ბიზნესმენი თემურ ჭყონია მიიჩნევს, რომ რამდენიმე სახელმწიფო უწყება გასაუქმებელია, რდგან ამით ხარჯები შემცირდება. ამის შესახებ ჭყონიამ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა. მისი თქმით, ასევე კარგი იქნება თუ რამდენიმე სამინისტრო შეერთდება.
"ამხელა მინისტრთა კაბინეტი და ამხელა ხარჯები საჭირო არ არის. ფინანსთან მე მაგალითად, ფინანსტა და ეკონომიკის სამინისტროებს შევაერთებდი, რაც შეამცირებდა ხარჯებს და უფრო ეფექტური იქნებოდა ეს უწყება",- აცხადებს ჭყონია.
წამყვანის კითხვაზე, რომელ სამინისტროებს გააუქმებდა მისი ნება რომ იყოს, ბიზნესმენი პასუხობს:
"რამხელა დავალებას მაძლევთ, არ დმაიჯერონ და არ დაინგრეს ქვეყანა. ყევლაფერს სწორად კი არ ვლაპარაკობ. მაგალითად, რაში გვჭირდება სპორტის სამინისტრო, კულტურის და ძეგლთა სამინისტრო, შერიგების სამინისტრო... რამდენი წელი უნდა არსებობდეს. არავინ არ გვირიგდება მაინც. ეტყობა არაეფექტურია ეს უწყება. ზოგადადა, მე რისი თქმა მინდა იცით? სახელმწიფო უფრო მეტი ხარჯი აქვს, ვიდრე შემოსავალი, რაც არასწორია", - განაცხადა ჭყონიამ.