სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კრიტიკული კომენტარების შემდეგ, სააკაშვილმა "ფეისბუქიდან" ერდოღანის ფოტო წაშალა
კრიტიკული კომენტარების შემდეგ, სააკაშვილმა "ფეისბუქიდან" ერდოღანის ფოტო წაშალა

თურ­ქეთ­ში სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია 16 ივ­ლი­სის ღა­მეს გავ­რცელ­და. ამ­ბო­ხე­ბულ­თა მცდე­ლო­ბა უშე­დე­გოდ დას­რულ­და. სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბის შემ­დეგ თურ­ქეთ­ში სულ მცი­რე 45 000 ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს, სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს ან სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი შე­უ­წყვი­ტეს. რო­გორც "ბი­ბი­სი" წერ­და, თურ­ქე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მი­იჩ­ნევს, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი პრე­ზი­დენტ რე­ჯეფ ტაიფ ერ­დო­ღა­ნის მი­მართ არა­საკ­მა­რი­სად ლო­ი­ა­ლურ­ნი არი­ან. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კი აცხა­დებს, რომ ყვე­ლა ეს ადა­მი­ა­ნი აშშ-ში მცხოვ­რე­ბი მქა­და­გებ­ლის ფე­თჰუ­ლა გი­უ­ლე­ნის მხარ­დამ­ჭე­რია, რო­მელ­საც ან­კა­რა გა­დატ­რი­ა­ლე­ბის შე­საძ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ტო­რად მი­იჩ­ნევს.

ბოლო დღე­ებ­ში ერ­დო­ღა­ნის მი­სა­მარ­თით არა­ერ­თი ბრალ­დე­ბა გა­ის­მა, მათ შო­რის ის, რომ სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბა დად­გმუ­ლი იყო. თუმ­ცა, აღ­ნიშ­ნულ ბრალ­დე­ბას ქვეყ­ნის ლი­დე­რი კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს. ევ­რო­კავ­ში­რის სა­მე­ზობ­ლო პო­ლი­ტი­კი­სა და გა­ფარ­თო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში კო­მი­სარ იო­ჰა­ნეს ჰა­ნის გან­ცხა­დე­ბით, თურ­ქეთ­ში სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბის შემ­დეგ და­წყე­ბუ­ლი და­კა­ვე­ბე­ბის სე­რია ისეთ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებს, რომ ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას წი­ნას­წარ ჰქონ­და გან­სა­ზღვრუ­ლი სია, თუ ვინ უნდა და­ე­კა­ვე­ბი­ნა.

16 ივ­ლის სა­ქარ­თვე­ლოს ექს-პრე­ზი­დენ­ტმა და ოდე­სის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე რე­ჯეფ ტაიფ ერ­დო­ღა­ნის მხარ­და­ჭე­რის ნიშ­ნად, "ქა­ვერ­ზე" მას­თან ერთ-ერთი ოფი­ცი­ა­ლუ­რი შეხ­ვედ­რის ამ­სახ­ვე­ლი ფოტო და­ა­ყე­ნა. ფო­ტოს კო­მენ­ტა­რებ­ში არა­ერ­თი კრი­ტი­კუ­ლი მო­საზ­რე­ბა და­ი­წე­რა. ინ­ტერ­ნეტ-მომ­ხა­რებ­ლე­ბი მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან წერ­დნენ, რომ ერ­დო­ღა­ნი დიქ­ტა­ტო­რი და ჰიტ­ლე­რი­სა და პუ­ტი­ნის მას­შტა­ბის ბო­როტ­მოქ­მე­დია, რომ მის­თვის ხე­ლის ჩა­მორ­თმე­ვა სი­ბინ­ძუ­რე და სირ­ცხვი­ლია, ვი­ნა­ი­დან მთე­ლი ეს სპექ­ტაკ­ლი თურ­ქეთ­ში მისი დად­გმუ­ლია და მას ქვე­ყა­ნა ირა­ნი­ზა­ცი­ის­კენ მიჰ­ყავს. სა­ა­კაშ­ვილს, ამ ფო­ტოს გამო, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არა­ერ­თი ქარ­თვე­ლიც აკ­რი­ტი­კებ­და.

გოგი გვა­ხა­რია: ქა­ვე­რის ფოტო დადო თა­ვის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე. ჭკვი­ა­ნი ხალ­ხი ხომ ხართ მის ირ­გვლივ? ურ­ჩი­ეთ, ნუ ჩქა­რობს. მოჩ­ქა­რეს რომ მო­უგ­ვი­ან­დე­ბა, ეს მა­ინც გა­ახ­სე­ნეთ.

ირაკ­ლი რო­გა­ვა: ეს არის შე­სა­ნიშ­ნა­ვი შან­სი მი­შას­თვის, გა­მარ­თლე­ბა უპო­ვოს 7 ნო­ემ­ბრის და 26 მა­ი­სის სი­სას­ტი­კეს. მთლად ბუტ­კე­ბის სა­ხუ­რა­ვებ­ზე თუ შე­მოყ­რი­ან ჯა­რის­კა­ცე­ბის გვა­მებს ერ­დო­ღა­ნის­ტე­ბი, პრო­ფი­ლის სუ­რა­თა­დაც და­ი­ყე­ნებს რე­ჯეპ ტა­იპს.

ლეო ნაფ­ტა: ოდე­სის გუ­ბერ­ნა­ტორს მი­აწ­ვდი­ნეთ ვინ­მე მად­ლი­ან­მა ხმა შეც­ვა­ლოს ქო­ვერ ფოტო, ძა­ლი­ან ტე­ხავს, მე­ტიც - სირ­ცხვი­ლია.

კრი­ტი­კუ­ლი კო­მენ­ტა­რე­ბის შემ­დეგ, ოდე­სის გუ­ბერ­ნა­ტო­რის "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე "ქა­ვერ" ფოტო ორ დღე­ში შე­იც­ვა­ლა და იგი ოდე­სის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ოპე­რის თე­ატ­რის ფო­ტომ ჩა­ა­ნაც­ვლა. ახა­ლი "ქა­ვე­რის" კო­მენ­ტა­რებ­ში სა­ა­კაშ­ვილს უწე­რენ, რომ ეს ფოტო წი­ნას ჯო­ბია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

კრიტიკული კომენტარების შემდეგ, სააკაშვილმა "ფეისბუქიდან" ერდოღანის ფოტო წაშალა

კრიტიკული კომენტარების შემდეგ, სააკაშვილმა "ფეისბუქიდან" ერდოღანის ფოტო წაშალა

თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შესახებ ინფორმაცია 16 ივლისის ღამეს გავრცელდა. ამბოხებულთა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთში სულ მცირე 45 000 ადამიანი დააკავეს, სამსახურიდან გაათავისუფლეს ან სამსახურებრივი მოვალეობები შეუწყვიტეს. როგორც "ბიბისი" წერდა, თურქეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ეს ადამიანები პრეზიდენტ რეჯეფ ტაიფ ერდოღანის მიმართ არასაკმარისად ლოიალურნი არიან. ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ყველა ეს ადამიანი აშშ-ში მცხოვრები მქადაგებლის ფეთჰულა გიულენის მხარდამჭერია, რომელსაც ანკარა გადატრიალების შესაძლო ორგანიზატორად მიიჩნევს.

ბოლო დღეებში ერდოღანის მისამართით არაერთი ბრალდება გაისმა, მათ შორის ის, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა დადგმული იყო. თუმცა, აღნიშნულ ბრალდებას ქვეყნის ლიდერი კატეგორიულად უარყოფს. ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში კომისარ იოჰანეს ჰანის განცხადებით, თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დაწყებული დაკავებების სერია ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ქვეყნის ხელისუფლებას წინასწარ ჰქონდა განსაზღვრული სია, თუ ვინ უნდა დაეკავებინა.

16 ივლის საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და ოდესის გუბერნატორმა "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე რეჯეფ ტაიფ ერდოღანის მხარდაჭერის ნიშნად, "ქავერზე" მასთან ერთ-ერთი ოფიციალური შეხვედრის ამსახველი ფოტო დააყენა. ფოტოს კომენტარებში არაერთი კრიტიკული მოსაზრება დაიწერა. ინტერნეტ-მომხარებლები მთელი მსოფლიოდან წერდნენ, რომ ერდოღანი დიქტატორი და ჰიტლერისა და პუტინის მასშტაბის ბოროტმოქმედია, რომ მისთვის ხელის ჩამორთმევა სიბინძურე და სირცხვილია, ვინაიდან მთელი ეს სპექტაკლი თურქეთში მისი დადგმულია და მას ქვეყანა ირანიზაციისკენ მიჰყავს. სააკაშვილს, ამ ფოტოს გამო, სოციალურ ქსელში არაერთი ქართველიც აკრიტიკებდა.

გოგი გვახარია: ქავერის ფოტო დადო თავის ოფიციალურ გვერდზე. ჭკვიანი ხალხი ხომ ხართ მის ირგვლივ? ურჩიეთ, ნუ ჩქარობს. მოჩქარეს რომ მოუგვიანდება, ეს მაინც გაახსენეთ.

ირაკლი როგავა: ეს არის შესანიშნავი შანსი მიშასთვის, გამართლება უპოვოს 7 ნოემბრის და 26 მაისის სისასტიკეს. მთლად ბუტკების სახურავებზე თუ შემოყრიან ჯარისკაცების გვამებს ერდოღანისტები, პროფილის სურათადაც დაიყენებს რეჯეპ ტაიპს.

ლეო ნაფტა: ოდესის გუბერნატორს მიაწვდინეთ ვინმე მადლიანმა ხმა შეცვალოს ქოვერ ფოტო, ძალიან ტეხავს, მეტიც - სირცხვილია.

კრიტიკული კომენტარების შემდეგ, ოდესის გუბერნატორის "ფეისბუქის" გვერდზე "ქავერ" ფოტო ორ დღეში შეიცვალა და იგი ოდესის ნაციონალური ოპერის თეატრის ფოტომ ჩაანაცვლა. ახალი "ქავერის" კომენტარებში სააკაშვილს უწერენ, რომ ეს ფოტო წინას ჯობია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს