პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტ ერდოღანის საოცარი სასახლე, 185 მილიონი დოლარი და შოპინგზე მანიაკალურად შეყვარებული ცოლი
პრეზიდენტ ერდოღანის საოცარი სასახლე, 185 მილიონი დოლარი და შოპინგზე მანიაკალურად შეყვარებული ცოლი

თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტის, რე­ჯეპ ტაიპ ერ­დო­ღა­ნის მე­უღ­ლე ემი­ნე ამ­ტკი­ცებს, რომ საკ­მა­ოდ მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად ცხოვ­რობს და სხვა მუს­ლი­მი ქალ­ბა­ტო­ნე­ბის­გან ბევ­რით არაფ­რით გა­მო­ირ­ჩე­ვა. არა­და, მისი ფუ­ლის ხარ­ჯვი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლის შე­სა­ხებ სა­ყო­ველ­თა­ო­დაა ცნო­ბი­ლი. ალ­ბათ გა­ინ­ტე­რე­სებთ, რა ქო­ნე­ბის პატ­რო­ნია ეს მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი და სხვე­ბის­გან თით­ქმის არაფ­რით გა­მორ­ჩე­უ­ლი მან­დი­ლო­სა­ნი. ჰოდა, მო­გახ­სე­ნებთ, ჟურ­ნალ­მა "ფორბსმა" ამ ოჯა­ხის ქო­ნე­ბა 185 მი­ლი­ონ დო­ლა­რად შე­ა­ფა­სა.

თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტის მე­უღ­ლე ვერა და ვერ ეშ­ვე­ბა ე.წ. შო­პინგ ტუ­რებს. იგი უპი­რა­ტე­სო­ბას ცნო­ბი­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბის ნა­მუ­შევ­რებ­სა და ან­ტიკ­ვა­რულ ნივ­თებს ანი­ჭებს. ეს "მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი" ქალ­ბა­ტო­ნი მო­ოქ­რო­ვი­ლი ჭი­ქე­ბით მი­ირ­თმევს გან­სა­კუთ­რე­ბულ თეთრ ჩაის, რო­მე­ლიც 1 კგ 2000 დო­ლა­რი ღირს. მისი ერთი მო­ოქ­რო­ვი­ლი ჭი­ქის ფასი კი 350 დო­ლა­რია და ეს მა­შინ, რო­დე­საც მისი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის მე­ო­თხედს თავი დღე­ში 4 დო­ლა­რად გა­აქვს.

პრე­ზი­დენ­ტის მე­უღ­ლე სა­შო­პინ­გოდ, რაღა თქმა უნდა, ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ მა­ღა­ზი­ებს ირ­ჩევს. ცნო­ბი­ლია, რომ ერთხელ ბრი­უ­სე­ლის სა­ვაჭ­რო ცენ­ტრი სპე­ცი­ა­ლუ­რად ემი­ნე ერ­დო­ღა­ნის გამო და­ხუ­რეს, რათა მას მშვი­დად ევაჭ­რა. ვარ­შა­ვა­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტი­სას, რო­დე­საც მე­უღ­ლეს ახ­ლდა თან, ემი­ნემ ან­ტიკ­ვა­რი­ატ­ში 50. 000 დო­ლა­რი და­ხარ­ჯა.

გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას იქ­ცევს ასე­ვე ერ­დო­ღა­ნე­ბის სა­ო­ცა­რი სა­სახ­ლე, რო­მე­ლიც ან­კა­რის შე­მო­გა­რენ­ში მდე­ბა­რე­ობს.

სა­სახ­ლე 4 კვად­რა­ტულ კი­ლო­მეტ­რის ფარ­თობ­ზეა გა­და­ჭი­მუ­ლი. ამ სა­სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 660 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი დაჯ­და. მის მო­პირ­კე­თე­ბა­სა და გა­რე­მონ­ტე­ბა­ზე ფული არა­ვის და­ნა­ნე­ბია. აბ­რე­შუ­მის შპა­ლე­რი ერთი ცალი 2,5 ათა­სი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბი­საა. თითო ორ­მა­გი კა­რე­ბის კომ­პლექ­ტი კი 47 ათა­სი დო­ლა­რი ღირს. რო­გორც ამ­ბო­ბენ, სა­სახ­ლე­ში და­ახ­ლო­ე­ბით 400 დიდი ზო­მის კა­რე­ბია, რო­მელ­თა სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბაც 6,6 მი­ლი­ონ დო­ლარს შე­ად­გენს. 34 ათა­სი კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თო­ბის ხა­ლი­ჩე­ბი კი 9,2 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი დაჯ­და.

კრი­ტი­კო­სე­ბის აზ­რით, ფუ­ფუ­ნე­ბის უზო­მოდ მოყ­ვა­რუ­ლი სა­დამ ჰუ­სე­ი­ნიც კი გა­ოც­დე­ბო­და, ერ­დო­ღა­ნის სა­სახ­ლე რომ ენა­ხა. ბევ­რი კრი­ტი­კო­სი იმა­საც კი ამ­ბობს, რომ ეს სა­სახ­ლე ჩი­ნე­თის რკი­ნიგ­ზის სად­გურს უფრო წა­ა­გავს, ვიდ­რე შე­ნო­ბას, რო­მელ­საც რა­ი­მე კავ­ში­რი მა­ინც აქვს ყო­ფილ ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ას­თან. ეს შე­ნო­ბა თეთ­რი სა­სახ­ლის სა­ხე­ლით არის ცნო­ბი­ლი. ერ­დო­ღა­ნი კი თვის მხრივ იგე­რი­ებს კრი­ტი­კო­სე­ბის შე­მო­სე­ვას და წარ­ბშე­უხ­რე­ლად ამ­ტკი­ცებს, რომ შე­ნო­ბა თურ­ქე­თის პრეს­ტიჟს იცავს სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე. რო­დე­საც მას კი­თხეს, თუ რად უნ­დო­და ახა­ლი სა­სახ­ლე, მან უპა­სუ­ხა, რომ ამის მი­ზე­ზი იყო ტა­რაკ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან მომ­რავ­ლდნენ იმ ოფის­ში, სა­დაც მას თა­ვი­სი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის დროს უწევ­და მუ­შა­ო­ბა.

რო­დე­საც სა­სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა და­ი­წყო, ერ­დო­ღან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სამ­შე­ნებ­ლოდ მხო­ლოდ ნა­ტუ­რა­ლუ­რი მა­სა­ლე­ბი იქ­ნე­ბო­და გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. სა­ყუ­რა­დღე­ბოა ის ფაქ­ტიც, რომ პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, ეს მა­სა­ლე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად თურ­ქეთ­ში უნდა ყო­ფი­ლი­ყო დამ­ზა­დე­ბუ­ლი, თუმ­ცა, ოპო­ნენ­ტე­ბის მტკი­ცე­ბით, რო­მელ­თაც სა­კუ­თა­რი თვა­ლით აქვთ ნა­ნა­ხი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი გეგ­მა, სა­სახ­ლის სა­ხუ­რა­ვი გერ­მა­ნი­ა­შია დამ­ზა­დე­ბუ­ლი, მარ­მა­რი­ლო კი ინ­დო­ე­თი­დან არის ჩა­მო­ტა­ნი­ლი. სხვა სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბი ასე­ვე ჩა­მო­ი­ტა­ნეს ინ­გლი­სი­დან, საფ­რან­გე­თი­დან, იტა­ლი­ი­დან. ეზოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დარ­გუ­ლი ხე­ე­ბიც კი ჰო­ლან­დი­ა­სა და იტა­ლი­ა­შია შე­ძე­ნი­ლი.

ერ­დო­ღა­ნი თვლის, რომ თეთ­რი სა­სახ­ლე მან და­იმ­სა­ხუ­რა სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის აღორ­ძი­ნე­ბის­თვის, თუმ­ცა ოპო­ნენ­ტე­ბი ამას ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მის ზრდად მი­იჩ­ნე­ვენ. 15 ივ­ლისს მომ­ხდა­რი სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბის დროს ბომბდამ­შე­ნებ­მა იე­რი­ში სწო­რედ თეთრ სა­სახ­ლე­ზე მი­ი­ტა­ნეს, თუმ­ცა ზა­რა­ლის შე­სა­ხებ ჯერ­ჯე­რო­ბით ცნო­ბი­ლი არა­ფე­რია.

გაგ­რძე­ლე­ბა+ფო­ტო­გა­ლე­რეა

პრეზიდენტ ერდოღანის საოცარი სასახლე, 185 მილიონი დოლარი და შოპინგზე მანიაკალურად შეყვარებული ცოლი

პრეზიდენტ ერდოღანის საოცარი სასახლე, 185 მილიონი დოლარი და შოპინგზე მანიაკალურად შეყვარებული ცოლი

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მეუღლე ემინე ამტკიცებს, რომ საკმაოდ მოკრძალებულად ცხოვრობს და სხვა მუსლიმი ქალბატონებისგან ბევრით არაფრით გამოირჩევა. არადა, მისი ფულის ხარჯვისადმი სიყვარულის შესახებ საყოველთაოდაა ცნობილი. ალბათ გაინტერესებთ, რა ქონების პატრონია ეს მოკრძალებული და სხვებისგან თითქმის არაფრით გამორჩეული მანდილოსანი. ჰოდა, მოგახსენებთ, ჟურნალმა "ფორბსმა" ამ ოჯახის ქონება 185 მილიონ დოლარად შეაფასა.

თურქეთის პრეზიდენტის მეუღლე ვერა და ვერ ეშვება ე.წ. შოპინგ ტურებს. იგი უპირატესობას ცნობილი დიზაინერების ნამუშევრებსა და ანტიკვარულ ნივთებს ანიჭებს. ეს "მოკრძალებული" ქალბატონი მოოქროვილი ჭიქებით მიირთმევს განსაკუთრებულ თეთრ ჩაის, რომელიც 1 კგ 2000 დოლარი ღირს. მისი ერთი მოოქროვილი ჭიქის ფასი კი 350 დოლარია და ეს მაშინ, როდესაც მისი ქვეყნის მოსახლეობის მეოთხედს თავი დღეში 4 დოლარად გააქვს.

პრეზიდენტის მეუღლე საშოპინგოდ, რაღა თქმა უნდა, ყველაზე ცნობილ მაღაზიებს ირჩევს. ცნობილია, რომ ერთხელ ბრიუსელის სავაჭრო ცენტრი სპეციალურად ემინე ერდოღანის გამო დახურეს, რათა მას მშვიდად ევაჭრა. ვარშავაში ოფიციალური ვიზიტისას, როდესაც მეუღლეს ახლდა თან, ემინემ ანტიკვარიატში 50. 000 დოლარი დახარჯა.

განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ასევე ერდოღანების საოცარი სასახლე, რომელიც ანკარის შემოგარენში მდებარეობს.

სასახლე 4 კვადრატულ კილომეტრის ფართობზეა გადაჭიმული. ამ სასახლის მშენებლობა დაახლოებით 660 მილიონი დოლარი დაჯდა. მის მოპირკეთებასა და გარემონტებაზე ფული არავის დანანებია. აბრეშუმის შპალერი ერთი ცალი 2,5 ათასი დოლარის ღირებულებისაა. თითო ორმაგი კარების კომპლექტი კი 47 ათასი დოლარი ღირს. როგორც ამბობენ, სასახლეში დაახლოებით 400 დიდი ზომის კარებია, რომელთა საერთო ღირებულებაც 6,6 მილიონ დოლარს შეადგენს. 34 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის ხალიჩები კი 9,2 მილიონი დოლარი დაჯდა.

კრიტიკოსების აზრით, ფუფუნების უზომოდ მოყვარული სადამ ჰუსეინიც კი გაოცდებოდა, ერდოღანის სასახლე რომ ენახა. ბევრი კრიტიკოსი იმასაც კი ამბობს, რომ ეს სასახლე ჩინეთის რკინიგზის სადგურს უფრო წააგავს, ვიდრე შენობას, რომელსაც რაიმე კავშირი მაინც აქვს ყოფილ ოსმალეთის იმპერიასთან. ეს შენობა თეთრი სასახლის სახელით არის ცნობილი. ერდოღანი კი თვის მხრივ იგერიებს კრიტიკოსების შემოსევას და წარბშეუხრელად ამტკიცებს, რომ შენობა თურქეთის პრესტიჟს იცავს საერთაშორისო ასპარეზზე. როდესაც მას კითხეს, თუ რად უნდოდა ახალი სასახლე, მან უპასუხა, რომ ამის მიზეზი იყო ტარაკნები, რომლებიც ძალიან მომრავლდნენ იმ ოფისში, სადაც მას თავისი პრემიერ-მინისტრობის დროს უწევდა მუშაობა.

როდესაც სასახლის მშენებლობა დაიწყო, ერდოღანმა განაცხადა, რომ სამშენებლოდ მხოლოდ ნატურალური მასალები იქნებოდა გამოყენებული. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ პრეზიდენტის განცხადების თანახმად, ეს მასალები აუცილებლად თურქეთში უნდა ყოფილიყო დამზადებული, თუმცა, ოპონენტების მტკიცებით, რომელთაც საკუთარი თვალით აქვთ ნანახი არქიტექტურული გეგმა, სასახლის სახურავი გერმანიაშია დამზადებული, მარმარილო კი ინდოეთიდან არის ჩამოტანილი. სხვა სამშენებლო მასალები ასევე ჩამოიტანეს ინგლისიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან. ეზოს ტერიტორიაზე დარგული ხეებიც კი ჰოლანდიასა და იტალიაშია შეძენილი.

ერდოღანი თვლის, რომ თეთრი სასახლე მან დაიმსახურა საკუთარი ქვეყნის აღორძინებისთვის, თუმცა ოპონენტები ამას ავტორიტარიზმის ზრდად მიიჩნევენ. 15 ივლისს მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის დროს ბომბდამშენებმა იერიში სწორედ თეთრ სასახლეზე მიიტანეს, თუმცა ზარალის შესახებ ჯერჯერობით ცნობილი არაფერია.

გაგრძელება+ფოტოგალერეა

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა