მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის აეროპორტის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი 24-საათიან სამუშაო რეჟიმზე გადადის
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის აეროპორტის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი 24-საათიან სამუშაო რეჟიმზე გადადის

აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის აე­რო­პორ­ტის ტუ­რის­ტუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი დღე­ი­დან 24-სა­ა­თი­ან სა­მუ­შაო რე­ჟიმ­ზე გა­და­დის.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" აჭა­რის ტუ­რიზ­მი­სა და კუ­რორ­ტე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი­დან აც­ნო­ბეს, ცენ­ტრის მუ­შა­ო­ბის სპე­ცი­ფი­კა­სა და სერ­ვი­სებს დღეს აჭა­რის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რე, ზუ­რაბ პა­ტა­რა­ძე და აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე, მა­მუ­კა ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი გა­ეც­ნენ.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტუ­რის­ტუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრის 24-სა­ა­თი­ან სა­მუ­შაო რე­ჟიმ­ზე გა­დას­ვლა ბა­თუ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით არ­სე­ბულ­მა უპ­რე­ცე­დენ­ტო რა­ო­დე­ნო­ბის ფრე­ნებ­მა გა­ნა­პი­რო­ბა. მხო­ლოდ ივ­ლი­სის გან­მავ­ლო­ბა­ში ბა­თუ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით კვი­რა­ში 81 ფრე­ნა ( თვე­ში 300-ზე მეტი) 22 მი­მარ­თუ­ლე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, გა­ი­ზარ­და რე­გი­ონ­ში სა­ჰა­ე­რო გზით შე­მო­სუ­ლი ვი­ზი­ტო­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც, რაც გა­სუ­ლი წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით (იან­ვა­რი-ივ­ნი­სი) 74 %-იან მა­ტე­ბას გუ­ლის­ხმობს.

ვი­ზი­ტო­რე­ბის­თვის რე­გი­ო­ნის ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი­სა და ღირ­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბის შე­სა­ხებ სრულ­ფა­სო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით აე­რო­პორ­ტის ტუ­რის­ტუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი სრუ­ლი დატ­ვირ­თვით სე­ზო­ნის ბო­ლომ­დე იმუ­შა­ვებს.

აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის ცნო­ბით, ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს რე­გი­ონ­ში სულ 8 ტუ­რის­ტუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი აქვს, რო­მელ­საც წელს კი­დევ ერთი "ბა­თუ­მი ცენ­ტრა­ლის" შე­ნო­ბა­ში შე­ე­მა­ტე­ბა. სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სერ­ვი­სია ტუ­რის­ტუ­ლად აქ­ტი­უ­რი ქა­ლა­ქის­თვის, რა­საც ცენ­ტრებ­ში ვი­ზი­ტორ­თა მზარ­დი რა­ო­დე­ნო­ბაც მი­უ­თი­თებს. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2016 წლის პირ­ვე­ლი ორი კვარტლის მო­ნა­ცე­მე­ბით (იან­ვარ-ივ­ნი­სი) ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრებს 21 518 ვი­ზი­ტო­რი სტუმ­რობ­და, რაც გა­სუ­ლი წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით 73,35 %-იან ზრდას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ცენ­ტრებ­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს ცხე­ლი ხაზი 577 90 90 93 (91), რო­მელ­ზე­დაც ტუ­რიზ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით ნე­ბის­მი­ე­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის აეროპორტის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი 24-საათიან სამუშაო რეჟიმზე გადადის

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის აეროპორტის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი 24-საათიან სამუშაო რეჟიმზე გადადის

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის აეროპორტის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი დღეიდან 24-საათიან სამუშაო რეჟიმზე გადადის.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, ცენტრის მუშაობის სპეციფიკასა და სერვისებს დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე, მამუკა ბერძენიშვილი გაეცნენ.

მათივე ინფორმაციით, ტურისტული საინფორმაციო ცენტრის 24-საათიან სამუშაო რეჟიმზე გადასვლა ბათუმის მიმართულებით არსებულმა უპრეცედენტო რაოდენობის ფრენებმა განაპირობა. მხოლოდ ივლისის განმავლობაში ბათუმის მიმართულებით კვირაში 81 ფრენა ( თვეში 300-ზე მეტი) 22 მიმართულებით ხორციელდება. შესაბამისად, გაიზარდა რეგიონში საჰაერო გზით შემოსული ვიზიტორების რაოდენობაც, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (იანვარი-ივნისი) 74 %-იან მატებას გულისხმობს.

ვიზიტორებისთვის რეგიონის ტურისტული პროდუქტებისა და ღირშესანიშნაობების შესახებ სრულფასოვანი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით აეროპორტის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი სრული დატვირთვით სეზონის ბოლომდე იმუშავებს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს რეგიონში სულ 8 ტურისტული საინფორმაციო ცენტრი აქვს, რომელსაც წელს კიდევ ერთი ”ბათუმი ცენტრალის” შენობაში შეემატება. საინფორმაციო ცენტრების მომსახურება მნიშვნელოვანი სერვისია ტურისტულად აქტიური ქალაქისთვის, რასაც ცენტრებში ვიზიტორთა მზარდი რაოდენობაც მიუთითებს. მათივე ინფორმაციით, 2016 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემებით (იანვარ-ივნისი) ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს საინფორმაციო ცენტრებს 21 518 ვიზიტორი სტუმრობდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 73,35 %-იან ზრდას ითვალისწინებს. ცენტრებში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი 577 90 90 93 (91), რომელზედაც ტურიზმის მიმართულებით ნებისმიერი ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი