პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ათათურქიდან ერდოღანამდე - რევოლუციები, გადატრიალებები და გაუთავებელი ბრძოლა დემოკრატიასა და რადიკალიზმს შორის
ათათურქიდან ერდოღანამდე - რევოლუციები, გადატრიალებები და გაუთავებელი ბრძოლა დემოკრატიასა და რადიკალიზმს შორის

გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 20-იან წლებ­ში ოდეს­ღაც მძლავ­რი ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ის ნან­გრე­ვებ­ზე აღ­მო­ცე­ნე­ბულ თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში არ­მია ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბულ როლს თა­მა­შობ­და. ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის - ქე­მალ ათა­თურ­ქის დრო­ი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ჯარი ქვეყ­ნის სტა­ბი­ლუ­რო­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის მთა­ვა­რი გა­რან­ტი იყო.

"თურ­ქეთ­ში ის­ლამ­სა და დე­მოკ­რა­ტი­ას შო­რის ზავი გა­ფორმ­და. ამ კავ­ში­რის პირ­მ­შო - მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ზნე­ო­ბაა. ზოგ­ჯერ ბავ­შვი ავად ხდე­ბა და თურ­ქუ­ლი არ­მია - სწო­რედ ის ექი­მია, რო­მე­ლიც მას გა­და­არ­ჩენს. და­ა­ვა­დე­ბის სიმ­ძი­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ჩვენ თა­ვად ვარ­ჩევთ წა­მალს, რომ ბავ­შვი გა­მო­ჯამ­რთელ­დეს", - ასე აღ­წერს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის როლს ქვეყ­ნის შიდა პო­ლი­ტი­კა­ში გე­ნე­რა­ლი ჩე­ვის ბირი, 1997 წლის სამ­ხედ­რო შეთ­ქმუ­ლე­ბის ერთ-ერთი ლი­დე­რი.

XX სა­უ­კუ­ნე­ში არ­მი­ამ ოთხჯერ მო­უ­წყო ამ­ბო­ხი მთავ­რო­ბას, რო­მე­ლიც მათი აზ­რით, ათა­თურ­ქის მემ­კვიდ­რე­ო­ბას ღა­ლა­ტობ­და.

1960 წლის 27 მა­ი­სის გა­დატ­რი­ა­ლე­ბა ყვე­ლა­ზე სის­ხლი­ა­ნი იყო. იქამ­დე 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვე­ყა­ნას დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის ლი­დე­რი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ად­ნან მენ­დერე­სი მარ­თავ­და. ის მკაც­რი და ხის­ტი პო­ლი­ტი­კით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. მან გა­ამ­კაც­რა ცენ­ზუ­რა და მძლავ­რი რეპ­რე­სი­უ­ლი აპა­რა­ტი ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა. მისი ინი­ცი­ა­ტი­ვით ქე­მა­ლის­ტურ რეს­პუბ­ლი­კურ სა­ხალ­ხო პარ­ტი­ას ათა­თურ­ქის მიერ და­ტო­ვე­ბუ­ლი ქო­ნე­ბა სრუ­ლად ჩა­მო­არ­თვეს. ის არ­მი­ის პო­ლი­ტი­კა­ზე გავ­ლე­ნის შემ­ცი­რე­ბა­საც ცდი­ლობ­და.

1955 წელს სტამ­ბოლ­ში მომ­ხდა­რი ძა­ლა­დო­ბის აქტი ბერ­ძე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სწო­რედ მისი პრო­ვო­ცი­რე­ბუ­ლი იყო. 6-7 სექ­ტემ­ბერს რა­დი­კა­ლუ­რი ლო­ზუნ­გე­ბით წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლი თურ­ქე­ბი ქრის­ტი­ან ბერ­ძნებს და­ე­რივ­ნენ. ინ­ცინ­დენ­ტის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა 16 ადა­მი­ა­ნი. მათ შო­რის ორი მღვდე­ლი.

არას­წორ­მა პო­ლი­ტი­კამ მენ­დერე­სის მმარ­თვე­ლო­ბას წერ­ტი­ლი და­უს­ვა. მისი დამ­ხო­ბის ინი­ცი­ა­ტო­რი სახ­მე­ლე­თო ჯა­რე­ბის სარ­და­ლი გე­ნე­რა­ლი ჯა­მალ გი­ურ­სე­ლი და პოლ­კოვ­ნი­კი აპარსლან თი­ურ­ქე­ში იყ­ვნენ. თურ­ქე­თის ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა წი­ნა­მორ­ბე­დებს სას­ტი­კად გა­უს­წორ­და. 1961 წლის მენ­დერესს, მისი კა­ბი­ნე­ტის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნისტრს ფა­ტინ ზორ­ლუს და ფი­ნანსთა მი­ნისტრს ჰა­სან პო­ლატ­კანს კო­რუფ­ცი­ა­ში, კონ­სტუ­ტუ­ცი­ის დარ­ღვე­ვა­ში და სა­ხელ­მწი­ფო პრინ­ცი­პე­ბის ღა­ლატ­ში დას­დეს ბრა­ლი. სა­მი­ვე მათ­გა­ნი სიკ­ვდი­ლით და­სა­ჯეს.

ერთი წლის შემ­დეგ რე­ფე­რენ­დუ­მის გზით ახა­ლი კონ­სტი­ტუ­ცია დამ­ტკიც­და. 1965 წელს ქვე­ყა­ნა­ში პირ­ვე­ლად, დე­მოკ­რა­ტი­ულ არ­ჩევ­ნე­ბი გა­ი­მარ­თა. პრე­მი­ე­რის პოს­ტი სუ­ლე­ი­მან დე­მი­რელ­მა (ის ხუთ­ჯერ იყო თურ­ქე­თის პრე­მი­ე­რი და ერთხელ პრე­ზი­დენ­ტი) და­ი­კა­ვა.

სხვა­დას­ხვა სექ­ტო­რე­ბის აქ­ტი­უ­რი რე­ფორ­მი­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ დე­მი­რე­ლი უძ­ლუ­რი აღ­მოჩ­ნდა. ქვე­ყა­ნა ძა­ლა­დო­ბამ მო­იც­ვა. 1971 წლის 12 მარტს არ­მი­ის გენშტა­ბის მე­თა­ურ­მა გე­ნე­რალ­მა მემ­დუჰ ტაგ­მაჩ­მა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ მე­მო­რან­დუმ­ში სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რის გა­დად­გო­მა, სა­ხალ­ხო ნდო­ბის მთავ­რო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა და ქვეყ­ნის ათა­თურ­ქის მიერ არ­ჩე­ულ გეზ­ზე დაბ­რუ­ნე­ბა მო­ი­თხო­ვა. ულ­ტი­მა­ტუ­მით შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი დე­მი­რე­ლი გა­დად­გა. მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტი ნა­ჰატ ერიმ­მა ჩა­ი­ბა­რა. თურ­ქეთ­ში ე.წ. "მე­მო­რან­დუ­ლი გა­დატ­რი­ა­ლე­ბა" მოხ­და.

ვი­თა­რე­ბას ამან არ უშ­ვე­ლა. 1970-იანი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვე­ყა­ნა სა­მო­ქა­ლა­ქო ომის ზღვარ­ზე იყო. 1971 წლის მარ­ტი­დან 1980 წლის სექ­ტემ­ბრამ­დე თურ­ქეთ­ში მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტი 11-ჯერ შე­იც­ვა­ლა. სამ მათ­განს სუ­ლე­ი­მან დე­მი­რე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბა, ეკო­ნო­მი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბით გან­პი­რო­ბე­ბულ­მა ქა­ოს­მა მო­იც­ვა. თუ 1973 წელს შე­ტა­კე­ბე­ბის შე­დე­გად 25 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, 1979 წლის­თვის ამ ციფრ­მა 1500-ს მი­აღ­წია. ტე­რორ­მა პო­ლი­ტი­კაც ჩა­ით­რია. 1971 წელს სტამ­ბოლ­ში ის­რა­ე­ლის კონ­სუ­ლი მოკ­ლეს. 1980 წლის 19 ივ­ნისს კი ექ­სტრე­მის­ტებ­მა ყოფ­ლი პრე­მი­ე­რი ნი­ჰატ ერი­მი გა­მო­ა­სალ­მეს სი­ცო­ცხლეს.

უფსკრუ­ლის­კენ მი­მა­ვა­ლი ქვეყ­ნის გა­დარ­ჩე­ნის­თვის არ­მი­ამ კვლავ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ი­ლაშ­ქრა. 1980 წლის 12 სექ­ტემ­ბერს ან­კა­რის ქუ­ჩებ­ში ტან­კე­ბი გა­მოჩ­ნდნენ. გენშტა­ბის უფ­როს­მა კე­ნან ევ­რენ­მა დე­მი­რე­ლის კა­ბი­ნე­ტის გა­და­ყე­ნე­ბის, პარ­ლა­მენ­ტის და­თხოვ­ნი­სა და 1961 წლის კონ­სტი­ტუ­ცი­ის მოქ­მე­დე­ბის შე­ჩე­რე­ბის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მყოფ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა შეძ­ლეს ძა­ლა­დო­ბი­სა და ტე­რო­რის ტალ­ღე­ბის აღ­კვე­თა. მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბას სიმ­შვი­დე ძვი­რად და­უჯ­და. ცი­ხე­ე­ბი გა­და­ივ­სო. 200-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი სიკ­ვდი­ლით და­სა­ჯეს. 171 წა­მე­ბის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა. 14 ათას აქ­ტი­ვისტს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა ჩა­მო­არ­თვეს. კი­დევ 30 ათა­სი ქვეყ­ნი­დან გა­იქ­ცა.

1982 წელს არ­მი­ის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბით ჩა­ტა­რე­ბულ არ­ჩევ­ნებ­ზე, გა­დატ­რი­ა­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა კე­ნან ევ­რენ­მა გა­ი­მარ­ჯვა. ის თურ­ქე­თის 7-ე პრე­ზი­დენ­ტი გახ­და. 2014 წელს, 1980 წლის გა­დატ­რი­ა­ლე­ბის საქ­მე­ზე, ან­კა­რის სა­სა­მარ­თლომ 96 წლის ევ­რენს სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა და რი­გი­თამ­დე ჩა­მო­აქ­ვე­ი­თა. ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლი და პრე­ზი­დენ­ტი ერთი წლის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა.

1997 წლის მოვ­ლე­ნებს კლა­სი­კურ გა­დატ­რი­ა­ლე­ბას ვერ მი­ვა­კუთ­ვნებთ. თურ­ქეთ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მშვი­დო­ბი­ა­ნად - ტან­კე­ბის, სა­სიკ­ვდლო გა­ნა­ჩე­ნე­ბის, პარ­ლა­მენ­ტის დაშ­ლი­სა და კონ­სტი­ტუ­ცი­ის გა­უქ­მე­ბის გა­რე­შე შე­იც­ვა­ლა. ქვე­ყა­ნა ნაჯმე­ტინ ერ­ბა­კან­მა ჩა­ი­ბა­რა. ორი წლით ადრე სტამ­ბო­ლოს მერი ერ­ბა­კა­ნის აქ­ტი­უ­რი მიმ­დე­ვა­რი - რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღა­ნი გახ­და.

1997 წელს პრე­ზი­დენ­ტმა დე­მი­რელ­მა სამ­ხედ­რო­ებს ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი კურ­სის­თვის თვალ­ყუ­რის დევ­ნე­ბის თხოვ­ნით მი­მარ­თა. პრე­ზი­დენ­ტის აზ­რით, პრე­მი­ე­რი ერ­ბა­კა­ნი ქვე­ყა­ნა­ში ის­ლა­მუ­რი წე­სე­ბის გამ­კაც­რე­ბის­კენ მი­ის­წრაფ­ვო­და. იმა­ვე წელს ერ­ბა­კა­ნი გა­დად­გა. ერთი წლის თავ­ზე კი სა­სა­მარ­თლომ მისი პარ­ტია აკ­რძა­ლა.

ერ­დო­ღა­ნი, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ სტამ­ბო­ლის მერი იყო, გა­და­ა­ყე­ნეს და ის­ლა­მუ­რი პრო­პა­გან­დის­თვის 4 თვით ცი­ხე­ში ჩას­ვეს. მაგ­რამ ის­ლა­მის­ტუ­რი მიმ­დევ­რო­ბის ამო­ძირ­კვა ვერ მო­ხერ­ხდა. 2001 წელს ერ­დო­ღან­მა ერ­ბა­კა­ნის პარ­ტი­ის ნან­გრე­ვებ­ზე სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა - სა­მარ­თლი­ა­ნო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის პარ­ტია ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა და 2002 წელს სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­შიც გა­ი­მარ­ჯვა.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

AMBEBI.GE

ათათურქიდან ერდოღანამდე - რევოლუციები, გადატრიალებები და გაუთავებელი ბრძოლა დემოკრატიასა და რადიკალიზმს შორის

ათათურქიდან ერდოღანამდე - რევოლუციები, გადატრიალებები და გაუთავებელი ბრძოლა დემოკრატიასა და რადიკალიზმს შორის

გასული საუკუნის 20-იან წლებში ოდესღაც მძლავრი ოსმალეთის იმპერიის ნანგრევებზე აღმოცენებულ თურქეთის რესპუბლიკაში არმია ყოველთვის განსაკუთრებულ როლს თამაშობდა. ქვეყნის პირველი პრეზიდენტის - ქემალ ათათურქის დროიდან მოყოლებული ჯარი ქვეყნის სტაბილურობისა და საზოგადოებრივი წესრიგის მთავარი გარანტი იყო.

"თურქეთში ისლამსა და დემოკრატიას შორის ზავი გაფორმდა. ამ კავშირის პირმშო - მაღალი საზოგადოებრივი ზნეობაა. ზოგჯერ ბავშვი ავად ხდება და თურქული არმია - სწორედ ის ექიმია, რომელიც მას გადაარჩენს. დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე ჩვენ თავად ვარჩევთ წამალს, რომ ბავშვი გამოჯამრთელდეს", - ასე აღწერს შეიარაღებული ძალების როლს ქვეყნის შიდა პოლიტიკაში გენერალი ჩევის ბირი, 1997 წლის სამხედრო შეთქმულების ერთ-ერთი ლიდერი.

XX საუკუნეში არმიამ ოთხჯერ მოუწყო ამბოხი მთავრობას, რომელიც მათი აზრით, ათათურქის მემკვიდრეობას ღალატობდა.

1960 წლის 27 მაისის გადატრიალება ყველაზე სისხლიანი იყო. იქამდე 10 წლის განმავლობაში ქვეყანას დემოკრატიული პარტიის ლიდერი პრემიერ-მინისტრი ადნან მენდერესი მართავდა. ის მკაცრი და ხისტი პოლიტიკით გამოირჩეოდა. მან გაამკაცრა ცენზურა და მძლავრი რეპრესიული აპარატი ჩამოაყალიბა. მისი ინიციატივით ქემალისტურ რესპუბლიკურ სახალხო პარტიას ათათურქის მიერ დატოვებული ქონება სრულად ჩამოართვეს. ის არმიის პოლიტიკაზე გავლენის შემცირებასაც ცდილობდა.

1955 წელს სტამბოლში მომხდარი ძალადობის აქტი ბერძენი მოსახლეობის წინააღმდეგ სწორედ მისი პროვოცირებული იყო. 6-7 სექტემბერს რადიკალური ლოზუნგებით წახალისებული თურქები ქრისტიან ბერძნებს დაერივნენ. ინცინდენტის შედეგად დაიღუპა 16 ადამიანი. მათ შორის ორი მღვდელი.

არასწორმა პოლიტიკამ მენდერესის მმართველობას წერტილი დაუსვა. მისი დამხობის ინიციატორი სახმელეთო ჯარების სარდალი გენერალი ჯამალ გიურსელი და პოლკოვნიკი აპარსლან თიურქეში იყვნენ. თურქეთის ახალი ხელისუფლება წინამორბედებს სასტიკად გაუსწორდა. 1961 წლის მენდერესს, მისი კაბინეტის საგარეო საქმეთა მინისტრს ფატინ ზორლუს და ფინანსთა მინისტრს ჰასან პოლატკანს კორუფციაში, კონსტუტუციის დარღვევაში და სახელმწიფო პრინციპების ღალატში დასდეს ბრალი. სამივე მათგანი სიკვდილით დასაჯეს.

ერთი წლის შემდეგ რეფერენდუმის გზით ახალი კონსტიტუცია დამტკიცდა. 1965 წელს ქვეყანაში პირველად, დემოკრატიულ არჩევნები გაიმართა. პრემიერის პოსტი სულეიმან დემირელმა (ის ხუთჯერ იყო თურქეთის პრემიერი და ერთხელ პრეზიდენტი) დაიკავა.

სხვადასხვა სექტორების აქტიური რეფორმირების მიუხედავად, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების წინააღმდეგ დემირელი უძლური აღმოჩნდა. ქვეყანა ძალადობამ მოიცვა. 1971 წლის 12 მარტს არმიის გენშტაბის მეთაურმა გენერალმა მემდუჰ ტაგმაჩმა გამოქვეყნებულ მემორანდუმში სახელმწიფოს მეთაურის გადადგომა, სახალხო ნდობის მთავრობის ჩამოყალიბება და ქვეყნის ათათურქის მიერ არჩეულ გეზზე დაბრუნება მოითხოვა. ულტიმატუმით შეურაცხყოფილი დემირელი გადადგა. მინისტრთა კაბინეტი ნაჰატ ერიმმა ჩაიბარა. თურქეთში ე.წ. "მემორანდული გადატრიალება" მოხდა.

ვითარებას ამან არ უშველა. 1970-იანი წლების განმავლობაში ქვეყანა სამოქალაქო ომის ზღვარზე იყო. 1971 წლის მარტიდან 1980 წლის სექტემბრამდე თურქეთში მინისტრთა კაბინეტი 11-ჯერ შეიცვალა. სამ მათგანს სულეიმან დემირელი ხელმძღვანელობდა.

საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრება, ეკონომიური პრობლემებით განპირობებულმა ქაოსმა მოიცვა. თუ 1973 წელს შეტაკებების შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა, 1979 წლისთვის ამ ციფრმა 1500-ს მიაღწია. ტერორმა პოლიტიკაც ჩაითრია. 1971 წელს სტამბოლში ისრაელის კონსული მოკლეს. 1980 წლის 19 ივნისს კი ექსტრემისტებმა ყოფლი პრემიერი ნიჰატ ერიმი გამოასალმეს სიცოცხლეს.

უფსკრულისკენ მიმავალი ქვეყნის გადარჩენისთვის არმიამ კვლავ პოლიტიკოსების წინააღმდეგ გაილაშქრა. 1980 წლის 12 სექტემბერს ანკარის ქუჩებში ტანკები გამოჩნდნენ. გენშტაბის უფროსმა კენან ევრენმა დემირელის კაბინეტის გადაყენების, პარლამენტის დათხოვნისა და 1961 წლის კონსტიტუციის მოქმედების შეჩერების შესახებ განაცხადა.

ხელისუფლებაში 3 წლის განმავლობაში მყოფმა სამხედროებმა შეძლეს ძალადობისა და ტერორის ტალღების აღკვეთა. მაგრამ საზოგადოებას სიმშვიდე ძვირად დაუჯდა. ციხეები გადაივსო. 200-ზე მეტი ადამიანი სიკვდილით დასაჯეს. 171 წამების შედეგად დაიღუპა. 14 ათას აქტივისტს მოქალაქეობა ჩამოართვეს. კიდევ 30 ათასი ქვეყნიდან გაიქცა.

1982 წელს არმიის ზედამხედველობით ჩატარებულ არჩევნებზე, გადატრიალების ორგანიზატორმა კენან ევრენმა გაიმარჯვა. ის თურქეთის 7-ე პრეზიდენტი გახდა. 2014 წელს, 1980 წლის გადატრიალების საქმეზე, ანკარის სასამართლომ 96 წლის ევრენს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა და რიგითამდე ჩამოაქვეითა. ყოფილი გენერალი და პრეზიდენტი ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა.

1997 წლის მოვლენებს კლასიკურ გადატრიალებას ვერ მივაკუთვნებთ. თურქეთში ხელისუფლება მშვიდობიანად - ტანკების, სასიკვდლო განაჩენების, პარლამენტის დაშლისა და კონსტიტუციის გაუქმების გარეშე შეიცვალა. ქვეყანა ნაჯმეტინ ერბაკანმა ჩაიბარა. ორი წლით ადრე სტამბოლოს მერი ერბაკანის აქტიური მიმდევარი - რეჯეფ თაიფ ერდოღანი გახდა.

1997 წელს პრეზიდენტმა დემირელმა სამხედროებს ქვეყნის პოლიტიკური კურსისთვის თვალყურის დევნების თხოვნით მიმართა. პრეზიდენტის აზრით, პრემიერი ერბაკანი ქვეყანაში ისლამური წესების გამკაცრებისკენ მიისწრაფვოდა. იმავე წელს ერბაკანი გადადგა. ერთი წლის თავზე კი სასამართლომ მისი პარტია აკრძალა.

ერდოღანი, რომელიც ჯერ კიდევ სტამბოლის მერი იყო, გადააყენეს და ისლამური პროპაგანდისთვის 4 თვით ციხეში ჩასვეს. მაგრამ ისლამისტური მიმდევრობის ამოძირკვა ვერ მოხერხდა. 2001 წელს ერდოღანმა ერბაკანის პარტიის ნანგრევებზე საკუთარი პოლიტიკური ძალა - სამართლიანობისა და განვითარების პარტია ჩამოაყალიბა და 2002 წელს საპარლამენტო არჩევნებშიც გაიმარჯვა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა