­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის. ვფიქ­რობთ, რომ რო­გორც გა­ნათ­ლე­ბის­თვის, ისე ზო­გა­დად, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, ამას აქვს სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა და ძა­ლი­ან კარ­გია, რომ ჩვენ ასეთ მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში შევ­ძე­ლით ისე დაგ­ვესტრუქ­ტუ­რი­რე­ბი­ნა ეს პრო­ექ­ტი, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად ეფექ­ტუ­რი ყო­ფი­ლი­ყო ბევ­რი თავლსაზ­რი­სით", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, პრო­ექ­ტი ხორ­ცი­ელ­დე­ბა ფონ­დი "ქარ­თუ­სა" და ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს ინო­ვა­ცი­ე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს მიერ. სა­ა­გენ­ტომ და­ა­ფუძნა სპე­ცი­ა­ლუ­რი კომ­პა­ნია Open Net, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც ხორ­ცი­ელ­დე­ბა პარტნი­ო­რო­ბა კერ­ძო და სა­ხელ­მწი­ფო სექ­ტორს შო­რის.

"მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ქსე­ლი აგე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი დაშ­ვე­ბის პრინ­ცი­პით, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მა­გის­ტრა­ლურ ინფრას­ტრუქ­ტუ­რას, რო­მელ­საც ჩვენ ავა­გებთ, ექ­ნე­ბა არა მხო­ლოდ ტექ­ნი­კუ­რი თავ­სე­ბა­დო­ბა, არა­მედ ბიზ­ნესპრინ­ცი­პი იქ­ნე­ბა ის, რომ ნე­ბის­მი­ე­რი პრო­ვა­ი­დე­რი, რო­მე­ლიც შემ­დგომ­ში მო­ინ­დო­მებს, რომ მი­უ­ერ­თდეს ამ მა­გის­ტრა­ლურ ინფრას­ტრუქ­ტუ­რას, იქ­ნე­ბა დაშ­ვე­ბუ­ლი მა­გის­ტრა­ლურ ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ზე. ასე, რომ ეს არის მკა­ფიო მა­გა­ლი­თი, ერთი მხრივ, ქველ­მოქ­მე­დე­ბის და მე­ო­რე მხრივ, ისე­თი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც არის ნამ­დვი­ლად თვალ­სა­ჩი­ნო მა­გა­ლი­თი კერ­ძო სექ­ტორ­სა და სა­ხელ­მწი­ფოს შო­რის პარ­ნი­ტო­რო­ბის თვალ­საზ­რი­სით", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

მთავრობა საქართველოს 2 000-ზე მეტ ქალაქსა და სოფელში ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის ქსელის შექმნას გეგმავს

მთავრობა საქართველოს 2 000-ზე მეტ ქალაქსა და სოფელში ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის ქსელის შექმნას გეგმავს

მთავრობა დღეს საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამას დაამტკიცებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, პროგრამის მიხედვით გაწერილია სამოქმედო გეგმა, თუ როგორ შეიქმნას საქართველოში ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის ქსელი 2000-ზე მეტი დასახელების ქალაქისა და სოფლისათვის.

პრემიერის თქმით, სახელმწიფო პროგრამა კერძო სექტორის ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმა.

„მოგეხსენებათ, რომ თვეების წინ ჩვენ მივიღეთ სტრატეგია. ამ პერიოდის განმავლობაში მთელი საქართველოს ტერიტორია იდენტიფიცირებულ და დაყოფილი იქნა რამდენიმე ზონად. სახელმწიფო პროგრამა ფაქტობრივად, კერძო სექტორთან ერთად, ისე მომზადდა, რომ განისაზღვრა სხვადასხვა დაინტერესების ზონები და არ ხდება ისე, რომ ამ პროექტმა კერძო სექტორის ინტერესები გადაკვეთოს. პირიქით, იგი ხელს უწყობს სხვადასხვა დაინტერესების ზონების მიხედვით კერძო სექტორის შესვლას საქართველოს სხვადასხვა სოფლებსა და ქალაქებში, ხოლო იქ, სადაც ნაკლებად არის დაფიქსირებული ან საერთოდ არ არსებობს დღეს ინტერესი და ეკონომიკურად აზრს მოკლებულია, რომ ინტერნეტი იქნას შეყვანილი, მთლიანად ფონდი „ქართუ“ აფინანსებს. ეს არის აბსოლუტური ქველმოქმედება, ყველანაირი ბიზნესდაინტერესების გარეშე. ეს პროგრამა, სავარაუდოდ, წინასწარი ხარჯთაღრიცხვით, დაახლოებით 100 მილიონი დოლარი დაჯდება. ეს არის ნამდვილად საშვილიშვილო საქმე, ვინადაინ ინფორმაციის წვდომა არის მთავარი წინაპირობა თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბების. ვფიქრობთ, რომ როგორც განათლებისთვის, ისე ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და განვითარებისთვის, ამას აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა და ძალიან კარგია, რომ ჩვენ ასეთ მოკლე პერიოდში შევძელით ისე დაგვესტრუქტურირებინა ეს პროექტი, რომ მაქსიმალურად ეფექტური ყოფილიყო ბევრი თავლსაზრისით“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, პროექტი ხორციელდება ფონდი „ქართუსა“ და ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ. სააგენტომ დააფუძნა სპეციალური კომპანია Open Net, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება პარტნიორობა კერძო და სახელმწიფო სექტორს შორის.

„მნიშვნელოვანია, რომ ქსელი აგებული იქნება თავისუფალი დაშვების პრინციპით, რაც იმას ნიშნავს, რომ მაგისტრალურ ინფრასტრუქტურას, რომელსაც ჩვენ ავაგებთ, ექნება არა მხოლოდ ტექნიკური თავსებადობა, არამედ ბიზნესპრინციპი იქნება ის, რომ ნებისმიერი პროვაიდერი, რომელიც შემდგომში მოინდომებს, რომ მიუერთდეს ამ მაგისტრალურ ინფრასტრუქტურას, იქნება დაშვებული მაგისტრალურ ინფრასტრუქტურაზე. ასე, რომ ეს არის მკაფიო მაგალითი, ერთი მხრივ, ქველმოქმედების და მეორე მხრივ, ისეთი პროექტი, რომელიც არის ნამდვილად თვალსაჩინო მაგალითი კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის პარნიტორობის თვალსაზრისით“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."