პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის ახალი მინისტრი სავარაუდოდ თვის ბოლოს დასახელდება.
სესიაშვილი თქმით, "ის ვერაფერს იტყვის იმის შესახებ, თუ ვინ შეცვლის თავდაცვის მინისტრის პოსტზე თინა ხიდაშელს, რადგან ეს პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტი საკითხია".
"მე ვისურვებდი მინისტრს, რომელიც ქვეყნის თავდაცვის სტაბილურობას წაადგება", - აღნიშნა სესიაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.
საპარლამენტო უმრავლესობაში თავდაცვის ახალი მინისტრის წარდგენის სავარაუდო თარიღად 28 ივლისი სახელდება. არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ თანამდებობაზე ირაკლი სესიაშვილის და კახი კახიშვილის კანდიდატურები განიხილება.