ასტროლოგები თვლიან, რომ ადამიანები ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე სხვადასხვა წვრილმანი თუ მსხვილმანი პრობლემებისკენ არიან მიდრეკილნი. რომლიდანაც სხვამ შესაძლოა მარტივად დაიძვრინოს თავი ან საერთოდ არ გაებას მსგავს ავანტურაში. ჰოდა, დღეს ზუსტად იმაზე გესაუბრებით, რა სახის "უპრობლემო პრობლემებით" ირთულებენ ცხოვრებას ზოდიაქოს ნიშნები:
ვერძი ყველაზე ხშირად ცხოვრებას სხვებთან უაზრო შეჯიბრით ირთულებს. ის გამუდმებით ცდილობს დაამტკიცოს, რომ "ყველაზე, ყველაზეა"... თუმცა, თავმდაბლობითა და სიჩუმით, უდავოდ მეტს მოიგებდა.
კურო ყველაზე ხშირად ცხოვრებას სიჯიუტითა და სიახლეების მიუღებლობით ირთულებს. ასე იგი ხშირად კარგავს მომგებიან შანსებს წინსვლისთვის.
ტყუპი ცხოვრებას ყველაზე ხშირად დაუდევრობით და არასტაბილურობით ირთულებს. ასე იგი ბევრი ადამიანის მხრიდან კარგავს ნდობას.
კირჩხიბი ყველაზე ხშირად ცხოვრებას უსაფუძვლო შიშებითა და წუწუნით ირთულებს. თანაც რომ არა და არ დგება ის ავადსახსენებელი "შავი დღე", რომლისაც მას ასე ეშინია?
ლომი ყველაზე ხშირად ცხოვრებას საკუთარ იმიჯსა და ამბიციებზე ზედმეტი ზრუნვით ირთულებს. ასე უფრო სასაცილოდ გამოიყურება სხვების თვალში, უბრალოდ ზურგს უკან დასცინის ბევრი.
ქალწული ყველაზე ხშირად ცხოვრებას ირთულებს (და სხვასაც ურთულებს) გადამეტებული პედანტიზმით და წესრიგის
მოთხოვნილებით. იდეალური ამ ქვეყნად არავინ და არაფერია ქალწულებო!!!
სასწორი ყველაზე ხშირად ირთულებს ცხოვრებას ყოყმანითა და გადაწყვეტილების მიუღებლობით. ასე იგი არაერთგზის უშვებს ხელიდან ერთობ პერსპექტიულ შანსებს.
მორიელი ცხოვრებას ყველაზე ხშირად შურისმაძიებლობითა და ბოღმის გულით ტარებით ირთულებს. ძვირფასო მორიელებო, წყენის დიდი ხნით დამახსოვრება ონკოლოგიური დაავადებების საწინდარია, ეს არ დაგავიწყდეთ!... განაგრძეთ კითხვა