მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი მარგველაშვილი - შესაძლოა, შემოდგომაზე საქართველოს მოქალაქეებს ევროპის ვიზები აღარ დასჭირდეთ
გიორგი მარგველაშვილი - შესაძლოა, შემოდგომაზე საქართველოს მოქალაქეებს ევროპის ვიზები აღარ დასჭირდეთ

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი პო­ლო­ნურ გა­მო­ცე­მა "ვი­ბორ­ჩას" სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ გზა­ზე და რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე ესა­უბ­რა.

გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის თქმით, ვარ­შა­ვის სა­მიტ­ზე მიღ­წე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს შავ ზღვას­თან და­კავ­ში­რე­ბულ გან­ხილ­ვებ­ში.

"გავზრდით თავ­დაც­ვით შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვი­სა და სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის მო­დერ­ნი­ზა­ცი­ას და, ასე­ვე, უზ­რუნ­ველ­ვყოფთ კი­ბერ­თავ­დას­ხმის წი­ნა­აღ­მდეგ თავ­დაც­ვას", - აღ­ნიშ­ნა მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

მისი თქმით, 2008 წლის ბუ­ქა­რეს­ტის სა­მი­ტის და­პი­რე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო ნატო-ს წევ­რი გახ­დე­ბა, კვლავ ძა­ლა­შია.

"და­პი­რე­ბა კვლავ ძა­ლა­შია. ჩვე­ნი გა­წევ­რი­ა­ნე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი პრო­ცეს­შია. ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ რე­ფორ­მებს, ვზრდით თავ­დაც­ვით შე­საძ­ლებ­ლო­ბებს და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მო­დერ­ნი­ზა­ცი­ას ვახ­დენთ. მი­მაჩ­ნია, რომ აქ სა­ქარ­თვე­ლო ხუ­თო­სა­ნია. ვმო­ნა­წი­ლე­ობთ ნატო-სა და ევ­რო­კავ­ში­რის სამ­ხედ­რო მი­სი­ებ­ში ავ­ღა­ნეთ­ში, კო­სო­ვო­ში, მა­ლი­ში და ცენ­ტრა­ლუ­რი აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კა­ში. ანა­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბაა ევ­რო­კავ­შირ­შიც. გა­ვა­ფორ­მეთ ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, ძა­ლა­ში შე­ვი­და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა თა­ვი­სუ­ფალ სა­ვაჭ­რო სივ­რცე­ზე. ამ­ჟა­მად სა­უ­ბა­რი მი­დის ვი­ზე­ბის გა­უქ­მე­ბა­ზე. ევ­რო­პა აფა­სებს ჩვენს მიერ გა­წე­ულ მძი­მე შრო­მას. შე­საძ­ლოა, რომ უკვე ამ შე­მოდ­გო­მას სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს ევ­რო­პის ვი­ზე­ბი აღარ დას­ჭირ­დეთ", - გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა.

მისი თქმით, შავი ზღვის რე­გი­ო­ნი ვარ­შა­ვის სა­მი­ტის ერთ-ერთი მთა­ვა­რი თემა იყო.

"შავი ზღვა ევ­რო­პუ­ლი ზღვა უნდა იყოს, სა­დაც მშვი­დო­ბი­ა­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო პრინ­ცი­პე­ბი მოქ­მე­დებს. სა­ქარ­თვე­ლოს პორ­ტე­ბით ათო­ბით აზი­უ­რი ქვე­ყა­ნა სარ­გებ­ლობს, რო­მე­ლე­ბიც ევ­რო­პა­ში სა­ქონ­ლის ექ­სპორ­ტს ახორ­ცი­ე­ლე­ბენ. ეს არ შე­იძ­ლე­ბა იყოს სამ­ხედ­რო და­პი­რის­პი­რე­ბის ზღვა, რა­საც ის დღეს წარ­მო­ად­გენს", - გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

გიორგი მარგველაშვილი - შესაძლოა, შემოდგომაზე საქართველოს მოქალაქეებს ევროპის ვიზები აღარ დასჭირდეთ

გიორგი მარგველაშვილი - შესაძლოა, შემოდგომაზე საქართველოს მოქალაქეებს ევროპის ვიზები აღარ დასჭირდეთ

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლონურ გამოცემა „ვიბორჩას“ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე და რუსეთთან ურთიერთობაზე ესაუბრა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, ვარშავის სამიტზე მიღწეული შეთანხმებით, საქართველო მონაწილეობას მიიღებს შავ ზღვასთან დაკავშირებულ განხილვებში.

„გავზრდით თავდაცვით შესაძლებლობებს, განვახორციელებთ საჰაერო თავდაცვისა და საჰაერო ძალების მოდერნიზაციას და, ასევე, უზრუნველვყოფთ კიბერთავდასხმის წინააღმდეგ თავდაცვას“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.

მისი თქმით, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დაპირება, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება, კვლავ ძალაშია.

„დაპირება კვლავ ძალაშია. ჩვენი გაწევრიანების ვალდებულებები პროცესშია. ვახორციელებთ რეფორმებს, ვზრდით თავდაცვით შესაძლებლობებს და შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციას ვახდენთ. მიმაჩნია, რომ აქ საქართველო ხუთოსანია. ვმონაწილეობთ ნატო-სა და ევროკავშირის სამხედრო მისიებში ავღანეთში, კოსოვოში, მალიში და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. ანალოგიური ვითარებაა ევროკავშირშიც. გავაფორმეთ ასოცირების ხელშეკრულება, ძალაში შევიდა ხელშეკრულება თავისუფალ სავაჭრო სივრცეზე. ამჟამად საუბარი მიდის ვიზების გაუქმებაზე. ევროპა აფასებს ჩვენს მიერ გაწეულ მძიმე შრომას. შესაძლოა, რომ უკვე ამ შემოდგომას საქართველოს მოქალაქეებს ევროპის ვიზები აღარ დასჭირდეთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისი თქმით, შავი ზღვის რეგიონი ვარშავის სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.

„შავი ზღვა ევროპული ზღვა უნდა იყოს, სადაც მშვიდობიანი თანამშრომლობის საერთაშორისო პრინციპები მოქმედებს. საქართველოს პორტებით ათობით აზიური ქვეყანა სარგებლობს, რომელებიც ევროპაში საქონლის ექსპორტს ახორციელებენ. ეს არ შეიძლება იყოს სამხედრო დაპირისპირების ზღვა, რასაც ის დღეს წარმოადგენს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."