"ეს არის უნიჭოდ დადგმული შურისძიება, რომელიც ადამიანების საკეთილდღეოდ არ არის შექმნილ", - ამის შესახებ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" საუბრისას რუსუდან კერვალიშვილმა განაცხადა.
"ცენტრ პოინტის" ერთ-ერთი დამფუძნებლის თქმით, პროცესები პოლიტიზირებულია, რაც მისმა საქმიანობამ გამოიწვია. რუსუდან კერვალიშვილის განცხადებით, ბოლო დროს განვითარებული მოვლენები კავკასიურ ცარცის წრეს ემსგავსება.
"ჩემი ოჯახი დიდი ხანია რაც კავკასიურ ცარცის წრეშია და ეს დემონიზაცია გრძელდება. თემა, რომელიც ჩემს წინააღმდეგ არის აგორებული, მაშინ დაიწყო, როდესაც მე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი და იმ ადამიანების დაკვეთით მიმდინარეობდა, რომლებმაც არ მოგვცეს საშუალება მშენებლობების პროცესი წინ წასულიყო.
არჩევნების წინ, როდესაც უნდა გამოაქვეყნონ სიები და საჩვენებლად ხდება აყვანის ოპერაცია, რა თქმა უნდა პოლიტიზირებულია. ეს არის უნიჭოდ დადგმული შურისძიება, რომელიც ადამიანების საკეთილდღეოდ არ არის შექმნილი.
მე ყოველთვის ყველაფერზე თანახმა ვიყავი თუ რამით ადამიანების დახმარებას და სიტუაციის გამოსწორებას შევძლებდით. ეს არის ტანჯვა, წამება, მარგინალიზაცია, შეურაცხყოფა, მუქარა და პროკურატურის მიერ მუდმივი ზეწოლის ქვეშ ცხოვრება", -განაცხადა რუსუდან კერვალიშვილმა.