Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
20 ივლისი - დღე, როდესაც ადამიანმა მთვარეზე პირველი ნაბიჯი გადადგა
20 ივლისი - დღე, როდესაც ადამიანმა მთვარეზე პირველი ნაბიჯი გადადგა

1969 წლის 20 ივ­ლი­სი მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ა­ში უნი­კა­ლუ­რი მოვ­ლე­ნაა, სწო­რედ ამ დღეს დად­გა ფეხი მთვა­რე­ზე ნილ არმსტრონ­გმა.

არმსტრონ­გი აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­სი­ის­თვის 1962 წელს NASA-მ შე­არ­ჩია. იგი 1969 წელს ედ­ვინ ალდრინ­თან (მთვა­რე­ზე და­საჯ­დო­მი კაპ­სუ­ლა "არ­წი­ვის" პი­ლო­ტი) და მა­იკლ კო­ლინ­თან (მმარ­თველ ხო­მალდ "აპო­ლო 11"-ის პი­ლო­ტი) ერ­თად მი­სია "აპო­ლო 11"-ს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. "აპო­ლო 11"-მა კე­ნე­დის კოს­მო­სუ­რი ცენ­ტრი (ფლო­რი­და) 16 ივ­ლისს 1969 წელს და­ტო­ვა და 4 დღე­ში, 20 ივ­ლისს მთვა­რის ზე­და­პირ­ზე, ე. წ. "სიმ­შვი­დის ზღვა­ზე" და­ეშ­ვა. ამ მოვ­ლე­ნას მთე­ლი მსოფ­ლიო ტე­ლე­ვი­ზი­ის პირ­და­პირ ეთერ­ში ადევ­ნებ­და თვალს. მთვა­რე­ზე და­საჯ­დო­მი კაფ­სუ­ლი­დან "არ­წი­ვი" ნილ არმსტრონ­გი გა­მო­ვი­და ხაზ­ზე: "ჰი­უს­ტონ, წყნა­რი ზღვის ბაზა. არ­წი­ვი დაჯ­და..."

1969 წლის 20 ივ­ლი­სის დი­ლას, 2 სა­ათ­სა და 56 წუთ­ზე არმსტრონ­გი ჩა­მო­დის ხო­მალ­დი­დან და პირ­ვე­ლი დგამს ფეხს მთვა­რე­ზე. ამ დროს ამ­ბობს ის­ტო­რი­ულ სი­ტყვას: "ეს პა­ტა­რა ნა­ბი­ჯი ადა­მი­ა­ნის­თვის, არის დიდი ნახ­ტო­მი კა­ცობ­რი­ო­ბის­თვის."

ამ სი­ტყვე­ბის გარ­და არმსტრონ­გმა კი­დევ ერთი წი­ნა­და­დე­ბაც თქვა - "წარ­მა­ტე­ბე­ბი, მის­ტერ გრომ­სკი". ჟურ­ნალ­სიტ­თა არ­მია დიდი ხნის მან­ძილ­ზე არ­კვევ­და, თუ ვინ იყო მის­ტერ გრომ­სკი. სა­ი­დუმ­ლოს, ფარ­და ისევ არმსტრონ­გმა ახა­და და სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბავს მოჰ­ყვა - "რო­დე­საც პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, მე­ზობ­ლე­ბის, რომ­ლე­ბიც გვა­რად გრომ­სკე­ბი იყ­ვნენ, ჩხუ­ბის ხმა გა­ვი­გე. კაცი ქალს ორა­ლურ სექსს სთხოვ­და, რა­ზეც ცოლ­მა მი­უ­გო - მა­გას მხო­ლოდ მა­შინ დაგ­თან­ხმდე­ბი, რო­დე­საც ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლი არმსტრონ­გე­ბის ვაჟი მთვა­რე­ზე ფეხს დად­გამს".

არმსტრონ­გის, მთვა­რე­ზე გა­დას­ვლი­დან 15 წუ­თის შემ­დეგ, ედ­ვინ ალდრი­ნი შე­უ­ერ­თდა, რო­მელ­თან ერ­თა­დაც აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დრო­შა აღ­მარ­თა. შემ­დეგ მათ მე­სა­მე ას­ტრო­ნავტ, მა­იკლ კო­ლინ­თან ერ­თად მთვა­რის გარ­შე­მო ბრუნ­ვა გა­ნაგ­რძეს. ამ 3 ას­ტრო­ნავტს შო­რის არმსტრონ­გი პირ­ვე­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, ვინც მთვა­რე­ზე დად­გამ­და ფეხს, ვი­ნა­ი­დან ის რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე იყო და არა სამ­ხედ­რო პირი, რო­გორც მისი ორი­ვე თა­ნა­შემ­წე. არმსტრონ­გმა მთვა­რე­ზე 2 სა­ა­თი და 31 წუთი გა­ა­ტა­რა, გა­ი­ა­რა 250 მეტ­რი. მი­სია დე­და­მი­წა­ზე 24 ივ­ლისს დაბ­რუნ­და, ას­ტრო­ნავ­ტებ­მა შე­სას­წავ­ლად თან ქვის რამ­დე­ნი­მე ნა­ტე­ხი წა­მო­ი­ღეს.

გარ­და არმსტრონ­გი­სა, "აპო­ლო11"-ის ეკი­პაჟ­ში შე­დი­ოდ­ნენ: ძი­რი­თა­დი ეკი­პა­ჟი - ნილ არმსტრონ­გი (მე­თა­უ­რი); ედ­ვინ "ბაზ" ოლდრი­ნი (მთვა­რის მო­დუ­ლის პი­ლო­ტი), მა­იკლ კო­ლინ­ზი (სა­კო­მან­დო მო­დუ­ლის პი­ლო­ტი); დუბ­ლი­ო­რე­ბი: ჯე­იმზ ლო­ვე­ლი (მე­თა­უ­რი), ბილ ან­დერ­სი (სა­კო­მან­დო მო­დუ­ლის პი­ლო­ტი), ფრედ ჰე­ი­ზი (მთვა­რის მო­დუ­ლის პი­ლო­ტი).

"აპო­ლო 11" კე­ნე­დის სა­ხე­ლო­ბის კოს­მოდ­რო­მი­დან 1969 წლის 16 ივ­ლისს, ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 9 სა­ათ­ზე და 32 წუთ­ზე რა­კე­ტა-მა­ტა­რებ­ლით - სა­ტურ­ნი V გა­უშ­ვეს. იგი დე­და­მი­წის ორ­ბი­ტა­ზე 12 წუ­თის შემ­დეგ გა­ვი­და. ერ­თნა­ხე­ვა­რი ორ­ბი­ტის შემ­დეგ მე­სა­მე სა­ფე­ხუ­რი ჩა­ირ­თო და მან ხო­მალ­დი მთვა­რის­კენ მი­მა­ვალ ტრა­ექ­ტო­რი­ა­ზე გა­და­იყ­ვა­ნა. 30 წუ­თის შემ­დეგ სა­კო­მან­დო/სერ­ვის მო­დუ­ლი სა­ტურნ V მე­სა­მე სა­ფე­ხურს გა­მო­ე­ყო და მთვა­რის მო­დულს შე­უ­ერ­თდა. ეს შე­ერ­თე­ბუ­ლი ხო­მალ­დი კი მთვა­რის­კენ გაფ­რინ­და.

"აპო­ლო 11" მთვა­რეს­თან 19 ივ­ლისს მიფ­რინ­და და ჩარ­თო სა­მუხ­რუ­ჭე ძრა­ვა, რათა მთვა­რის ირ­გვლივ ორ­ბი­ტა­ზე გა­სუ­ლი­ყო. შემ­დე­გი რამ­დე­ნი­მე წრის დროს, როცა ხო­მალ­დი მთვა­რის ირ­გვლივ დაფ­რი­ნავ­და, ეკი­პა­ჟი და­საჯ­დომ ად­გილს ათ­ვა­ლი­ე­რებ­და. და­საჯ­დომ ად­გი­ლად "სიმ­შვი­დის ზღვას­თან" (Mare Tranquillitatis) 20 კი­ლო­მეტრში არ­სე­ბუ­ლი კრა­ტე­რი "სა­ბი­ნე" აირ­ჩი­ეს, რად­გან იგი ბრტყე­ლი და მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი იყო, რო­გორც ეს უპი­ლო­ტო ხო­მალ­დებ­მა - რე­ინ­ჯერ-8 და სერ­ვე­ი­ორ-5 და­ად­გი­ნეს.

გარ­და იმი­სა, რომ ამ გაშ­ვე­ბას ფლო­რი­და­ში არ­სე­ბუ­ლი კოს­მოდ­რო­მის მი­და­მო­ებ­ში და­ახ­ლო­ე­ბით ერთი მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი უშუ­ა­ლოდ ადევ­ნებ­და თვალს, ამ ღირ­სშე­სა­ნიშ­ნავ მოვ­ლე­ნას 600 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი ტე­ლე­ვი­ზი­ით უყუ­რებ­და, ეს კი თა­ვის დრო­ზე რე­კორ­დი იყო. აშშ-ის იმ­ჟა­მინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტი, ნიქ­სო­ნი "აპო­ლო11"-ის მთვა­რე­ზე დაშ­ვე­ბას თეთ­რი სახ­ლი­დან აკ­ვირ­დე­ბო­და.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ას­ტრო­ნავ­ტე­ბი მთვა­რეს კი­დევ 6-ჯერ ეს­ტუმრნენ. ისი­ნი მთვა­რე­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რი მთვა­რე­მავ­ლით გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ. "აპო­ლო 11"-ის მიერ ჩა­მო­ტა­ნილ მთვა­რის ქვებ­სა და ქა­ნებს უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს მთვა­რი­სა და დე­და­მი­წის შეს­წავ­ლა­ში.

მთვა­რე­ზე "აპო­ლო11"-ის დაჯ­დო­მის­თა­ნა­ვე გავ­რცელ­და ფოტო, სა­დაც არმსტრონ­გი, ამე­რი­კის დრო­შას ამაგ­რებს მთვა­რის ზე­და­პირ­ზე, სწო­რედ ამ ფო­ტო­დან წა­მო­ვი­და მო­საზ­რე­ბა, რომ ამე­რი­კე­ლებ­მა მთვარ­ზე დაჯ­დო­მა დად­გეს და ეს ყვე­ლა­ფე­რი იმი­ტა­ცია იყო. სუ­რათ­ზე ჩანს, რომ დრო­შა ირ­ხე­ვა, სწო­რედ ამ ფაქ­ტით ამ­ყა­რე­ბენ ამ მო­საზ­რე­ბას, რად­გან მთვარ­ზე, სა­დაც სრუ­ლი ვა­კუ­უ­მია, შე­უძ­ლე­ბე­ლია დრო­შა ირ­ხე­ო­დეს. ამ იდე­ას ყვე­ლა­ზე მე­ტად საბ­ჭო­თა მეც­ნი­ე­რე­ბი ლო­ბი­რებ­დნენ, რად­გან საბ­ჭო­თა კოს­მო­ნავ­ტი­კი­სათ­ვის (რო­მე­ლიც იმ დრო­ის­თვის ძა­ლი­ან გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი იყო) მძი­მე დარ­ტყმა აღ­მოჩ­ნდა ამე­რი­კე­ლე­ბის ამ­ხე­ლა წარ­მა­ტე­ბა. ამ იდე­ას ძა­ლი­ან დიდი ხნის მან­ძი­ლე­ზე ჰყავ­და მხარ­დამ­ჭე­რე­ბი და დღე­საც ჰყავს, თუმ­ცა ცოტა ხნის წინ "NASA"-მ გა­მო­აქ­ვეყ­ნა ექ­სპე­დი­ცი­ის აქამ­დე უც­ნო­ბი ფო­ტო­ე­ბი, რი­თიც დღემ­დე არ­სე­ბულ კი­თხვებს პა­სუ­ხი გა­ე­ცა.

არმსტრონ­გის პა­ტა­რა ნა­ბი­ჯი მთვა­რე­ზე მარ­თლაც უდი­დე­სი იყო კა­ცობ­რი­ო­ბი­სათ­ვის. ამ დღის შემ­დეგ კოს­მო­სის კვლე­ვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად ახა­ლი ეტა­პი დი­წყო, რო­მე­ლიც დღემ­დე გრძელ­დე­ბა.

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

20 ივლისი - დღე, როდესაც ადამიანმა მთვარეზე პირველი ნაბიჯი გადადგა

20 ივლისი - დღე, როდესაც ადამიანმა მთვარეზე პირველი ნაბიჯი გადადგა

1969 წლის 20 ივლისი მსოფლიო ისტორიაში უნიკალური მოვლენაა, სწორედ ამ დღეს დადგა ფეხი მთვარეზე ნილ არმსტრონგმა.

არმსტრონგი აღნიშნული მისიისთვის 1962 წელს NASA-მ შეარჩია. იგი 1969 წელს ედვინ ალდრინთან (მთვარეზე დასაჯდომი კაპსულა "არწივის" პილოტი) და მაიკლ კოლინთან (მმართველ ხომალდ "აპოლო 11"-ის პილოტი) ერთად მისია "აპოლო 11"-ს ხელმძღვანელობდა. "აპოლო 11"-მა კენედის კოსმოსური ცენტრი (ფლორიდა) 16 ივლისს 1969 წელს დატოვა და 4 დღეში, 20 ივლისს მთვარის ზედაპირზე, ე. წ. "სიმშვიდის ზღვაზე" დაეშვა. ამ მოვლენას მთელი მსოფლიო  ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს. მთვარეზე დასაჯდომი კაფსულიდან "არწივი" ნილ არმსტრონგი გამოვიდა ხაზზე: "ჰიუსტონ, წყნარი ზღვის ბაზა. არწივი დაჯდა..."

1969 წლის 20 ივლისის დილას, 2 საათსა და 56 წუთზე არმსტრონგი ჩამოდის ხომალდიდან და პირველი დგამს ფეხს მთვარეზე. ამ დროს ამბობს ისტორიულ სიტყვას: "ეს პატარა ნაბიჯი ადამიანისთვის, არის დიდი ნახტომი კაცობრიობისთვის."

ამ სიტყვების გარდა არმსტრონგმა კიდევ ერთი წინადადებაც თქვა - "წარმატებები, მისტერ გრომსკი". ჟურნალსიტთა არმია დიდი ხნის მანძილზე არკვევდა, თუ ვინ იყო მისტერ გრომსკი. საიდუმლოს, ფარდა ისევ არმსტრონგმა ახადა და საინტერესო ამბავს მოჰყვა - "როდესაც პატარა ვიყავი, მეზობლების, რომლებიც გვარად გრომსკები იყვნენ, ჩხუბის ხმა გავიგე. კაცი ქალს ორალურ სექსს სთხოვდა, რაზეც ცოლმა მიუგო - მაგას მხოლოდ მაშინ დაგთანხმდები, როდესაც ჩვენი მეზობელი არმსტრონგების ვაჟი მთვარეზე ფეხს დადგამს".

არმსტრონგის, მთვარეზე გადასვლიდან 15 წუთის შემდეგ, ედვინ ალდრინი შეუერთდა, რომელთან ერთადაც აშშ-ის სახელმწიფო დროშა აღმართა. შემდეგ მათ მესამე ასტრონავტ, მაიკლ კოლინთან ერთად მთვარის გარშემო ბრუნვა განაგრძეს. ამ 3 ასტრონავტს შორის არმსტრონგი პირველი უნდა ყოფილიყო, ვინც მთვარეზე დადგამდა ფეხს, ვინაიდან ის რიგითი მოქალაქე იყო და არა სამხედრო პირი, როგორც მისი ორივე თანაშემწე. არმსტრონგმა მთვარეზე 2 საათი და 31 წუთი გაატარა, გაიარა 250 მეტრი. მისია დედამიწაზე 24 ივლისს დაბრუნდა, ასტრონავტებმა შესასწავლად თან ქვის რამდენიმე ნატეხი წამოიღეს.

გარდა არმსტრონგისა, "აპოლო11"-ის ეკიპაჟში შედიოდნენ: ძირითადი ეკიპაჟი - ნილ არმსტრონგი (მეთაური); ედვინ "ბაზ" ოლდრინი (მთვარის მოდულის პილოტი), მაიკლ კოლინზი (საკომანდო მოდულის პილოტი); დუბლიორები: ჯეიმზ ლოველი (მეთაური), ბილ ანდერსი (საკომანდო მოდულის პილოტი), ფრედ ჰეიზი (მთვარის მოდულის პილოტი).

"აპოლო 11" კენედის სახელობის კოსმოდრომიდან 1969 წლის 16 ივლისს, ადგილობრივი დროით 9 საათზე და 32 წუთზე რაკეტა-მატარებლით - სატურნი V გაუშვეს. იგი დედამიწის ორბიტაზე 12 წუთის შემდეგ გავიდა. ერთნახევარი ორბიტის შემდეგ მესამე საფეხური ჩაირთო და მან ხომალდი მთვარისკენ მიმავალ ტრაექტორიაზე გადაიყვანა. 30 წუთის შემდეგ საკომანდო/სერვის მოდული სატურნ V მესამე საფეხურს გამოეყო და მთვარის მოდულს შეუერთდა. ეს შეერთებული ხომალდი კი მთვარისკენ გაფრინდა.

"აპოლო 11" მთვარესთან 19 ივლისს მიფრინდა და ჩართო სამუხრუჭე ძრავა, რათა მთვარის ირგვლივ ორბიტაზე გასულიყო. შემდეგი რამდენიმე წრის დროს, როცა ხომალდი მთვარის ირგვლივ დაფრინავდა, ეკიპაჟი დასაჯდომ ადგილს ათვალიერებდა. დასაჯდომ ადგილად  "სიმშვიდის ზღვასთან" (Mare Tranquillitatis) 20 კილომეტრში არსებული კრატერი "საბინე" აირჩიეს, რადგან იგი ბრტყელი და მოსახერხებელი იყო, როგორც ეს უპილოტო ხომალდებმა - რეინჯერ-8 და სერვეიორ-5 დაადგინეს.

გარდა იმისა, რომ ამ გაშვებას ფლორიდაში არსებული კოსმოდრომის მიდამოებში დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანი უშუალოდ ადევნებდა თვალს, ამ ღირსშესანიშნავ მოვლენას 600 მილიონი ადამიანი ტელევიზიით უყურებდა, ეს კი თავის დროზე რეკორდი იყო. აშშ-ის იმჟამინდელი პრეზიდენტი, ნიქსონი "აპოლო11"-ის მთვარეზე დაშვებას თეთრი სახლიდან აკვირდებოდა.

მოგვიანებით ასტრონავტები მთვარეს კიდევ 6-ჯერ ესტუმრნენ. ისინი მთვარეზე სპეციალური მთვარემავლით გადაადგილდებოდნენ. "აპოლო 11"-ის მიერ ჩამოტანილ მთვარის ქვებსა და ქანებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს მთვარისა და დედამიწის შესწავლაში.

მთვარეზე "აპოლო11"-ის დაჯდომისთანავე გავრცელდა ფოტო, სადაც არმსტრონგი, ამერიკის დროშას ამაგრებს მთვარის ზედაპირზე, სწორედ ამ ფოტოდან წამოვიდა მოსაზრება, რომ ამერიკელებმა მთვარზე დაჯდომა დადგეს და ეს ყველაფერი იმიტაცია იყო. სურათზე ჩანს, რომ დროშა ირხევა, სწორედ ამ ფაქტით ამყარებენ ამ მოსაზრებას, რადგან მთვარზე, სადაც სრული ვაკუუმია, შეუძლებელია დროშა ირხეოდეს. ამ იდეას ყველაზე მეტად საბჭოთა მეცნიერები ლობირებდნენ, რადგან საბჭოთა კოსმონავტიკისათვის (რომელიც იმ დროისთვის ძალიან განვითარებული იყო) მძიმე დარტყმა აღმოჩნდა ამერიკელების ამხელა წარმატება. ამ იდეას ძალიან დიდი ხნის მანძილეზე ჰყავდა მხარდამჭერები და დღესაც ჰყავს, თუმცა ცოტა ხნის წინ "NASA"-მ გამოაქვეყნა ექსპედიციის აქამდე უცნობი ფოტოები, რითიც დღემდე არსებულ კითხვებს პასუხი გაეცა.

არმსტრონგის პატარა ნაბიჯი მთვარეზე მართლაც უდიდესი იყო კაცობრიობისათვის. ამ დღის შემდეგ კოსმოსის კვლევის აბსოლუტურად ახალი ეტაპი დიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს