მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საძინებელში შეუვარდა და ყელი გამოსჭრა... ამბობენ, თავის მოჭრა უნდოდაო" - საზარელი მკვლელობის დეტალები
"საძინებელში შეუვარდა და ყელი გამოსჭრა... ამბობენ, თავის მოჭრა უნდოდაო" - საზარელი მკვლელობის დეტალები

გა­სულ კვი­რას სა­დის­ტუ­რად ორი ახალ­გაზ­რდა ქალი მოკ­ლეს და ორი­ვეს მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ქმა­რია. ჟურ­ნა­ლი "გზა" მკვლე­ლო­ბის დე­ტა­ლებ­ზე სტა­ტი­ას აქ­ვეყ­ნებს, რომ­ლი­და­ნაც ამო­ნა­რი­დებს გთა­ვა­ზობთ:

ფო­ნი­ჭა­ლა­ში 20 წლის კი­უ­ნაი ისა­ე­ვას ქმარ­მა ყელი გა­მოს­ჭრა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა იმა­ვე დღეს­ვე და­ა­კა­ვეს მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი, 25 წლის ნოვ­რაზ ა. გა­მო­ძი­ე­ბის მტკი­ცე­ბით, მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვი ეჭ­ვი­ა­ნო­ბა იყო.

რო­გორც ირ­კვე­ვა, ცოლ-ქმა­რი ხში­რად ჩხუ­ბობ­და და ქალი იძუ­ლე­ბუ­ლი იყო, სახ­ლი­დან წა­მო­სუ­ლი­ყო, ბე­ბი­ას­თან ცხოვ­რობ­და. მკვლე­ლო­ბის დღე­საც ქმა­რი ბე­ბი­ის სახ­ლში მი­უ­ვარ­და ცოლს და ნა­თე­სა­ვე­ბის თვალ­წინ სცე­მა. მო­ძა­ლა­დის­გან თავი რომ და­ეღ­წი­ათ, ქა­ლის ბა­ბუ­ამ პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხა. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მო­ძა­ლა­დე გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში წა­იყ­ვა­ნეს, მაგ­რამ მალე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

- ბევ­რჯერ ჰყავს ქმარს ეს გოგო ნა­ცე­მი, იმ დღე­საც გა­მო­ი­ძა­ხეს პატ­რუ­ლი. მისი ქმა­რი პო­ლი­ცი­ა­ში წა­იყ­ვა­ნეს, ხელ­წე­რი­ლი და­ა­წე­რი­ნეს, რომ მსგავ­სი რამ აღარ გან­მე­ორ­დე­ბო­და და გა­მო­უშ­ვეს, მაგ­რამ ნოვ­რა­ზი იმა­ვე ღა­მეს გო­გოს ბე­ბი­ის სახ­ლში მა­ინც მი­უ­ვარ­და, ოთახ­ში შე­ვარ­და და სა­წოლ­ში მწო­ლი­ა­რეს და­ნით ყელი გა­მოს­ჭრა. "სას­წრა­ფო" რომ მო­ვი­და, გოგო ჯერ ისევ ცო­ცხა­ლი იყო, მაგ­რამ მალე გარ­და­იც­ვა­ლა. იმა­საც ამ­ბო­ბენ, მის­თვის თა­ვის მოჭ­რა უნ­დო­დაო. ორი პა­ტა­რა დარ­ჩა უპატ­რო­ნოდ. ძა­ლი­ან პა­ტა­რა იყო ეს გოგო, ოჯახ­მა რომ გა­ა­თხო­ვა. ქმა­რი ეჭ­ვი­ა­ნო­ბის გამო ხში­რად სცემ­და, ის ბე­ბი­ას­თან გარ­ბო­და, მაგ­რამ მერე ქმა­რი მო­დი­ო­და, შე­რი­გე­ბას სთხოვ­და და ისევ უკან აბ­რუ­ნებ­და, - ამ­ბობს მოკ­ლუ­ლის ახ­ლო­ბე­ლი.

დამ­ნა­შა­ვის უმ­კაც­რე­სად დას­ჯას ითხოვს გო­გოს ბე­ბია, მი­ნი­ხა­ნუმ ისა­ე­ვა:

- გა­თხო­ვე­ბის დღი­დან ჰქონ­და ჩემს გო­გოს პრობ­ლე­მე­ბი. სულ ეჩხუ­ბე­ბოდ­ნენ და ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ უნდა ემუ­შა­ვა. ქმრის ბე­ბია ძა­ლი­ან ცუ­დად ექ­ცე­ო­და, სცემ­და. ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლი ეუბ­ნე­ბო­და, რომ მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბი ჰყავ­და და ვერ იმუ­შა­ვებ­და. ორი ბავ­შვი ჰყავს. ბე­ბია მის ქმარ­საც ეჩხუ­ბე­ბო­და, შემ­დეგ ის ქმა­რი კი­უ­ნა­ის სცემ­და, წიხ­ლებს ურტყამ­და, სულ და­ლურ­ჯე­ბუ­ლი იყო. იჩხუ­ბებ­დნენ, მო­ვი­დო­და ჩემ­თან, მერე კი ისევ ურიგ­დე­ბო­და ქმარს. ბო­ლოს ჩემ­თან რომ მო­ვი­და, მი­თხრა, - უკან არ დავ­ბრუნ­დე­ბიო.

ქმრის ბე­ბი­ამ თურ­მე რძალს ტა­ფით სცე­მა, კი­უ­ნაი შვი­ლებ­თან ერ­თად მო­ვი­და. ერთი თვეა, ჩემ­თან ცხოვ­რობს, ქმა­რი მო­დი­ო­და და ფულს ითხოვ­და. კი­უ­ნა­იმ უთხრა, რომ აღარ შე­ეძ­ლო ამ­დე­ნის ატა­ნა და მას­თან გა­შო­რე­ბას აპი­რებ­და. ქმარ­მა უპა­სუ­ხა, მა­შინ მი­წა­ში იქ­ნე­ბიო. წი­ნა­დღეს ბავ­შვე­ბი წაგ­ვარ­თვა და თა­ვის სახ­ლში წა­იყ­ვა­ნა. ერთხელ ყელ­ზე ქა­მა­რი მო­უ­ჭი­რა და ახ­რჩობ­და. იმ დღეს სა­ძი­ნე­ბელ­ში შე­უ­ვარ­და და ყელი გა­მოს­ჭრა, ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ თვალ­წინ მოხ­და, მე ვერ და­ვი­ცა­ვი გოგო.

სტა­ტია ვრცლად იხი­ლეთ ჟურ­ნალ "გზის" 21 ივ­ლი­სის ნო­მერ­ში

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

"საძინებელში შეუვარდა და ყელი გამოსჭრა... ამბობენ, თავის მოჭრა უნდოდაო" - საზარელი მკვლელობის დეტალები

"საძინებელში შეუვარდა და ყელი გამოსჭრა... ამბობენ, თავის მოჭრა უნდოდაო" - საზარელი მკვლელობის დეტალები

გასულ კვირას სადისტურად ორი ახალგაზრდა ქალი მოკლეს და ორივეს მკვლელობაში ბრალდებული ქმარია. ჟურნალი "გზა" მკვლელობის დეტალებზე სტატიას აქვეყნებს, რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

ფონიჭალაში 20 წლის კიუნაი ისაევას ქმარმა ყელი გამოსჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცავებმა იმავე დღესვე დააკავეს მკვლელობაში ბრალდებული, 25 წლის ნოვრაზ ა. გამოძიების მტკიცებით, მკვლელობის მოტივი ეჭვიანობა იყო.

როგორც ირკვევა, ცოლ-ქმარი ხშირად ჩხუბობდა და ქალი იძულებული იყო, სახლიდან წამოსულიყო, ბებიასთან ცხოვრობდა. მკვლელობის დღესაც ქმარი ბებიის სახლში მიუვარდა ცოლს და ნათესავების თვალწინ სცემა. მოძალადისგან თავი რომ დაეღწიათ, ქალის ბაბუამ პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცავებმა მოძალადე განყოფილებაში წაიყვანეს, მაგრამ მალე გაათავისუფლეს.

- ბევრჯერ ჰყავს ქმარს ეს გოგო ნაცემი, იმ დღესაც გამოიძახეს პატრული. მისი ქმარი პოლიციაში წაიყვანეს, ხელწერილი დააწერინეს, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდებოდა და გამოუშვეს, მაგრამ ნოვრაზი იმავე ღამეს გოგოს ბებიის სახლში მაინც მიუვარდა, ოთახში შევარდა და საწოლში მწოლიარეს დანით ყელი გამოსჭრა. "სასწრაფო" რომ მოვიდა, გოგო ჯერ ისევ ცოცხალი იყო, მაგრამ მალე გარდაიცვალა. იმასაც ამბობენ, მისთვის თავის მოჭრა უნდოდაო. ორი პატარა დარჩა უპატრონოდ. ძალიან პატარა იყო ეს გოგო, ოჯახმა რომ გაათხოვა. ქმარი ეჭვიანობის გამო ხშირად სცემდა, ის ბებიასთან გარბოდა, მაგრამ მერე ქმარი მოდიოდა, შერიგებას სთხოვდა და ისევ უკან აბრუნებდა, - ამბობს მოკლულის ახლობელი.

დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვს გოგოს ბებია, მინიხანუმ ისაევა:

- გათხოვების დღიდან ჰქონდა ჩემს გოგოს პრობლემები. სულ ეჩხუბებოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ უნდა ემუშავა. ქმრის ბებია ძალიან ცუდად ექცეოდა, სცემდა. ჩემი შვილიშვილი ეუბნებოდა, რომ მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავდა და ვერ იმუშავებდა. ორი ბავშვი ჰყავს. ბებია მის ქმარსაც ეჩხუბებოდა, შემდეგ ის ქმარი კიუნაის სცემდა, წიხლებს ურტყამდა, სულ დალურჯებული იყო. იჩხუბებდნენ, მოვიდოდა ჩემთან, მერე კი ისევ ურიგდებოდა ქმარს. ბოლოს ჩემთან რომ მოვიდა, მითხრა, - უკან არ დავბრუნდებიო.

ქმრის ბებიამ თურმე რძალს ტაფით სცემა, კიუნაი შვილებთან ერთად მოვიდა. ერთი თვეა, ჩემთან ცხოვრობს, ქმარი მოდიოდა და ფულს ითხოვდა. კიუნაიმ უთხრა, რომ აღარ შეეძლო ამდენის ატანა და მასთან გაშორებას აპირებდა. ქმარმა უპასუხა, მაშინ მიწაში იქნებიო. წინადღეს ბავშვები წაგვართვა და თავის სახლში წაიყვანა. ერთხელ ყელზე ქამარი მოუჭირა და ახრჩობდა. იმ დღეს საძინებელში შეუვარდა და ყელი გამოსჭრა, ეს ყველაფერი ჩემ თვალწინ მოხდა, მე ვერ დავიცავი გოგო.

სტატია ვრცლად იხილეთ ჟურნალ "გზის" 21 ივლისის ნომერში

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ