კიევში ცნობილი ჟურნალისტი პაველ შერემეტი ავტომანქანაში ააფეთქეს

კიევში ცნობილი ჟურნალისტი პაველ შერემეტი ავტომანქანაში ააფეთქეს

კიევში ცნობილი ჟურნალისტი პაველ შერემეტი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. არსებული მონაცემებით, ავტომობილი, რომელშიც "Украинская Правда"-ს თანამშრომელი პაველ შერემეტი იმყოფებოდა, კიევის ცენტრში აფეთქდა.

იხილეთ ვიდეო| როგორ ააფეთქეს უკრაინაში ცნობილი ჟურნალისტი - ინტერნეტში ახალი კადრები გავრცელდა

პოლიციაში ფაქტი დაადასტურეს, თუმცა დაღუპულის ვინაობა არ დაუსახელებიათ. სამართალდამცავების ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ, ასაფეთქებელმა მოწყობილობამ გამოიწვია.

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ჟურნალისტის მკვლელობას ეხმაურება. როგორც პოროშენკო წერს, მან დაავალა სამართალდამცველებს მომხდარი დაუყონებლივ გამოიძიონ. "დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ", - წერს უკრაინის პრეზიდენტი. მან ასევე, პაველ შერემეტის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის ხატია დეკანოიძის განცხადებით, მისთვის ჟურნალისტ პაველ შერემეტის დაღუპვის საქმის გამოძიება ღირსების საკითხია. ამის შესახებ დეკანოიძემ ადგილობრივ ჟურნალისტებს განუცხადა.

"პაველ შერემეტი ჩემი კარგი ნაცნობი იყო, ის იყო პირველი ადამიანი, ვისაც ინტერვიუ მივეცი. ძალიან კარგი ჟურნალისტი იყო, ამიტომ ჩემთვის ეს ღირსების საკითხია", - განაცხადა დეკანოიძემ.

მისი ინფორმაციით, ჯერჯერობით მომხდარის შესახებ ოფიციალური ვერსია პოლიციას არა აქვს, მიმდინარეობს გამოძიება.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა