სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოსახლეობა უნდა შეეჩვიოს დოლარის გარეშე ცხოვრებას..." - ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
"მოსახლეობა უნდა შეეჩვიოს დოლარის გარეშე ცხოვრებას..." - ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

მო­სახ­ლე­ო­ბა უნდა შე­ეჩ­ვი­ოს დო­ლა­რის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბას და მის­თვის პრი­ო­რი­ტე­ტი ქარ­თუ­ლი ვა­ლუ­ტა უნდა იყოს, - ამის შე­სა­ხებ ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტმა კობა გვე­ნე­ტა­ძემ "რე­ზო­ნან­სის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც და­ბა­ლია ინფლა­ცია, კურ­სის ორ­მხრი­ვი მერ­ყე­ო­ბა, ფი­ნან­სუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ტემ­პი, წე­სით დო­ლა­რი­ზა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ასე­თი დიდი არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო.

გვე­ნე­ტა­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია იმი­სა, თუ რამ­დე­ნად რთუ­ლია ამ სე­ნის მო­შო­რე­ბა.

"მი­ზე­ზი, ალ­ბათ გან­ვლი­ლი პე­რი­ო­დია. 90-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში მძი­მე სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კურ ფონ­ზე კუ­პონ­მა ძა­ლი­ან სწრა­ფად და­კარ­გა მსყიდ­ვე­ლო­ბი­თი უნა­რი, და სა­ქარ­თვე­ლო­ში ერ­თად ერთი ვა­ლუ­ტამ, რო­მელ­საც გა­დახ­დი­სა და დაგ­რო­ვე­ბი­ის ფუნ­ქცია ჰქონ­და, იყო დო­ლა­რი. ქვე­ყა­ნას ეს მწა­რე გა­მოც­დი­ლე­ბა დღემ­დე მოყ­ვე­ბა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ბევ­რი რამ არის გა­სა­კე­თე­ბე­ლი, არა მარ­ტო ეროვ­ნუ­ლი ბან­კის, არა­მედ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ე­რაც. თუ დო­ლა­რი­ზა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი იქ­ნე­ბა და­ბა­ლი, მა­შინ კურ­სის მერ­ყე­ო­ბა, რა­საც ასე მწვა­ვედ გა­ნიც­დის სა­ზო­გა­დო­ე­ბა, უფრო ნაკ­ლე­ბად შე­სამ­ჩნე­ვი იქ­ნე­ბა. მო­სახ­ლე­ო­ბა თა­ვა­დაც უნდა შე­ეჩ­ვი­ოს დო­ლა­რის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბას და მის­თვის პრი­ო­რი­ტე­ტი ქარ­თუ­ლი ვა­ლუ­ტა უნდა გახ­დეს.

დე­დო­ლა­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი მარ­ტი­ვი არ არის, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობთ. არის სხვა მე­ქა­ნიზ­მი, მა­გა­ლი­თად, დიდი ტრან­ზაქ­ცი­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ეს იქ­ნე­ბა ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­ყიდ­ვა, თუ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცია, ფასი ლარ­ში უნდა და­სა­ხელ­დეს", - გა­ნა­ცხა­და ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტმა "რე­ზო­ნან­სის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"მოსახლეობა უნდა შეეჩვიოს დოლარის გარეშე ცხოვრებას..." - ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

"მოსახლეობა უნდა შეეჩვიოს დოლარის გარეშე ცხოვრებას..." - ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

მოსახლეობა უნდა შეეჩვიოს დოლარის გარეშე ცხოვრებას და მისთვის პრიორიტეტი ქართული ვალუტა უნდა იყოს, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში, სადაც დაბალია ინფლაცია, კურსის ორმხრივი მერყეობა, ფინანსური განვითარების ტემპი, წესით დოლარიზაციის მაჩვენებელი ასეთი დიდი არ უნდა ყოფილიყო.

გვენეტაძის განცხადებით, საქართველო ნათელი მაგალითია იმისა, თუ რამდენად რთულია ამ სენის მოშორება.

"მიზეზი, ალბათ განვლილი პერიოდია. 90-იანი წლების დასაწყისში მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე კუპონმა ძალიან სწრაფად დაკარგა მსყიდველობითი უნარი, და საქართველოში ერთად ერთი ვალუტამ, რომელსაც გადახდისა და დაგროვებიის ფუნქცია ჰქონდა, იყო დოლარი. ქვეყანას ეს მწარე გამოცდილება დღემდე მოყვება. ამ მიმართულებით ბევრი რამ არის გასაკეთებელი, არა მარტო ეროვნული ბანკის, არამედ ხელისუფლების მიერაც. თუ დოლარიზაციის მაჩვენებელი იქნება დაბალი, მაშინ კურსის მერყეობა, რასაც ასე მწვავედ განიცდის საზოგადოება, უფრო ნაკლებად შესამჩნევი იქნება. მოსახლეობა თავადაც უნდა შეეჩვიოს დოლარის გარეშე ცხოვრებას და მისთვის პრიორიტეტი ქართული ვალუტა უნდა გახდეს.

დედოლარიზაციის პროცესი მარტივი არ არის, ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. არის სხვა მექანიზმი, მაგალითად, დიდი ტრანზაქციების შემთხვევაში, ეს იქნება ავტომობილის გაყიდვა, თუ უძრავი ქონების რეალიზაცია, ფასი ლარში უნდა დასახელდეს", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი